,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 282
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 28/11/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 69, 07/05/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 08/04/2009
სარეგისტრაციო კოდი 010.320.030.22.027.012.436
  • Word
282
28/11/2008
სსმ, 69, 07/05/2008
010.320.030.22.027.012.436
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.030.22.027.012.436

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №282

2008 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №66 ბრძანებით (სსმ III, 2001 წ., №12, მუხ. 120) დამტკიცებული დებულების დანართი №8 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დანართი №8

საქართველოს პროკურატურა

საქართველოს მთავარი პროკურატურა

1. საქართველოს მთავარი პროკურორი – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი;

2. საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე – ქ. თბილისის პროკურორი – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი;

3. საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე – საგამოძიებო ნაწილის უფროსი – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი;

4. საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე – სამსახურებრივი ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი;

5. დეპარტამენტის უფროსი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი;

6. უფროსი პროკურორი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი – იუსტიციის მრჩეველი;

7. სამმართველოს უფროსის მოადგილე – მთავარი ბუღალტერი, პროკურორი, პროკურორი-კრიმინალისტი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, მრჩეველი – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი.

ქ. თბილისის პროკურატურა

1. ქ. თბილისის პროკურორის მოადგილე, ქ. თბილისის პროკურორის მოადგილე – საგამოძიებო ნაწილის უფროსი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი;

2. განყოფილების უფროსი; განყოფილების უფროსის მოადგილე, საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე – იუსტიციის მრჩეველი;

3. პროკურორი, უფროსი გამომძიებელი, კანცელარიის უფროსი – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი;

4. მრჩეველი – პირველი კლასის იურისტი.

საოლქო პროკურატურები

1. საოლქო პროკურორი, საოლქო პროკურორის მოადგილე, საგამოძიებო ნაწილის უფროსი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი;

2. განყოფილების უფროსი, უფროსი პროკურორი – იუსტიციის მრჩეველი;

3. პროკურორი, უფროსი გამომძიებელი, კანცელარიის უფროსი – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი.

რაიონული პროკურატურები

1. რაიონული პროკურორი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი;

2. რაიონული პროკურორის მოადგილე – იუსტიციის მრჩეველი;

3. პროკურორი – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი;

4. კანცელარიის უფროსი – მესამე კლასის იურისტი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის მოადგილე – იუსტიციის უფროსი მრჩეველი;

2. განყოფილების უფროსი, საგამოძიებო ნაწილის უფროსი, უფროსი პროკურორი – იუსტიციის მრჩეველი;

3. პროკურორი, უფროსი გამომძიებელი, კანცელარიის უფროსი – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი;

4. მრჩეველი – პირველი კლასის იურისტი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი