დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №252 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 281 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/11/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 169, 28/11/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110.060.010.22.027.012.435 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.22.027.012.435
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანება №281
2008 წლის 28 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №252 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,კ“ და ,,მ“ ქვეპუნქტებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №252 ბრძანებით (სსმ III, 2008 წ., №161, მუხ. 1625) დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობა
1. მთავარ პროკურატურას ხელმძღვანელობს მთავარი პროკურორი, რომელსაც იუსტიციის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. მთავარ პროკურორს ჰყავს პირველი მოადგილე და ორი მოადგილე, რომლებსაც მთავარი პროკურორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.
3. იუსტიციის მინისტრის მიერ მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატურის უარყოფის შემთხვევაში დაუშვებელია იუსტიციის მინისტრის წინაშე იმავე კანდიდატურის მომდევნო ერთი წლის განმავლობაში წარდგენა.
4. მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე იმავდროულად არის ქ. თბილისის პროკურორი.
5. მთავარი პროკურორის ერთ-ერთი მოადგილე იმავდროულად არის მთავარი პროკურატურის სამსახურებრივი ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი.
6. მთავარი პროკურორის ერთ-ერთი მოადგილე იმავდროულად არის მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი.
7. მთავარი პროკურორი ახორციელებს ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
8. მთავარი პროკურორის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე. მთავარი პროკურორის მოადგილეებს შორის უფლებამოსილებათა განაწილების წესი განისაზღვრება მთავარი პროკურორის ბრძანებით.
9. მთავარი პროკურორის ბრძანება ან სხვა აქტი საქართველოს კონსტიტუციასთან ან კანონთან შეუსაბამობის მოტივით შეიძლება გასაჩივრდეს იუსტიციის მინისტრთან ან სასამართლოში.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები