,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 ივნისის №110 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 ივნისის №110 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 231
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 171, 21/12/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 30/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 330.130.000.10.003.000.615
  • Word
231
20/12/2006
სსმ, 171, 21/12/2006
330.130.000.10.003.000.615
,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 ივნისის №110 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №231

2006 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 ივნისის №110 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქარ­თველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად ,,სახელმწიფო საკუთრე­ბაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 ივნისის №110 დადგენილებაში (სსმ III, 20.06.06წ. №82, მუხლი 1084) შეტანილ იქნეს ცვლილებები და მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების მიმღები ვალდებულია მისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების გამოყენებისას დაიცვას კონკურსის (აუქციონის) პირობები, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდე­ბუ­ლებები და მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ 6 თვეში ერთხელ და მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორ­მა­ცია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს. ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრუ­ლებ­ლობის შემთხვევაში შენობა-ნაგებობების მიმღებ პირს ეძლევა წერილობითი გაფრთხილება, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:

ა) ქირის თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში – ქირის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში – დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

გ) შენობა-ნაგებობების მიმღები პირის მიერ სხვა საკონკურსო (აუქციონის) ან/და სახელშეკრულებო ვალდებუ­ლების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

პრემიერ-მინისტრი  ზ. ნოღაიდელი