დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №252 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 278 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/11/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 168, 27/11/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110.030.010.22.027.012.421 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.22.027.012.421
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანება №278
2008 წლის 27 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №252 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,კ“ და ,,მ“ ქვეპუნქტებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №252 ბრძანებით (სსმ III, 2008 წ., №161, მუხ. 1625) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. მთავარ პროკურორს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომელთაც მთავარი პროკურორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.“.
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. მთავარი პროკურორის ერთ-ერთი მოადგილე იმავდროულად არის მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი, ხოლო მეორე მოადგილე – მთავარი პროკურატურის სამსახურებრივი ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი.“.
2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. მთავარი პროკურატურის აპარატის ამოცანებია: მთავარი პროკურორისათვის საორგანიზაციო და ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება; მთავარი პროკურატურის საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება; მთავარი პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებისა და ქვემდგომი პროკურატურების მიერ საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მინისტრის ბრძანებების, მთავარი პროკურორის ბრძანებების, მითითებების, განკარგულებების, მთავარ პროკურატურაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებიდან შემოსული კორესპონდენციების, აგრეთვე სხვა საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი; პროკურატურის სისტემაში საორგანიზაციო-ანალიტიკური და საკანცელარიო საქმიანობის ხელმძღვანელობა და კოორდინაცია; მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა, მთავარი პროკურორის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება; პროკურატურის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებით ობიექტური საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისათვის ხელშეწყობა; მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით, პროკურატურის საქმიანობის გამჭვირვალობის, მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და პრიორიტეტების საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; მთავარ პროკურორთან შეთანხმებით ან მისი დავალებით ბრიფინგების, პრესკონფერენციების, საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან შეხვედრების ორგანიზება; საქართველოს პროკურატურის საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავება; წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში პროკურატურის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა; არაფინანსური აქტივების მიღების, აღრიცხვის, შენახვის, გაცემის და ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა; პროკურატურის ფუნქციონირებისათვის საჭირო კომუნალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების ორგანიზება.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები