,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №278 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 731
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 24/11/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 168, 27/11/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 13/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.026.012.411
  • Word
731
24/11/2008
სსმ, 168, 27/11/2008
010.320.040.22.026.012.411
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №278 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს თავდაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.026.012.411

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

 ბრძანება 731

2008 წლის 24 ნოემბერი

 ქ. თბილისი

“საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №278 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

“ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

“საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 22 მაისის №278 ბრძანებით (სსმ III, 23.05.2008 წ., №75, მუხლი 819) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს დაემატოს მე-17 მუხლი შემდეგი რედაქციით:

    “მუხლი 17 . რესურსების მართვისა და კონტროლის დეპარტამენტი

1. დეპარტამენტის უფროსი:

ა) უმაღლესი განათლება (ეკონომიკური, ტექნიკური, იურიდიული ან სახელმწიფო მართვის მოხელე);

ბ) არანაკლებ 4 წლის სამუშაო გამოცდილება;

გ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

გ.ბ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.გ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.დ) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.ე) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.ვ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულება;

გ.თ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რესურსების მართვისა და კონტროლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 26 აგვისტოს №482 ბრძანება;

დ) სასურველია უცხო ენის ცოდნა;

ე) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) უმაღლესი განათლება (ეკონომიკური, ტექნიკური, იურიდიული ან სახელმწიფო მართვის მოხელე);

ბ) არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება;

გ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

გ.ბ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.გ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.დ) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.ე) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.ვ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.ზ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულება;

გ.თ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რესურსების მართვისა და კონტროლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 26 აგვისტოს №482 ბრძანება;

დ) სასურველია უცხო ენის ცოდნა;

ე) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.

3. რესურსების მართვის სამმართველოს უფროსი:

ა) უმაღლესი განათლება (პრიორიტეტულია ეკონომიკური, იურიდიული);

ბ) არანაკლებ 2 წლის სამუშაო გამოცდილება;

გ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

გ.ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.გ) „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.დ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის წიგნი მესამე “ვალდებულებითი სამართალი“;

გ.ე) “საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;

გ.ვ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159-ე მუხლისა და 1595 -1599  მუხლების ცოდნა;

გ.ზ) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.თ) „თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.ი) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.კ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულება;

გ.ლ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რესურსების მართვისა და კონტროლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 26 აგვისტოს №482 ბრძანება;

დ) სასურველია უცხო ენის ცოდნა;

ე) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.

4. რესურსების მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი განათლება (პრიორიტეტულია ეკონომიკური, იურიდიული);

ბ) არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება;

გ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

გ.ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.ბ) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.დ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულება;

გ.ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რესურსების მართვისა და კონტროლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 26 აგვისტოს №482 ბრძანება;

დ) სასურველია უცხო ენის ცოდნა;

ე) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.

5. რესურსების მართვის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ბ.ა) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულება;

ბ.ბ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რესურსების მართვისა და კონტროლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 26 აგვისტოს №482 ბრძანება;

გ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.

6. კონტროლის სამმართველოს უფროსი:

ა) უმაღლესი განათლება (პრიორიტეტულია ეკონომიკური, იურიდიული ან ტექნიკური);

ბ) არანაკლებ 2 წლის სამუშაო გამოცდილება;

გ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

გ.ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.დ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულება;

გ.ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რესურსების მართვისა და კონტროლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 26 აგვისტოს №482 ბრძანება;

დ) სტრატეგიული და თავდაცვის დაგეგმვის ძირითადი პრინციპების ცოდნა;

ე) სამხედრო-პოლიტიკური სფეროს პროფესიულ დონეზე ცოდნა, შეფასება და ანალიზის უნარი;

ვ) სასურველია უცხო ენის ცოდნა;

ზ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.

7. კონტროლის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი განათლება (პრიორიტეტულია ეკონომიკური იურიდიული ან ტექნიკური);

ბ) არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება;

გ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

გ.ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.დ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულება;

გ.ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რესურსების მართვისა და კონტროლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 26 აგვისტოს №482 ბრძანება;

დ) სტრატეგიული და თავდაცვის დაგეგმვის ძირითადი პრინციპების ცოდნა;

ე) სამხედრო-პოლიტიკური სფეროს პროფესიულ დონეზე ცოდნა, შეფასება და ანალიზის უნარი;

ვ) სასურველია უცხო ენის ცოდნა;

ზ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.

8. კონტროლის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ბ.ა) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულება;

ბ.ბ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რესურსების მართვისა და კონტროლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 26 აგვისტოს №482 ბრძანება;

გ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.

მუხლი 2

ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფი.

    მუხლი 3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

  დ. კეზერაშვილი