დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №394 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 729 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/11/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 168, 27/11/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/01/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.010.000.22.026.012.409 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.012.409
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №729
2008 წლის 24 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №394 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №394 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №176, მუხლი 2416) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. დებულების 322 პუნქტს დაემატოს ,,დ)“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,დ) სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის განყოფილება;“
2. დებულების 323 პუნქტს დაემატოს ,,თ)“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,თ) NATO-ს წევრი ქვეყნების სამხედრო ძალებთან საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობაში მოყვანის ეტაპობრივი ღონისძიებების ფარგლებში, მართვის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესების სისტემატიზაცია და ცენტრალიზაციის პროცესების ხელშეწყობა NATO-ს სტანდარტების შესაბამისად.“
მუხლი 2
ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები, საქართველოს თავ-დაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი.
მუხლი 3
ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
დ. კეზერაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები