,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №394 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №394 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 729
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 24/11/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 168, 27/11/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 14/01/2009
სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.012.409
  • Word
729
24/11/2008
სსმ, 168, 27/11/2008
120.010.000.22.026.012.409
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №394 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს თავდაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.012.409

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №729

2008 წლის 24 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №394 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

 ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №394 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №176, მუხლი 2416) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. დებულების 322 პუნქტს დაემატოს ,,დ)“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,დ) სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის განყოფილება;“

2. დებულების 323 პუნქტს დაემატოს ,,თ)“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,თ) NATO-ს წევრი ქვეყნების სამხედრო ძალებთან საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობაში მოყვანის ეტაპობრივი ღონისძიებების ფარგლებში, მართვის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესების სისტემატიზაცია და ცენტრალიზაციის პროცესების ხელშეწყობა NATO-ს სტანდარტების შესაბამისად.“

    მუხლი 2

ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები, საქართველოს თავ-დაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი.

    მუხლი 3

 ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

დ. კეზერაშვილი