დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ძეგლის სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმებისა და მათი შევსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №3/175 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3/332 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/11/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 170, 01/12/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 450.190.000.22.028.012.408 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 450.190.000.22.028.012.408
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის
მინისტრის ბრძანება №3/332
2008 წლის 24 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,ძეგლის სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმებისა და მათი შევსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №3/175 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,ძეგლის სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმებისა და მათი შევსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №3/175 ბრძანებაში (სსმ III, 2007 წ., №137, მუხ. 1482) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. ბრძანებით დამტკიცებულ №3, №5, №7, №9 დანართებში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს №1, №2, №3 და №4 დანართების შესაბამისად;
2. ბრძანებით დამტკიცებული ,,ძეგლის სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმების და მათი შევსების წესის“ (შემდგომში – წესი):
ა) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. კულტურული მემკვიდრეობის მოძრავ ობიექტთა სია ივსება ცხრილის სახით და შეიტანება მოძრავი ობიექტის თაობაზე შემდეგი მონაცემები:
ა) რიგითი ნომერი;
ბ) სახეობა;
გ) ავტორი/სკოლა (არქეოლოგიური ობიექტის შემთხვევაში გრაფაში უნდა მიეთითოს მონაცემები აღმოჩენის ადგილისა და დროის თაობაზე);
დ) დასახელება;
ე) შექმნის დრო და ადგილი;
ვ) მასალა, ზომა;
ზ) ამჟამინდელი ადგილსამყოფელი/კუთვნილება (თუ ობიექტი დაცულია მუზეუმში, გრაფაში უნდა მიეთითოს შესაბამისი მუზეუმის დასახელება, სამუზეუმო ფონდისა და კოლექციის კოდი და ობიექტის საინვენტარო ნომერი);
თ) შენიშვნა (გრაფაში საჭიროების შემთხვევაში შეტანილი იქნება ობიექტის იდენტიფიცირებისათვის საჭირო სხვა დამატებითი ინფორმაცია).“;
ბ) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. მოძრავი ობიექტის/ძეგლის სააღრიცხვო ბარათი მოიცავს ობიექტის/ძეგლის შესახებ შემდეგ ინფორმაციას:
ა) საიდენტიფიკაციო კოდი № (კოდირების ერთიანი ეროვნული სისტემის შემუშავებამდე, მიეთითება ასეთის არსებობის შემთხვევაში,);
ბ) ობიექტის/ძეგლის ფოტოსურათი (ობიექტის/ძეგლის საერთო ხედით);
გ) ობიექტის/ძეგლის სახეობა – აღნიშნულ პუნქტში უნდა მიეთითოს ობიექტის/ძეგლის შესაბამისი სახეობა. მოძრავი ობიექტის/ძეგლის სახეობებია: არქეოლოგიური, საინჟინრო, პალეოგრაფიული, მემორიალური, ეთნოგრაფიული, სახვითი ხელოვნების, დოკუმენტური, მეცნიერების, ტექნიკის ან მრეწველობის განვითარებასთან დაკავშირებული. ამ სახეობებიდან შესაბამის შემთხვევაში შესაძლებელია მიეთითოს ერთი ან მეტი სახეობა;
დ) ავტორი/სკოლა – აღნიშნულ პუნქტში მიეთითება:
დ.ა) ავტორის სახელი, გვარი, ფსევდონიმი, ხოლო, თუ ავტორი უცნობია, შესაბამისი მიმდინარეობა (სკოლა);
დ.ბ) არქეოლოგიური ობიექტის შემთხვევაში გრაფაში უნდა მიეთითოს ინფორმაცია ძეგლის აღმოჩენის ადგილის შესახებ: მისამართი (მუნიციპალიტეტი, ქალაქი, სოფელი, ქუჩა) ასევე საკოორდინატო მონაცემები X და Y, კვადრატი, უბნის ნომერი, სამარხის ნომერი, კულტურული ფენა, ნაგებობა, აღმოჩენის წელი და სხვა წარმომავლობის იდენტიფიცირებისათვის საჭირო ინფორმაცია;
ე) შექმნის დრო და ადგილი – აღნიშნულ პუნქტში უნდა მიეთითოს ობიექტის/ძეგლის შექმნის თარიღი ან პერიოდი, საუკუნე(ები) და შექმნის ადგილი, თუკი ასეთი ცნობილია;
ვ) ამჟამინდელი ადგილსამყოფელი/კუთვნილება – აღნიშნულ პუნქტში მიეთითება:
ვ.ა) ობიექტის/ძეგლის ადგილსამყოფელი/კუთვნილება მისამართი (ადინისტრაციული ერთეული, ქალაქი, სოფელი, ქუჩა №);
ვ.ბ) თუ ობიექტი/ძეგლი დაცულია მუზეუმში, უნდა მიეთითოს შესაბამისი მუზეუმის დასახელება, მისამართი, სამუზეუმო ფონდისა და კოლექციის კოდი და ობიექტის საინვენტარო ნომერი;
ზ) მასალა, ზომა – აღნიშნულ პუნქტში მიეთითება მასალა და ზომა, ხოლო არსებობის შემთხვევაში მასალის ქიმიური ანალიზის შედეგად მიღებული ინფორმაცია: მისი ქიმიური შემადგელობის, სინჯისა და წონის შესახებ;
თ) ფიზიკური მდგომარეობა – პუნქტი მოიცავს ძეგლის ფიზიკური მდგომარეობის აღწერას კონკრეტული დაზიანებების მითითებით;“.
გ) მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. უძრავი/მოძრავი ობიექტის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში ან მისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ მინისტრის ბრძანების დანართის სახით გამოსაქვეყნებლად სავალდებულო ნაწილია სააღრიცხვო ბარათის ამ მუხლის მე-3/მე-5 პუნქტებში მითითებული, იდენტიფიცირებისათვის საჭირო შევსებული პირველადი ინფორმაცია.“.
დ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლების სახელმწიფო რეესტრი ივსება ცხრილის სახით და მოიცავს მოძრავი ძეგლის შესახებ შემდეგ ინფორმაციას:
ა) რიგითი ნომერი;
ბ) ძეგლის სახეობა;
გ) ავტორი/სკოლა (სახელი, გვარი, ფსევდონიმი; თუ ავტორი უცნობია შესაბამისი მიმდინარეობა (სკოლა); არქეოლოგიური ობიექტის შემთხვევაში გრაფაში უნდა მიეთითოს ინფორმაცია ძეგლის აღმოჩენის ადგილის შესახებ);
დ) დასახელება;
ე) შექმნის დრო და ადგილი (აღნიშნულ პუნქტში უნდა მიეთითოს ობიექტის/ძეგლის შექმნის თარიღი ან პერიოდი, საუკუნე(ები) და შექმნის ადგილი თუკი ასეთი ცნობილია);
ვ) მასალა, ზომა – აღნიშნულ პუნქტში მიეთითება მასალა და ზომა, ხოლო არსებობის შემთხვევაში მასალის ქიმიური ანალიზის შედეგად მიღებული ინფორმაცია: მისი ქიმიური შემადგელობის, სინჯისა და წონის შესახებ;
ზ) სააღრიცხვო ბარათის ნომერი;
თ) ამჟამინდელი ადგილსამყოფელი/კუთვნილება (მისამართი: მუნიციპალიტეტი, ქალაქი, სოფელი, ქუჩა №; თუ ძეგლი დაცულია მუზეუმში, უნდა მიეთითოს შესაბამისი მუზეუმის დასახელება, სამუზეუმო ფონდის, კოლექციის კოდი და ობიექტის საინვენტარო ნომერი);
ი) მინიჭებული კატეგორია (ივსება ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კ) რეესტრში შეტანის თარიღი;
ლ) შენიშვნა.“;
ე) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
,,4. მოძრავი ძეგლის პასპორტი მოიცავს მოძრავი ძეგლის შესახებ შემდეგ მონაცემებს:
ა) საიდენტიფიკაციო კოდი № (კოდირების ერთიანი ეროვნული სისტემის შემუშავებამდე მიეთითება ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) ძეგლის სახეობა – აღნიშნულ პუნქტში უნდა მიეთითოს ძეგლის შესაბამისი სახეობა. მოძრავი ობიექტის/ძეგლის სახეობებია: არქეოლოგიური, საინჟინრო, პალეოგრაფიული, მემორიალური, ეთნოგრაფიული, სახვითი ხელოვნების, დოკუმენტური, მეცნიერების, ტექნიკის ან მრეწველობის განვითარებასთან დაკავშირებული. ამ სახეობებიდან შესაბამის შემთხვევაში შესაძლებელია მიეთითოს ერთი ან მეტი სახეობა;
გ) დასახელება ქართულად;
დ) დასახელება ინგლისურად;
ე) ავტორი – პუნქტში მიეთითება ძეგლის ავტორის სახელი, გვარი, ფსევდონიმი;
ვ) ავტორის ცხოვრების წლები – პუნქტში მიეთითება ავტორის ცხოვრების ზუსტი თარიღი, თუკი ის ცნობილია, ან/და პერიოდი;
ზ) სკოლა – თუ ავტორი უცნობია, შესაბამისი მიმდინარეობა (სკოლა);
თ) შექმნის დრო – პუნქტში მიეთითება ძეგლის შექმნის ზუსტი თარიღი, თუკი ის ცნობილია, ან/და პერიოდი, საუკუნე(ები), ხოლო არქეოლოგიური ობიექტის შემთხვევაში პუნქტში ასევე უნდა მიეთითოს ინფორმაცია დათარიღების მეთოდის შესახებ;
ი) შექმნის ადგილი – თუკი ასეთი ცნობილია;
კ) მინიჭებული კატეგორია – პუნქტი ივსება იმ შემთხვევაში, თუ ძეგლს მინიჭებული აქვს კატეგორია;
ლ) ინფორმაცია წარმომავლობის შესახებ – პუნქტში ივსება მონაცემები ძეგლის მფლობელებისა და ადგილსამყოფლის ცვლილებების შესახებ, აგრეთვე, არქეოლოგიური ძეგლის შემთხვევაში გრაფაში უნდა მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია ძეგლის აღმოჩენის შესახებ: მისამართი (მუნიციპალიტეტი, ქალაქი, სოფელი, ქუჩა), ასევე საკოორდინატო მონაცემები X და Y კვადრატის ნომერი, უბნის ნომერი, სამარხის ნომერი, კულტურული ფენა, ნაგებობა, აღმოჩენის წელი და სხვა წარმომავლობის იდენტიფიცირებისათვის საჭირო ინფორმაცია;
მ) ამჟმინდელი ადგილსამყოფელი/კუთვნილება – პუნქტში უნად მიეთითოს ძელის განთავსების ადგილის შესახებ ინფორმაცია (მისამართი – მუნიციპალიტეტი, ქალაქი, სოფელი, ქუჩა №; თუ ძეგლი დაცულია მუზეუმში, უნდა მიეთითოს შესაბამისი მუზეუმის დასახელება, სამუზეუმო ფონდის, კოლექციის კოდი და ობიექტის საინვენტარო ნომერი);
ნ) დაცვის პირობები – აღნიშნულ პუნქტში უნდა მიეთითოს იმ საცავის მდგომარეობა, სადაც ინახება ძეგლი შემდეგი შეფასების კრიტერიუმებით: დამაკმაყოფილებელი ან არადამაკმაყოფილებელი;
ო) შემადგენლობა – პუნქტი მოიცავს ინფორმაციას ძეგლის შემადგენელი ნაწილების რაოდენობისა და რაობის შესახებ;
პ) ჟანრი;
ჟ) მასალა – აღნიშნულ პუნქტში მიეთითება მასალა, ხოლო არსებობის შემთხვევაში მიეთითება მასალის ქიმიური ანალიზის შედეგად მიღებული ინფორმაცია: მისი ქიმიური შემადგენლობის, სინჯისა და წონის შესახებ;
რ) ზომა – პუნქტში მიეთითება ძეგლის ზომები;
ს) აღწერა – პუნქტი მოიცავს ძეგლის სიუჟეტის, კომპოზიციის, კოლორიტის, ფორმის აღწერას;
ტ) გაფორმება (მასალა, ზომა) – ინფორმაცია ძეგლის გაფორმების (ჩარჩო, ბუდე, კიოტი და ა.შ) მასალისა და ზომის შესახებ;
უ) საავტორო წარწერა – პუნქტი მოიცავს ინფორმაციას ძეგლზე საავტორო ხელმოწერის (გვარის ან ინიციალების) თაობაზე მისი არსებობის შემთხვევაში;
ფ) სხვა ნიშანი – პუნქტი მოიცავს ინფორმაციას ძეგლზე არსებული თარიღის, დამღის, პიქტოგრამის, გრაფიტოს, ორნამენტის, წარწერის ან სხვა რაიმე ნიშნის თაობაზე;
ქ) ცვლილებები – პუნქტი მოიცავს ძეგლის შექმნის პერიოდიდან მასში შეტანილი ცვლილებების აღწერასა და ქრონოლოგიას;
ღ) ფიზიკური მდგომარეობა – პუნქტი მოიცავს ძეგლის ფიზიკური მდგომარეობის აღწერას კონკრეტული დაზიანებების მითითებით;
ყ) ძეგლზე ჩატარებული სამუშაოები – პუნქტში მიეთითება ძეგლზე ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ქრონოლოგია და სახეობა, ასევე სარესტავრაციო დაწესებულების მისამართი, სამუშაოს ჩატარების თარიღი, შემსრულებელი პირის ვინაობა, მეთოდი, გამოყენებული მასალა და სხვ.);
შ) გამოფენებში მონაწილეობა – პუნქტში მიეთითება საქართველოსა და საზღვარგარეთ მოწყობილი გამოფენები, რომელშიც წარმოდგენილ იქნა ძეგლი, აგრეთვე გამოფენის თარიღი, შესაბამისი დაწესებულებების სახელწოდება;
ჩ) ესკიზები, ვარიანტები, ასლები – პუნქტში, ძეგლის ესკიზების, ვარიანტებისა და ასლების არსებობის შემთხვევაში მიეთითება ინფორმაცია მათი შემსრულებლისა და განთავსების ადგილის შესახებ;
ც) ძეგლთან დაკავშირებული ძირითადი ბიბლიოგრაფია – პუნქტში უნდა მიეთითოს ძეგლთან დაკავშირებული ბიბლიოგრაფია, უნდა აღინიშნოს მისი ავტორი, დასახელება, გამოცემის ადგილი და დრო;
ძ) შენიშვნა;
წ) სტატუსის მინიჭების თარიღი და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნომერი;
ჭ) პასპორტის შედგენის თარიღი – პუნქტში მიეთითება პასპორტის შედგენის წელი, თვე, რიცხვი;
ხ) პასპორტის შემდგენელი პირი – პუნქტში მიეთითება პასპორტის შემდგენელი პირის სახელი, გვარი;
ჯ) რეესტრში შეტანის თარიღი.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ვაშაძე
დანართი №1
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის
2007 წლის 25 სექტემბრის
№3/175 ბრძანების
დანართი №3
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
კულტურული მემკვიდრეობის მოძრავ ობიექტთა სია
|
რიგითი № |
სახეობა |
ავტორი/სკოლა
|
დასახელება |
შექმნის დრო და ადგილი |
მასალა, ზომა |
ამჟამინდელი ადგისამყოფელი/ კუთვნილება |
შენიშვნა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
დანართი №2
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და
სპორტის მინისტრის
2007 წლის 25 სექტემბრის
№ 3/175 ბრძანების
დანართი №5
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტის/ძეგლისსააღრიცხვო ბარათი
№
|
foto |
| 1. მოძრავი ობიექტის/ძეგლის სახეობა |
| 2. ავტორი/სკოლა |
| 3. დასახელება |
| 4. შექმნის დრო და ადგილი |
| 5. ამჟამინდელი ადგილსამყოფელი |
| 6. მასალა, ზომა |
| 7. ფიზიკური მდგომარეობა |
დანართი №3
საქართველოს კულტურის, ძეგლთა
დაცვისა და სპორტის მინისტრის
2007 წლის 25 სექტემბრის
№3/175 ბრძანების
დანართი №7
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლების სახელმწიფო რეესტრი
|
რიგი- თი № |
სახეობა |
ავტორი/სკოლა |
დასახელება |
შექმნის დრო და ადგილი |
მასალა, ზომა |
სააღრიცხვო ბარათის № |
ამჟამინდელი ადგილსამყოფელი/ კუთვნილება |
მინიჭებული კატეგორია |
შეტანის თარიღი |
შენიშვნა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
დანართი №4
დამტკიცებულია
საქართველოს კულტურის,
ძეგლთა დაცვისა და
სპორტის მინისტრის
2007 წლის 25 სექტემბრის
№3/175 ბრძანებით
დანართი №9
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო
მოძრავი ძეგლის პასპორტი
|
ფოტო
|
| 1. საიდენტიფიკაციო კოდი |
|
| 2. ძეგლის სახეობა
|
|
| 3. დასახელება (ქართულად)
|
|
| 4. დასახელება (ინგლისურად)
|
|
| 5. ავტორი |
|
| 6. ავტორის ცხოვრების წლები |
|
| 7. სკოლა |
|
| 8. შექმნის დრო |
|
| 9. შექმნის ადგილი |
|
| 10. მინიჭებული კატეგორია |
|
| 11. წარმომავლობა |
|
| 12. ამჟამინდელი ადგილსამყოფელი/კუთვნილება |
|
| 13. დაცვის პირობები |
|
| 14. შემადგენლობა |
|
| 15. ჟანრი |
|
| 16. მასალა |
|
| 17. ზომა |
|
| 18. აღწერა |
|
| 19. გაფორმება /მასალა, ზომა/ |
|
| 20. საავტორო წარწერა
|
|
| 21. სხვა ნიშანი |
|
| 22. შეტანილი ცვლილებები
|
|
| 23. ფიზიკური მდგომარეობა /დაზიანებების მითითებით/ |
|
| 24. ძეგლზე ჩატარებული სამუშაოები |
|
| 25. გამოფენებში მონაწილეობა |
|
| 26. ესკიზები, ვარიანტები, ასლები |
|
| 27. ძირითადი ბიბლიოგრაფია |
|
| 28. შენიშვნა
|
|
| 29. სტატუსის მინიჭების თარიღი და ნორმატიული აქტის № |
|
| 30. პასპორტის შედგენის თარიღი
|
|
| 31. შემდგენელი პირი
|
|
| 32. რეესტრში შეტანის თარიღი და ნორმატიული აქტის № |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები