დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თამბაქოს პროდუქციის კოლოფზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 ნოემბრის №294/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 249/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/11/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 168, 28/11/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/03/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470.230.000.22.035.012.401 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.012.401
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის
ბრძანება №249/ნ
2008 წლის 20 ნოემბერი
ქ. თბილისი
„თამბაქოს პროდუქციის კოლოფზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 ნოემბრის №294/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„თამბაქოს პროდუქციის კოლოფზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 ნოემბრის №294/ნ ბრძანების (სსმ III, 09.11.2006 წ., №151, მუხ. 2105) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ ბრძანების ამოქმედებამდე საქართველოში რეალიზაციისათვის განკუთვნილი თამბაქოს პროდუქციაზე არსებული სამედიცინო გაფრთხილების ტექსტები შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამ ბრძანებით განსაზღვრულ სამედიცინო გაფრთხილებების ტექსტებთან არა უგვიანეს 2010 წლის 1 იანვრისა.“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. კვიტაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები