დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს კონტროლის პალატის ერთიანი რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2007 წლის 20 ივნისის №75-ორგ ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს კონტროლის პალატის ერთიან რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 99/22 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 21/11/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 166, 21/11/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/03/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.320.000.20.013.012.392 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.000.20.013.012.392
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის
ბრძანება №99/22
2008 წლის 21 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს კონტროლის პალატის ერთიანი რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2007 წლის 20 ივნისის №75-ორგ ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს კონტროლის პალატის ერთიან რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ
,,საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და 36-ე მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს კონტროლის პალატის ერთიანი რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2007 წლის 20 ივნისის №75-ორგ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს კონტროლის პალატის ერთიანი რეგლამენტის“ (სსმ III, 2007 წ., №88, მუხლი 949) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. კონტროლის პალატის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილეები, მათ შორის, ერთი პირველი მოადგილე.“.
მუხლი 2. ბრძანება გაეცნოს კონტროლის პალატის მოხელეებს.
მუხლი 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ბეჟაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები