,,სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1-1/2567
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 14/11/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 166, 21/11/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 03/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 300.310.000.22.024.012.385
  • Word
1-1/2567
14/11/2008
სსმ, 166, 21/11/2008
300.310.000.22.024.012.385
,,სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
,,სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.310.000.22.024.012.385

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება 1–1/2567

2008 წლის 14 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2008 წ., №53, მუხ. 610) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 ა) დებულების მე-11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აუქციონის ოქმის გაფორმებიდან, არა უგვიანეს თხუთმეტი კალენდარული დღის ვადაში პრეტენდენტმა ოქმში მითითებულ საბანკო დაწესებულებაში შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით უნდა შეიტანოს ის ფულადი თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო/შემოთავაზებულ ფასს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. თუ მთავრობის გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი ცალკეულ ობიექტზე აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული ფასის მიხედვით განისაზღვრება ანგარიშსწორების შემდეგი წესი:

ა) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო შემოთავაზებული ფასი შეადგენს 50 000-დან 500 000-მდე ლარს, აღნიშნული თანხა პრეტენდენტმა აუქციონის ოქმის გაფორმებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში, უნდა შეიტანოს ოქმში მითითებული საბანკო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო შემოთავაზებული ფასი შეადგენს 500 000-დან 1 000 000-მდე ლარს, აღნიშნული თანხა პრეტენდენტმა აუქციონის ოქმის გაფორმებიდან არა უგვიანეს 60 კალენდარული დღის ვადაში, უნდა შეიტანოს ოქმში მითითებული საბანკო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით;

გ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო შემოთავაზებული ფასი შეადგენს 1 000 000-დან 5 000 000-მდე ლარს, აღნიშნული თანხა პრეტენდენტმა აუქციონის ოქმის გაფორმებიდან არა უგვიანეს 90 კალენდარული დღის ვადაში, .უნდა შეიტანოს ოქმში მითითებული საბანკო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით;

დ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო შემოთავაზებული ფასი შეადგენს 5 000 000-დან 20 000 000-მდე ლარს, აღნიშნული თანხა პრეტენდენტმა აუქციონის ოქმის გაფორმებიდან არა უგვიანეს 6 თვის ვადაში, კვარტალურად, უნდა შეიტანოს ოქმში მითითებული საბანკო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით გადასახდელი თანხის პროპორციულად;

ე) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/ შემოთავაზებული ფასი შეადგენს 20 000 000 ლარზე მეტს, მინისტრი საქართველოს მთავრობას წარუდგენს თანხის გადახდის გრაფიკს. მთავრობის მიერ ინფორმაციის მოწონების შემთხვევაში, მინისტრი ამტკიცებს თანხის გადახდის შესაბამის გრაფიკს.

ბ) დებულების მე-11 მუხლის მე-91 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„91. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი ან ლიცენზიის მიმღები დაარღვევს ამ მუხლით დადგენილ ანგარიშსწორების წესს, იგი ვალდებულია დარღვევის დღიდან ყოველ გადაცილებულ სამუშაო დღეზე გადაიხადოს პირგასამტეხლო იმ პერიოდისათვის გადასახდელი თანხის 1%-ის ოდენობით, გადაცილებულ დღეთა რაოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს 15 სამუშაო დღეს.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

მინისტრის პირველი მოადგილე . ლეჟავა