დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 11 თებერვლის №2/2008 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 51/2008 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 18/11/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 165, 20/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.15.008.012.384 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.15.008.012.384
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №51/2008
2008 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 11 თებერვლის №2/2008 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „უ1“ ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის შესახებ დებულების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გამოსაცდელისათვის გადასაცემი ყველა დოკუმენტაცია დამოწმდება ცესკოს აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის ბეჭდით“.
მუხლი 2
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის შესახებ დებულების 32-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სერტიფიკატს ხელს აწერს ცესკოს თავმჯდომარე და მას დაესმება ცესკოს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით“.
მუხლი 3
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ლ. თარხნიშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები