დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თბილისის ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის მრავალდარგოვანი პროფესიული ლიცეუმის სახელწოდების ცვლილებისა და თბილისის მრავალპროფილიანი პროფესიული სწავლების ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის №889 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 962 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/11/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 165, 20/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.022.012.378 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.378
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის ბრძანება №962
2008 წლის 12 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,თბილისის ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის მრავალდარგოვანი პროფესიული ლიცეუმის სახელწოდების ცვლილებისა და თბილისის მრავალპროფილიანი პროფესიული სწავლების ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის №889 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-5 პუნქტის, საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,თბილისის ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის მრავალდარგოვანი პროფესიული ლიცეუმის სახელწოდების ცვლილებისა და თბილისის მრავალპროფილიანი პროფესიული სწავლების ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის 889 ბრძანებით (სსმ III, 12.10.2007წ., №142, მუხ. 1578) დამტკიცებული წესდების მე-18 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. ცენტრი ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უფლებამოსილია დაასრულოს საშუალო პროფესიული პროგრამებით სწავლება, მათ შორის, სახელმწიფო დაფინანსებით, იმ მოსწავლეთათვის, რომლებიც ჩაირიცხნენ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ნოდია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები