დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 12 თებერვლის №129 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 848 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/11/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 165, 20/11/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/03/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.020.040.22.033.012.377 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.020.040.22.033.012.377
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №848
2008 წლის 14 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 12 თებერვლის №129 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 12 თებერვლის №129 ბრძანებით (სსმ III, 13.02.2008 წ., №23, მუხ. 252) დამტკიცებულ ,,სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც მხარჯავი დაწესებულების დაქვემდებარებაში მყოფ საბიუჯეტო ორგანიზაციებს, ასევე მხარჯავი დაწესებულების ღონისძიებებს, პროგრამებსა და პროექტებს შორის.“.
2. პირველი მუხლის მე-9 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) წინა პერიოდში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის მიზნით საბიუჯეტო კლასიფიკაციის ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციის ვალდებულებების მუხლში ამავე კლასიფიკაციის, ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის და არაფინანსური აქტივების და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციის მუხლებიდან ასიგნებების გადანაწილება. აღნიშნული გადანაწილება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც მხარჯავი დაწესებულების დაქვემდებარებაში მყოფ საბიუჯეტო ორგანიზაციებს, ასევე მხარჯავი დაწესებულების ღონისძიებებს, პროგრამებსა და პროექტებს შორის.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები