„საჯარო სამართლის იურიდიული პირების – გორის პროფესიული სასწავლებლის და ხიდისთავის პროფესიული ლიცეუმის რეორგანიზაციის, ხიდისთავის პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის №890 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 956
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 11/11/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 165, 20/11/2008
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.368
  • Word
956
11/11/2008
სსმ, 165, 20/11/2008
040.030.000.22.022.012.368
„საჯარო სამართლის იურიდიული პირების – გორის პროფესიული სასწავლებლის და ხიდისთავის პროფესიული ლიცეუმის რეორგანიზაციის, ხიდისთავის პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის №890 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირების – გორის პროფესიული სასწავლებლის და ხიდისთავის პროფესიული ლიცეუმის რეორგანიზაციის, ხიდისთავის პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის №890 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.368

საქართველოს განათლებისა და

მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №956

2008 წლის 11 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირების – გორის პროფესიული სასწავლებლის და ხიდისთავის პროფესიული ლიცეუმის რეორგანიზაციის, ხიდისთავის პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის  №890 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის და მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1.    „საჯარო სამართლის იურიდიული პირების – გორის პროფესიული სასწავლებლის და ხიდისთავის პროფესიული ლიცეუმის რეორგანიზაციის, ხიდისთავის პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2007 წლის 1 ოქტომბრის №890 ბრძანების (სსმ III, 12.10.2007წ., №142, მუხ.1579) სათაურში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირების – გორის პროფესიული სასწავლებლის, გორის სასოფლო-სამეურნეო კოლეჯის, ხიდისთავის პროფესიული ლიცეუმის რეორგანიზაციის, ხიდისთავის პროფესიული სწავლების ცენტრის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“.

2. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რეორგანიზებულ იქნეს ,,ხიდისთავის პროფესიული ლიცეუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 31 დეკემბრის №378 ბრძანებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ხიდისთავის პროფესიული ლიცეუმი მასთან ,,გორის პროფესიული სასწავლებლის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის    2005 წლის 4 მაისის №214 ბრძანებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის პროფესიული სასწავლებლის და ,,გორის სასოფლო-სამეურნეო კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 იანვრის №57 ბრძანებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სასოფლო-სამეურნეო კოლეჯის მიერთების გზით.“.

3. ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რეორგანიზებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს ხიდისთავის პროფესიულ ლიცეუმს და გორის სასოფლო-სამეურნეო კოლეჯს ეწოდოს ხიდისთავის პროფესიული სწავლების ცენტრი.“.

4.    ბრძანების მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ“ ქვეპუნქტი:

,,გ) ,,გორის სასოფლო-სამეურნეო კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 იანვრის №57 ბრძანება“.

5.    ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ცენტრი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ხიდისთავის პროფესიული ლიცეუმის, გორის პროფესიული სასწავლებლის და გორის სასოფლო-სამეურნეო კოლეჯის უფლებამონაცვლეს.“.

6. ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

,,5. ცენტრი ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილია დაასრულოს საშუალო პროფესიული პროგრამებით სწავლება, მათ შორის, სახელმწიფო დაფინანსებით, იმ მოსწავლეთათვის, რომლებიც ჩაირიცხნენ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.“.

7. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ნოდია