დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 957 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/11/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 164, 18/11/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.022.012.366 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.366
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №957
2008 წლის 11 ნოემბერი ქ. თბილისი
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებით (სსმ III, 01.04.2005 წ., №37, მუხლი 380) დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების 23-ე მუხლს დაემატოს მე-12 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,12. ამ დებულების 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იმ აბიტურიენტების ჩარიცხვის შესახებ, რომლებიც 2008 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დროს განხორციელებული საო-მარი მოქმედებების შედეგების გამო ვერ ახერხებენ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის _ ატესტატის ან მისი დუბლიკატის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში წარდგენას, უნდა გამოიცეს აბიტურიენტის სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის _ ატესტატის /დუბლიკატის მოთხოვნის გარეშე. ჩარიცხვის შესახებ რექტორის აქტში მითითებული აბიტურიენტებისათვის სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის _ ატესტატის/დუბლიკატის მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ 2009-2010 სასწავლო წლის დაწყების შემდეგ.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ნოდია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები