დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 12 აპრილის №1–1/584 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/2453 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/11/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/04/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.070.22.024.012.361 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.024.012.361
საქართველოს ეკონომიკური განვითარების
მინისტრის ბრძანება №1-1/2453
2008 წლის 10 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 12 აპრილის №1–1/584 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
,,ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 12 აპრილის №1–1/584 ბრძანებით (სსმ III, 12.04.2007წ., №50, მუხ. 554) დამტკიცებული ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის დებულების“ მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ“ ქვეპუნქტი:
,,ვ) საჰაერო ხომალდების ფრენის უსაფრთხოების ინსპექტირების სამმართველო – ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში სამოქალაქო ავიაციის საჰაერო ხომალდების ბაქანზე შემოწმება, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; კომპეტენციის ფარგლებში საავიაციო მოვლენების მოკვლევაში მონაწილეობის მიღება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.“.
ე. შარაშიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები