„კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივნისის №138 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word
„კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივნისის №138 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 305
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 07/11/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 162, 12/11/2008
ძალაში შესვლის თარიღი 13/11/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 14/02/2011
სარეგისტრაციო კოდი 220.020.000.18.011.012.350
  • Word
305
07/11/2008
სსმ, 162, 12/11/2008
220.020.000.18.011.012.350
„კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივნისის №138 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.020.000.18.011.012.350

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №305

2008 წლის 7 ნოემბერი

ქ. თბილისი

„კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივნისის №138 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის, 27-ე მუხლის და 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივნისის №138 ბრძანებაში „კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ (სსმ III, 04.06.2008 წ., №80, მუხლი 859) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მესამე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ეროვნულ ბანკში სარეზერვო ანგარიშზე ფაქტობრივად არსებული ნაშთის, შესაბამის მინიმალურ სავალდებულო რეზერვთან მეტობის შემთხვევაში, ზედმეტად რიცხულ თანხას ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკს უბრუნებს საკორესპონდენტო ანგარიშზე.“.

2. მესამე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დასაცავ პერიოდში აღნიშნული წესის მოთხოვნების დაცვის შემთხვევში, უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრების მინიმალურ სავალდებულო რეზერვზე ბანკს დასაცავ პერიოდში დაერიცხება პროცენტი, რომელიც განისაზღვრება ეროვნული ბანკის მიერ. დარიცხული პროცენტის ჩარიცხვა ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე მოხდება ეროვნული ვალუტით, დასაცავი პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს მეშვიდე სამუშაო დღისა, ჩარიცხვის დღისათვის არსებული ოფიციალური კურსით.“.

    მუხლი 2

ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედების საჭიროება განპირობებულია საერთაშორისო ბაზრებზე საპროცენტი განაკვეთების ცვლილების გახშირებით. ასევე, საბანკო სისტემაში ოპერაციული რისკის შემცირების მიზნით მარტივდება სარეზერვო ანგარიშებიდან ზედმეტი თანხის დაბრუნების პროცედურა.

    მუხლი 3

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 13 ნოემბრიდან.

პრეზიდენტის მოვალეობის

შემსრულებელი     დ. ამაღლობელი