,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 18 ივლისის №211 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 18 ივლისის №211 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 684
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 05/11/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 161, 07/11/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 25/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.012.349
  • Word
684
05/11/2008
სსმ, 161, 07/11/2008
120.010.000.22.026.012.349
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 18 ივლისის №211 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს თავდაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.012.349

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება 684

2008 წლის 5 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 18 ივლისის №211 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 18 ივლისის №211 ბრძანებით (სსმ III, 21.07.2006 წ., №96, მუხ. 1288) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-7 მუხლს დაემატოს ჟ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

ჟ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული შენობებისა და მათი პერიმეტრების დაცვითი ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მიერ განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცალკეული ობიექტების დაცვითი ღონისძიების განხორციელება.“.

2. მე-11 მუხლს დაემატოს კ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

კ) სამხედრო პოლიციის საბრძოლო ბატალიონი. “.

3. მე-12 მუხლს დემატოს მე-10 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

10. სამხედრო პოლიციის საბრძოლო ბატალიონის ფუნქციებია:

ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული შენობებისა და მათი პერიმეტრების დაცვითი ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მიერ განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცალკეული ობიექტების დაცვითი ღონისძიების განხორციელება;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, დანაყოფების დისლოკაციის ადგილებზე, სამხედრო ობიექტებსა და/ან მათ მიმდებარე ტერიტორიებზე, აგრეთვე საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის და სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში, გზებზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების მოწყობა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საომარი, საგანგებო ან სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში, შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად, გზების მდგომარეობისა და გამავალუნარიანობის დონის დადგენა;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საომარი მდგომარეობის დროს, სამხედრო ტყვეების (საგანგებო სიტუაციებში _ სამოქალაქო პირების) ბადრაგირება, განთავსება, სამხედრო ტყვეთა ბანაკების უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ე) საგანგებო მდგომარეობის დროს მოსახლეობის ევაკუაციის, იძულებით გადაადგილებულთა და ლტოლვილთა გადაადგილება-განთავსების ორგანიზება და უსაფრთხოება.“.

    მუხლი 2

ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები.

    მუხლი 3

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. კეზერაშვილი