,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის განათლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 23 მაისის №171 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის განათლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 23 მაისის №171 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 676
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 04/11/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 160, 06/11/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 19/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 120.170.050.22.026.012.343
  • Word
676
04/11/2008
სსმ, 160, 06/11/2008
120.170.050.22.026.012.343
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის განათლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 23 მაისის №171 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს თავდაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.170.050.22.026.012.343

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №676

2008 წლის 4 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის განათლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 23 მაისის №171 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის განათლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 23 მაისის №171 ბრძანებით (სსმ III, 01.06.2006 წ., №73, მუხ. 917) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის დამატებები:

1. IV თავის მე-13 მუხლს დაემატოს „ი“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ი) დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების განყოფილება.“.

2. IV თავის მე-18 მუხლს დაემატოს მე-9 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„9. დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების განყოფილება:

ა) დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სისტემის განხორციელების პროცესისა და პროცედურების წარმართვა და ხელმძღვანელობა;

ბ) დეპარტამენტის განვითარების ძირითადი და ალტერნატიული პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა;

გ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სახელმძღვანელოს მოთხოვნების შესაბამისად განსახორციელებელი პროგრამების პრიორიტეტულობის დადგენა და ხელმძღვანელობისათვის რეკომენდაციების მომზადება;

დ) დეპარტამენტის განვითარების ძირითადი და ალტერნატიული პროგრამების ანალიზი შეიარაღებული ძალებისთვის „თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცებული, თავდაცვის დაგეგმვის სტრატეგიული და უწყებრივი დონის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული აუცილებელი სამხედრო შესაძლებლობების შენარჩუნების, გაუმჯობესებისა ან ჩამოყალიბების მიზნით;

ე) დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სისტემის განხორციელების პროცესში დეპარტამენტის განვითარების, ერთიანი ძირითადი პროგრამის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა, პერიოდული შეფასება, განხორციელების მონიტორინგი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ვ) დეპარტამენტის ბიუჯეტის შედგენის პროცესში მონაწილეობის მიღება.“.

    მუხლი 2

ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები, ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფი.

    მუხლი 3

ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 დ. კეზერაშვილი