დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 აგვისტოს №664 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 915 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/10/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 160, 06/11/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/04/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.022.012.326 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.326
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №915
2008 წლის 31 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 აგვისტოს №664 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1.
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 აგვისტოს №664 ბრძანებით დამტკიცებულ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდებაში (სსმ III, 20.08.2007 წ., №117, მუხ. 1286) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-13 მუხლის მე-5 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ-ციით:
,,5. შესაბამისი ბრძანებით სამსახურში იღებს და ათავისუფლებს მასწავლებელთა და ამ წესდების 59-ე მუხლის მე-6 პუნქტითა და 591 მუხლით გათვალისწინებულ პერსონალს და დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.“;
ბ) წესდების 54-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:
,,9. ამ მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტები არ გამოიყენება ისეთ ახალდაფუძნებულ ფაკულტეტზე კონკურსის გამოცხადებისას, სადაც არ არის არჩეული ფაკულტეტის საბჭო. ასეთ ფაკულტეტზე კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ცხადდება და ტარდება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით.“;
გ) 59-ე მუხლიდან ამოღებულ იქნას მე-8 – მე-12 პუნქტები;
დ) წესდებას დაემატოს შემდეგი რედაქციის 591 მუხლი:
„მუხლი 591. კვლევითი პერსონალი
1. უნივერსიტეტის კვლევითი პერსონალი შედგება მკვლევარებისაგან.
2. მკვლევარების შემადგენლობას მიეკუთვნება მკვლევარი, ასოცირებული მკვლევარი და ასისტენტ- მკვლევარი.
3. მკვლევარები მონაწილეობენ ან/და წარმართავენ მეცნიერულ კვლევებს და, თუკი ეს კონტრაქტის პირობებითაა განსაზღვრული, აგრეთვე მონაწილეობენ სასწავლო პროცესის წარმართვაში.
4. მკვლევარის თანამდებობის დაკავება ხდება ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს კვლევითი პროგრამა და ამ პროგრამის ბიუჯეტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არ შედის უნივერსიტეტში ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლების გადასახადით შედგენილ ასიგნებებში.
5. მკვლევარის და ასოცირებული მკვლევარის თანამდებობის დაკავება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი კანდიდატს აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ან სამეცნიერო ხარისხი.“;
ე) წესდებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 601 მუხლი:
„მუხლი 601 სტუმარი პროფესორი
1. სტუმარი პროფესორი არის მეცნიერი, რომელიც მუდმივად მუშაობს სხვა უნივერსიტეტში, ინსტიტუტში ან/და სამეცნიერო ცენტრში და მოწვევის შემთხვევაში კითხულობს ლექციებს უნივერსიტეტში სწავლების ამა თუ იმ საფეხურზე და კონსულტაციას უწევს პროფესორებს, დოქტორანტებსა და მაგისტრანტებს მიმდინარე კვლევებში და/ან უშუალოდ მონაწილეობს ფაკულტეტის კვლევით საქმიანობაში.
2. სტუმარი პროფესორის ლექციები უნდა შედიოდეს ფაკულტეტის სასწავლო გეგმაში.
3. სტუმარი პროფესორის სტატუსის მინიჭება ხდება ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით.
4. სტუმარი პროფესორის ანაზღაურება უტოლდება სრული პროფესორის ანაზღაურებას და გამოითვლება იმ დროის პროპორციულად, რომელსაც სტუმარი პროფესორი ხარჯავს ლექციების კითხვისას და კონსულტირებისას.
5. სტუმარი პროფესორის ანაზღაურება ხდება ფაკულტეტის და/ან უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან.
6. უნივერსიტეტის ბიუჯეტში, წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ცალკე უნდა აისახოს სტუმარი პროფესორების შრომის ანაზღაურების და განთავსების ხარჯები, რომლის განაწილებას ახორციელებს აკადემიური საბჭო ფაკულტეტებიდან შემოსული განცხადებების საფუძველზე.
7. სტუმარი პროფესორის მოწვევის შესახებ დამატებითი პირობები შეიძლება განსაზღვროს უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ. ამ პირობებს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
8. თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღწერილი ვითარების შემთხვევაში, წლის ბოლომდე ფაკულტეტი ვერ აითვისებს სტუმარ პროფესორებზე განსაზღვრულ თანხებს, თანხა დაბრუნდება უნივერსიტეტის ბიუჯეტში.“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გ. ნოდია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები