დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შექმნის და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 28 მარტის №317 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 816 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/10/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 158, 03/11/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/03/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.320.010.22.033.012.324 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.012.324
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №816
2008 წლის 27 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შექმნის და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 28 მარტის №317 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შექმნის და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 28 მარტის №317 ბრძანებით (სსმ III, 31.03.08, №48, მუხ. 552) დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. აღმოსავლეთის მთავარი სამმართველო
აღმოსავლეთის მთავარი სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) თელავის, რუსთავის და ახალციხის რეგიონალურ ცენტრებში (საგადასახადო ინსპექციებში) და გორის და ცხინვალის საგადასახადო ინსპექციებში აღრიცხვაზე მყოფი გადასახადის გადამხდელების საგადასახადო შემოწმების მიზნით:
ა.ა) გეგმური გასვლითი საგადასახადო შემოწმების გეგმის შესრულება;
ა.ბ) საგადასახადო შემოწმების წინასწარი მომზადება;
ა.გ) საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით კამერალური და გასვლითი (მათ შორის საკონტროლო) საგადასახადო შემოწმებების ჩატარება;
ა.დ) საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში საგადასახადო შემოწმების აქტების შედგენა, შემოწმების აქტის საფუძველზე განხილვის ოქმისა და გადაწყვეტილების პროექტის მომზადება და გადაწყვეტილების მისაღებად დეპარტამენტის უფროსისათვის/მოადგილისათვის წარდგენა;
ა.ე) დანაშაულის ნიშნების არსებობისას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სათანადო მასალების შესაბამისი საგამოძიებო ორგანოსათვის გადაცემის უზრუნველყოფა;
ა.ვ) საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ქმედებების განხორციელება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი ოქმების შედგენის უზრუნველყოფა და კონტროლის, დაგეგმვის და იურიდიულ საკითხთა მთავარი სამმართველოსათვის შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ გადაცემა;
გ) საგადასახადო შემოწმებებთან დაკავშირებით შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
დ) დეპარტამენტის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.“.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 5 ნოემბრიდან.
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები