,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №66 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №66 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 247
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 29/10/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 157, 29/10/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 08/04/2009
სარეგისტრაციო კოდი 010.320.030.22.027.012.321
  • Word
247
29/10/2008
სსმ, 157, 29/10/2008
010.320.030.22.027.012.321
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №66 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.030.22.027.012.321

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №247

2008 წლის 29 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №66 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №66 ბრძანებით (სსმ III, 2001 წ., №12, მუხ. 120) დამტკიცებული დებულების დანართი №4 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დანართი №4

აღსრულების ეროვნული ბიურო

1. ბიუროს თავმჯდომარე – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი.

2. თავმჯდომარის მოადგილე – იუსტიციის უფროსი მრჩეველი.

3. თავმჯდომარის თანაშემწე, თავმჯდომარის რეფერენტი, თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე, მრჩეველი – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი.

4. ადმინისტრაციის უფროსი, სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი – იუსტიციის მრჩეველი.

5. სპეციალისტი, ბუღალტერი, არქივარიუსი – I კლასის იურისტი.

6. საგამოძიებო სამმართველოს უფროსი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი.

7. საგამოძიებო სამმართველოს განყოფილების უფროსი – იუსტიციის მრჩეველი.

8. საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელი – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი.

9. საგამოძიებო სამმართველოს განყოფილების სპეციალისტი – II კლასის იურისტი.

10. აღსრულების პოლიციის სამმართველოს უფროსი – იუსტიციის პოლკოვნიკი.

11. აღსრულების პოლიციის სამმართველოს განყოფილების უფროსი – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი.

12. აღსრულების პოლიციის სამმართველოს ჯგუფის უფროსი – იუსტიციის მაიორი.

13. აღსრულების პოლიციის სამმართველოს აღსრულების პოლიციელი – იუსტიციის კაპიტანი.

აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოები – სააღსრულებო ბიუროები

1. ბიუროს უფროსი – უფროსი აღამასრულებელი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი.

2. ბიუროს უფროსის მოადგილე – იუსტიციის მრჩეველი.

3. ჯგუფის უფროსი, აღამასრულებელი, კანცელარიის მთავარი სპეციალისტი – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი.

4. კანცელარიის სპეციალისტი – II კლასის იურისტი.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 31 ოქტომბრიდან.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი                        ზ. თავაძე