,,ნოტარიუსების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 27 ივლისის №93 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,ნოტარიუსების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 27 ივლისის №93 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
მიღების თარიღი 27/10/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 151, 03/11/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 20/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 170.050.000.19.012.012.319
  • Word
9
27/10/2008
სსმ, 151, 03/11/2008
170.050.000.19.012.012.319
,,ნოტარიუსების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 27 ივლისის №93 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
,,ნოტარიუსების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 27 ივლისის №93 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 170.050.000.19.012.012.319

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის

ბრძანება 9

2008 წლის 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ნოტარიუსების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 27 ივლისის №93 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მეოთხე პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 27 ივლისის №93 ბრძანებით დამტკიცებულ „ნოტარიუსების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებაში (სსმ III, 2004წ., №79, მუხ. 698) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წინამდებარე დებულება შემუშავებულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 23 აგვისტოს №483 ბრძანებულების, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.“;

ბ) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უკანონო შემოსავალი – პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება;“;

გ) მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საეჭვო გარიგება – გარიგება (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა და გარიგების სახისა), რომელზედაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების მიზნით (ეჭვს იწვევს გარიგების მონაწილე პირი ან გარიგების თანხის წარმოშობა, ან არსებობს სხვა საფუძველი, რომლის გამოც იგი შეიძლება მიჩნეულ იქნეს საეჭვოდ), ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი შე-ტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ, ან რომ მისი მონაწილე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან ითვალისწინებს თანხის გადარიცხვას ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან;“;

დ) მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) პირის იდენტიფიკაცია – პირის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იძლევა პირის მოკვლევისა და მისი სხვა პირებისგან გამორჩევის საშუალებას;“;

ე) მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონა – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარდგინებით საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. აღნიშნული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონად მიიჩნევა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ან, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მითითებულ ზონაში მოქმედებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმი;“;

ვ) ამოღებულ იქნეს მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი;

ზ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები:

„მ) ბენეფიციარი მესაკუთრე – ფიზიკური პირი (პირები), რომელიც წარმოადგენს იურიდიული პირის საბოლოო მფლობელს (მფლობელებს) ან მაკონტროლებელ პირს (პირებს);    

ნ) კონტროლი – პირდაპირ თუ არაპირდაპირ, უშუალოდ თუ სხვებთან ერთად, ხმის უფლების მქონე აქციების (წილის, პაის) გამოყენებით თუ სხვა გზით ზეგავლენის მოხდენა;

ო) მაკონტროლებელი პირი – კონტროლის განმახორციელებელი პირი;

პ) უჩვეულო გარიგება – რთული, უჩვეულოდ დიდი გარიგება, აგრეთვე გარიგებათა ტიპი, რომელსაც არ აქვს აშკარა ეკონომიკური (კომერციული) შინაარსი ან აშკარა კანონიერი მიზანი, არ შეესაბამება გარიგების მონაწილე პირის ჩვეულებრივ საქმიანობას;“;

თ) მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ დებულების მიზნებისათვის, მონიტორინგს ექვემდებარება პირის მიერ დადებული ან შესრულებული (თუ ნოტარიუსისთვის ამ გარიგების შესახებ ცნობილი გახდა მისი შესრულების შემდეგ) გარიგება ან/და გარიგების (მისი თანხის) დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებულ გარიგებათა ერთობლიობა, თუ:

ა) გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში) როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში; ან

ბ) გარიგება საეჭვოა ამ დებულების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა).

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარიგებების გარდა მონიტორინგს ექვემდებარება ნებისმიერი სახის გარიგება (მიუხედავად თანხის ოდენო-ბისა), თუ არსებობს ვარაუდი, რომ რომელიმე მისი მონაწილე პირი დაკავშირებულია ან შესაძლოა დაკავშირებული იყოს ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშეწმყობ პირებთან ან/და გარიგებაში მონაწილე ფულადი სახსრები, მიუხედავად იმისა კანონიერი თუ უკანონო გზით იქნა იგი მოპოვებული, შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერო-რისტების მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ. ტერორისტი და ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.“;

ი) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:

„31. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ნოტარიუსმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს უჩვეულო გარიგებებს, შესაძლებლობის ფარგლებში შეისწავლოს ასეთი გარიგების დადების მიზანი და საფუძველი და წერილობით დააფიქსიროს მიღებული შედეგები.

32. ნოტარიუსი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე თავად განსაზღვრავს მასთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირის გარიგების უჩვეულო გარიგებისთვის მიკუთვნების პრინციპებს“;

კ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნოტარიუსი ვალდებულია მოახდინოს თავისი ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება (დადებულია) მესამე პირის სასარგებლოდ) იდენტიფიკაცია, როდესაც:

ა) გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება 3000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში);

ბ) გარიგება არის საეჭვო გარიგება ამ დებულების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“;

ლ) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებში ნოტარიუსი ვალ-დებულია უარი განაცხადოს სანოტარო მომსახურების შესრულებაზე. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ნოტარიუსის მიერ ვერ ხერხდება პირის (კლიენტის) იდენტიფიკაცია, რაც ნოტარიუსის მიერ მიჩნეული იქნება საეჭვოდ და ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევაში ნოტარიუსი ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ანგარიშგების შესაბამისი სპეციალური ფორმა, მის ხელთ არსებული მასალები და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია ამ გარიგების და მისი მონაწილე პირე-ბის შესახებ.“;

მ) მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. იდენტიფიკაციისთვის საჭირო დოკუმენტებია:

ა) თუ ფიზიკური პირი საქართველოს მოქალაქეა – პირადობის მოწმობა ან პასპორტი, ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სათანადო მონაცემებს, ხოლო, თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე – აგრეთვე მისი რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) თუ ფიზიკური პირი უცხო სახელმწიფოს მოქალაქეა – შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული პასპორტი ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სათანადო მონაცემებს;

გ) რეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში (აგრეთვე, იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს) – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი აქტი მისი შექმნის შესახებ ან/და ამონა-წერი სამეწარმეო (სხვა შესაბამისი) რეესტრიდან და პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები, რომლებიც უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით ლეგალიზებული და უნდა იძლეოდეს არარეზიდენტი იურიდიული პირის შექმნისა და მის წარმომადგენელზე (წარმომადგენლებზე) შესაბამისი უფლებამოსილების დადასტურების საშუალებას.“;

ნ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. ნოტარიუსმა უნდა მიიღოს გონივრული ზომები მასთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირის ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობის დადგენისა და გადამოწმების მიზნით. ბენეფიციარი მესაკუთრის მიმართ უნდა გატარდეს ფიზიკური პირის მსგავსი საიდენტიფიკაციო პროცედურები.“;

ო) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 7. ნოტარიუსის ვალდებულებანი გარიგების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვასთან დაკავშირებით

1. ნოტარიუსი ვალდებულია პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) შეინახოს სანოტარო მოქმედების შესრულებიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, ასევე გარიგების შესახებ სხვა ინფორმაცია (დოკუმენტები) და ამ დებულების მე-3 მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული ჩანაწერები – გარიგების დამოწმების (დადასტურების) დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტებისა და მე-3 მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული. ამასთან, ინფორმაცია უნდა იყოს შენახული როგორც დოკუმენტური, ასევე ელექტრონული სახით.

2. გარიგების შესახებ, მათ შორის, პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) ინახება ორიგინალის სახით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ასლების სახით.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაციის გარდა, აგრეთვე 6 წლის ვადით (თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე) ინახება „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლისა და ამ დებულების მე-8 მუხლის შესაბამისად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენილი ანგარიშგების ფორმების (ნაბეჭდი და ელექტრონული სახით) ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ეგზემპლარები.

4. ნოტარიუსის მიერ შენახული ინფორმაცია (დოკუმენტები) სრულად უნდა ასახავდეს შესრულებულ ოპერაციას და/ან გარიგებას და მის მონაწილე პირებს. გარდა ამისა, იგი უნდა იყოს აღრიცხული, სისტემატიზირებული და შენახული იმგვარად, რომ საჭიროების შემთხვევაში (მათ შორის, საზედამხედველო ორგანოებისთვის მათი სწრაფად წარდგენის, ასევე სისხლისსამართლებრივი დევნისას მტკიცებულებების სახით გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში) შესაძლებელი იყოს მისი მოძიება და ამოღება უმოკლეს ვადაში.

5. ინფორმაცია (დოკუმენტები) უნდა იყოს შენახული იმგვარად, რომ მასზე წვდომის შესაძლებლობა ჰქონდეს მხოლოდ ნოტარიუსსა და მოქმედი კანონმდებლობით უფლებამოსილ პირებს.“;

პ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, ნოტარიუსი ვალდებულია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს მიაწოდოს ცნობები წერილობითი და ელექტრონული ფორმით ზემოაღნიშნული კანონის მე-5 მუხლითა და ამ დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრულ მონი-ტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებებთან დაკავშირებით, ასევე არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების უტყუარობაში ნოტარიუსის მხრიდან ეჭვის გაჩენის შემთხვევაში.“;

ჟ) მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თუ გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს, ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში – გარიგების დადებიდან ან შესრულებიდან (ან ასეთი გარიგების, გარიგებათა ერთობლიობის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან) არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა;

ბ) თუ გარიგება ან საიდენტიფიკაციო მონაცემები მიჩნეულია საეჭვოდ ან არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ გარიგება წარმოადგენს დანაწევრების მიზნით განხორციელებული გარიგებების ერთობლიობის შემადგენელ ნაწილს – შესაბამისი ეჭვის ან ვარაუდის წარმოშობიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა;

გ) თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტი ან ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან ან/და გარიგებაში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ – შესაბამისი ინფორმაციის მიღების დღესვე. ამასთან, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ანგარიშგების ფორმასთან ერთად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა მიეწოდოს ნოტარიუსის ხელთ არსებული ყველა სათანადო მასალა და დოკუმენტი.“;

რ) მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ანგარიშგების სპეციალური ფორმის ნაბეჭდი სახით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდება ხდება საიმედოდ დაბეჭდილი კონვერტით, ნოტარიუსის მიერ პირადად ან უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ (ამ უკანასკნელს კონვერტი გადაეცემა დაბეჭდილი და მას არა აქვს უფლება იცოდეს მისი შინაარსი), ან ფოსტის საშუალე-ბით შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს მისი გამომგზავნი ნოტარიუსის სახელი, გვარი და მისამართი, ადრესატი („საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური“), მისი მისამართი – 0105, საქართველო, ქ. თბილისი, გ. ლეონიძის ქ. №3/5 და გრიფი „კონფიდენციალური“;

ს) მე-8 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ინფორმაცია მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ (მათ შორის, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში) უნდა მიეწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ტელეფონისა და ფაქსის შემდეგ ნომერზე: ტელეფონი/ფაქსი: (+995 32) 31 27 03.“;

ტ) მე-8 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ანგარიშგების სპეციალური შევსებული ფორმა უნდა დაიბეჭდოს ორ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეული უნდა დამოწმდეს ნოტარიუსის ხელმოწერით და ბეჭდით. ფორმის ერთი ეგზემპლარი წარედგინება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ხოლო მეორე რჩება ნოტარიუსს და ექვემდებარება შენახვას არანაკლებ 6 წლის განმავლობაში.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

მ. როინიშვილი