,,2008 წლის გამოშვების 10 ლარისა და 50 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე“

  • Word
,,2008 წლის გამოშვების 10 ლარისა და 50 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
მიღების თარიღი 27/10/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 156, 28/10/2008
სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.11.004.012.317
  • Word
13
27/10/2008
სსმ, 156, 28/10/2008
220.090.000.11.004.012.317
,,2008 წლის გამოშვების 10 ლარისა და 50 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე“
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.11.004.012.317

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №13

2008 წლის 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

2008 წლის გამოშვების 10 ლარისა და�� 50 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე

�საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ� საქართველოს ორგანული კანონის 33-ე, 35-ე მუხლებისა და 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:

��� მუხლი 1�

2008 წლის 28 ოქტომბრიდან მიმოქცევაში გაშვებულ იქნეს 2008 წლის გამოშვების 10 ლარისა და 50 ლარის ნომინალის ბანკნოტები, როგორც კანონიერი საგადამხდელო საშუალება, შესაბამისად 2007 და 2004 წლების გამოშვების იმავე ნომინალის ბანკნოტების იდენტური აღწერილობისა და დამცავი ნიშნების მიხედვით. ახალი ემისიის ბანკნოტებზე შეცვლილია მხოლოდ გამოშვების წელი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ხელმოწერები, ხოლო ხელმოწერების ზემოთ მითითებული წარწერების �ეროვნული ბანკის პრეზიდენტი� და �ფინანსთა მინისტრი� ნაცვლად, დატანილია წარწერები, შესაბამისად, �ეროვნული ბანკი� და �ფინანსთა სამინისტრო�.

��� მუხლი 2�

2008 წლის გამოშვების 10 ლარისა და 50 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაში იმოძრავებს იმავე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად.

��� მუხლი 3

საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი ვალდებულია შეუფერხებლად მიიღოს აღნიშნული ნომინალის ბანკნოტები და აწარმოოს ანგარიშსწორება.

��� მუხლი 4

ამ დადგენილების დაუყოვნებლივ ამოქმედება საჭიროა 10 ლარისა და 50 ლარის ნომინალის ბანკნოტებზე მიმოქცევის მოთხოვნის შეუფერხებელი დაკმაყოფილების აუცილებლობიდან გამომდინარე.

��� მუხლი 5

ეს დადგენილება ამოქმედდეს 2008 წლის 28 ოქტომბრიდან.

თავმჯდომარის მოვალეობის

შემსრულებელი� დ. ამაღლობელი