,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცხინვალის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1216 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცხინვალის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1216 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 812
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/10/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 157, 29/10/2008
ძალაში შესვლის თარიღი 05/11/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 31/07/2009
სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.012.316
  • Word
812
27/10/2008
სსმ, 157, 29/10/2008
200.010.000.22.033.012.316
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცხინვალის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1216 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.012.316

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №812

2008 წლის 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცხინვალის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1216 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცხინვალის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1216 ბრძანებაში (სსმ III, 20.11.07წ., №163, მუხლი 1793) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცხინვალის საგადასახადო ინსპექციის შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ“;

2. ბრძანების პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – შემოსავლების სამსახურის სისტემაში შეიქმნას ტერიტორიული ორგანო ცხინვალის საგადასახადო ინსპექცია.

2. დამტკიცდეს ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცხინვალის საგადასახადო ინსპექციის დებულება“.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცხინვალის საგადასახადო ინსპექციის სამოქმედო ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

3. ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცხინვალის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულება“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 5 ნოემბრიდან.

ნ. გილაური

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცხინვალის საგადასახადო ინსპექციის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. ცხინვალის საგადასახადო ინსპექციის სტატუსი

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) ცხინვალის საგადასახადო ინსპექცია (შემდგომში – ინსპექცია) წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) განსაზღვრულ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყოფს საგადასახადო კანონმდებლობის დაცვაზე და შესრულებაზე სახელმწიფო კონტროლს, როგორც საგადასახადო ორგანო.

2. ინსპექციის საქმიანობის მართვას და ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

3. ინსპექციას აქვს დადგენილი ნიმუშის ბეჭედი.

4. ინსპექციის დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

5. ინსპექციის ადგილსამყოფელია სოფელი ქურთა.

    მუხლი 2. ინსპექციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი

ინსპექციის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის სამართლებრივი აქტები, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და სხვა სამართლებრივი აქტები.

    მუხლი 3. ინსპექციის ურთიერთობა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან

1. ინსპექცია თავის მოვალეობას ასრულებს დამოუკიდებლად და საჭიროებისამებრ თანამშრომლობს სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან.

2. ინსპექციას უფლება აქვს სამსახურებრივი მიზნებისათვის სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან უსასყიდლოდ მიიღოს მონაცემები, ცნობები, დოკუმენტები და სხვა საჭირო ინფორმაცია.

თავი II

ინსპექციის საქმიანობის სფერო და ამოცანები

    მუხლი 4. ინსპექციის ამოცანა

ინსპექციის ამოცანაა თავის სამოქმედო ტერიტორიაზე, კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფა, რომელსაც იგი ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით.

    მუხლი 5. ინსპექციის საქმიანობის სფერო

ინსპექცია საკუთარი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში, დადგენილი წესით ახორციელებს ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მეწარმე სუბიექტების და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ფილიალების (წარმომადგენლობების) სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციას, გადასახადის გადამხდელთა, მათ შორის, უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივი დაწესებულების საგადასახადო აღრიცხვას (რეგისტრაციას), ორგანიზაციებისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას, გადამხდელთა მომსახურებას, მონაცემთა დამუშავებას, საგადასახადო კონტროლს, საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, გადასახადების ადმინისტრირებას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

თავი III

ინსპექციის სტრუქტურა, ხელმძღვანელობის ორგანიზება, ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობები

    მუხლი 6. ინსპექციის სტრუქტურა

1. ინსპექციის სტრუქტურას ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს საქართველოს ფინანსთა მინისტრს, შემოსავლების სამსახურის უფროსის წარდგინებით.

2. ინსპექცია შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:

ა) ადმინისტრაცია;

ბ) გადამხდელთა მომსახურების ცენტრი (განყოფილება);

გ) გადასახადების ადმინისტრირების განყოფილება.

    მუხლი 7. ინსპექციის ხელმძღვანელობის ორგანიზება და თანამდებობის პირთა დანიშვნის წესი

1. ინსპექციას ხელმძღვანელობს ინსპექციის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი შემოსავლების სამსახურის უფროსის წარდგინებით.

2. ინსპექციის სხვა საჯარო მოსამსახურეებს ინსპექციის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

3. ინსპექციის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) იღებს გადაწყვეტილებებს, მოქმედებს ინსპექციის სახელით, წარმოადგენს ინსპექციას სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან ურთიერთობაში;

ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებების, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას;

გ) იღებს გადაწყვეტილებებს საგადასახადო შემოწმების მასალების და სხვა სათანადო ინფორმაციის საფუძველზე გადასახადების, სანქციების (ჯარიმების) დარიცხვის შესახებ;

დ) იღებს გადაწყვეტილებებს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე საგადასახადო სანქციის (ჯარიმის) დარიცხვის თაობაზე;

ე) ახორციელებს ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას. საჭიროების შემთხვევაში, საგადასახადო კანონმდებლობით საგადასახადო ორგანოებისათვის დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის და ინსპექციის საჯარო მოხელეთა მიერ კონკრეტული ფუნქციის შესრულების თაობაზე;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად წარადგენს წინადადებებს ინსპექციის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ზ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

თ) ანგარიშვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის წინაშე.

თავი IV

ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები

    მუხლი 8. ადმინისტრაცია

ადმინისტრაცია:

ა) აწარმოებს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ბუღალტრულ აღრიცხვას;

ბ) აწარმოებს საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების აღრიცხვასა და კომპეტენციით განსაზღვრულ საკადრო საქმიანობას;

გ) უზრუნველყოფს საკომუნიკაციო და საკორესპონდენტო პროცესის კონტროლს;

დ) უზრუნველყოფს არქივის წარმოებას.

    მუხლი 9. გადამხდელთა მომსახურების ცენტრი (განყოფილება)

1. გადამხდელთა მომსახურების ცენტრი (განყოფილება) გადასახადის გადამხდელთა რეგისტრაციის უზრუნველყოფის მიზნით:

ა) ახორციელებს გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვას (ანიჭებს გადასახადის გადამხდელებს საიდენტიფიკაციო ნომრებს);

ბ) გადასახადის გადამხდელებზე გასცემს რეგისტრაციისათვის აუცილებელ სარეგისტრაციო ფორმებს;

გ) ახორციელებს ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მეწარმე სუბიექტების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ფილიალების (წარმომადგენლობების) სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციას, უზრუნველყოფს სამეწარმეო და სახელმწიფო რეესტრების წარმოებას და რეესტრის ამონაწერების გაცემას;

დ) ამყარებს ურთიერთობას სახელმწიფო რეგისტრაციის განმახორციელებელ სხვა ორგანოებთან;

ე) ახდენს დღგ-ის გადამხდელთა რეგისტრაციას;

ვ) აწარმოებს საკონტროლო-სალარო აპარატების რეგისტრაციას;

ზ) აწარმოებს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელისათვის სავალდებულოდ საწარმოებელი და საგადასახადო ორგანოში დასარეგისტრირებელი ფორმების/დოკუმენტების რეგისტრაციას/აღრიცხვას;

თ) ახორციელებს ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებას, შესაბამისი მოწმობის გაცემას და საქველმოქმედო ორგანიზაციის რეესტრის წარმოებას;

ი) უზრუნველყოფს ამ პუნქტის ,,ა“, ,,გ“, ,,ე-თ“ ქვეპუნქტებში მითითებული მონაცემების ელექტრონული ვერსიის შექმნას.

2. გადამხდელთა მომსახურების ცენტრი (განყოფილება) გადასახადის გადამხდელთა მონაცემების დამუშავების უზრუნველსაყოფად:

ა) აწარმოებს საგადასახადო დეკლარაციებისა და გაანგარიშებების მიღებას, ამოწმებს აღნიშნულ დოკუმენტებზე მითითებულ საინდენტიფიკაციო ნომერს, ფორმებში მითითებული რეკვიზიტების სისრულეს;

ბ) დადგენილი წესით იღებს ინფორმაციებს ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის გადამხდელების შესახებ და უზრუნველყოფს გადასახადების მონაცემების კომპიუტერებში შეტანას;

გ) სანდო ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ცნობილია ინსპექციისათვის სათანადო წესით გაფორმებული დასკვნის საფუძველზე ახორციელებს სავარაუდო დარიცხვას;

დ) აწარმოებს საგადასახადო დეკლარაციების, სხვა ანგარიშგების ფორმების და კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მონაცემების შეტანას მონაცემთა დამუშავების კომპიუტერულ ბაზაში;

ე) დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურების დამუშავების შედეგად გამოვლენილი დარღვევების მიხედვით წარმოუდგენელი (წარმოდგენილი) დეკლარაციების ან ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით ამზადებს წინადადებებს სავარაუდო დარიცხვის შესახებ. გაყალბებული დოკუმენტების მიხედვით განხორციელებულ ოპერაციებზე ამზადებს მასალებს და რეაგირებისათვის გადასცემს სათანადო ორგანოს;

ვ) დადგენილი წესით ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან იღებს ინფორმაციებს გადასახადის გადამხდელთა მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ და უზრუნველყოფს მათ მონაცემთა დამუშავების კომპიუტერულ ბაზაში შეტანას და სათანადო დამუშავებას;

ზ) სახაზინო დაწესებულებებიდან იღებს ინფორმაციას გადასახადის გადამხდელების მიერ შესაბამის ბიუჯეტებში ჩარიცხული გადასახადების შესახებ და უზრუნველყოფს აღნიშნული მონაცემების კომპიუტერებში შეტანას;

თ) დადგენილი წესის მიხედვით აწარმოებს გადასახადის გადამხდელების ბარათებზე საგადასახადო კანონმდებლობით დაწესებული გადასახადების დარიცხვას და აღრიცხვას გადასახადების სახეების მიხედვით;

ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფორმით ამზადებს ,,საგადასახადო მოთხოვნის“ პროექტებს ინსპექციის უფროსის მიერ მათზე ხელმოწერისათვის;

კ) ადგენს შემოსავლების სამსახურის მიერ დაწესებული სტატისტიკური და ფაქტობრივი შემოსავლებისა და ვადაგადაცილებული დავალიანებების შესახებ ანგარიშებს;

ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში უზრუნველყოფს გადამხდელთა სხვადასხვა გადასახადების ბარათებზე არსებული ზედმეტობების გადატანას სხვა გადასახადების ანგარიშში ან მათ დაბრუნებას გადამხდელთათვის.

3. გადამხდელთა მომსახურების ცენტრი (განყოფილება) გადასახადის გადამხდელთა მომსახურების მიზნით:

ა) აწარმოებს გადამხდელთა საქმეებს, უზრუნველყოფს ინფორმაციის შეკრებას, სისტემატიზაციას და გადასცემს ადმინისტრაციას;

ბ) განიხილავს გადასახადის გადამხდელების განცხადებებს საგადასახადო დეკლარაციების წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესახებ;

გ) უზრუნველყოფს გადასახადის გადამხდელებთან ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხებზე შედარების აქტების გაფორმებას;

დ) უწევს კონსულტაციებს გადასახადის გადამხდელებს საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით;

ე) აწვდის გადასახადის გადამხდელებს ინფორმაციას საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით;

ვ) უზრუნველყოფს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გადასახადის გადამხდელზე/საგადასახადო აგენტზე ან სხვა ვალდებულ პირზე ამონაწერის გადაცემას საგადასახადო ვალდებულებების ცვლილებებისა და შესრულების მდგომარეობის შესახებ;

ზ) უზრუნველყოფს გადამხდელებს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით და კანონმდებლობით დადგენილი სხვა მკაცრი აღრიცხვის ფორმებით, დეკლარაციებით და უწევს შესაბამის მომსახურებას დეკლარაციის მიღებასთან დაკავშირებით;

თ) უზრუნველყოფს საგადასახადო დავალიანებების (მათ შორის ქონების გადასახადზე) არარსებობის შესახებ ცნობების გაცემას;

ი) საბანკო დაწესებულებებიდან იღებს კანონმდებლობით დადგენილ ინფორმაციას და ახორციელებს შესაბამისი ცნობების გაცემას;

კ) უზრუნველყოფს ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებებთან დაკავშირებული ცნობების გაცემას;

ლ) უზრუნველყოფს საჯარო მოსამსახურეთა ქონებრივი დეკლარაციების ფორმების გაცემას, შევსებული ფორმების მიღებას და მათი შენახვის ორგანიზებას.

    მუხლი 10. გადასახადების ადმინისტრირების განყოფილება

1. გადასახადების ადმინისტრირების განყოფილება საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით:

ა) ახორციელებს საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს გადამხდელის ქონების მიმართ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენებით, მესამე პირის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე გადახდევინების მიქცევით, ქონებაზე ყადაღის დადებით, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციით, საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხების ჩამოწერით, გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულადი სახსრების ამოღებით და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებებით;

ბ) სწავლობს საგადასახადო ვალდებულების ვადის შეცვლის, ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის და გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებულ საკითხებს და შესაბამის წინადადებებს წარუდგენს ინსპექციის ხელმძღვანელობას.

2. გადასახადების ადმინისტრირების განყოფილება გადასახადის გადამხდელის მიმდინარე კონტროლისა და მის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით:

ა) აწესებს კონტროლს გადასახადების გადამხდელების მიერ გადასახადების სრულ და დროულ გადახდაზე; ახორციელებს ღონისძიებებს იმ გადასახადის გადამხდელთა გამოვლენის მიზნით, რომლებიც თავს არიდებენ გადასახადების გადახდას;

ბ) აგროვებს და აანალიზებს ინფორმაციას შემოსავლებისა და გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების შესახებ;

გ) ახდენს სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე მომუშავე პირთა გამოვლენას, უზრუნველყოფს საგადასახადო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგენას;

დ) ინსპექციის სამოქმედო ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ფარგლებში ახორციელებს საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენებასთან დაკავშირებულ ზედამხედველობას;

ე) ახორციელებს გადასახადის გადამხდელის საქმიანობის გამოკვლევას ქრონომეტრაჟის ჩატარებით, საკონტროლო შესყიდვით, გადასახადის გადამხდელის ტერიტორიებისა და შენობა-ნაგებობების დათვალიერებით და ინვენტარიზაციით;

ვ) ახორციელებს საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი გადამხდელების მიერ აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის წარმოების, მიწოდების დარღვევის ფაქტების გამოვლენას;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.