დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/2377 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/10/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 159, 04/11/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/04/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.310.000.22.024.012.312 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.310.000.22.024.012.312
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ბრძანება №1–1/2377
2008 წლის 24 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებულ დებულების (სსმ III, 2008 წ., №53, მუხ. 610) მე-3 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბეს შემდეგი რედაქციით:
„11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ინფორმაცია პირველი განაცხადის შემოტანის, საბუთების მიღების ბოლო ვადისა და აუქციონის ჩატარების თარიღის შესახებ ქვეყნდება ცენტრალურ პრესაში.“
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ე. შარაშიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები