,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის პეტრე ჯაფარიძის სამედიცინო კოლეჯის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – თბილისის პოლიტექნიკური პროფესიული სწავლების ცენტრთან მისი მიერთების შესახებ“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 885
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 22/10/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 156, 28/10/2008
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.303
  • Word
885
22/10/2008
სსმ, 156, 28/10/2008
040.030.000.22.022.012.303
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის პეტრე ჯაფარიძის სამედიცინო კოლეჯის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – თბილისის პოლიტექნიკური პროფესიული სწავლების ცენტრთან მისი მიერთების შესახებ“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.303

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის ბრძანება №885

2008 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის პეტრე ჯაფარიძის  სამედიცინო კოლეჯის  რეორგანიზაციისა და  საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – თბილისის  პოლიტექნიკური პროფესიული სწავლების ცენტრთან მისი მიერთების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

1.    რეორგანიზებულ იქნეს ,,სოხუმის პეტრე ჯაფარიძის სამედიცინო კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 7 ივნისის №601 ბრძანებით დაფუძნებული სოხუმის პეტრე ჯაფარიძის სამედიცინო კოლეჯი და მიუერთდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 3 დეკემბრის №1220 ბრძანებით დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – თბილისის პოლიტექნიკური პროფესიული სწავლების ცენტრს.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სოხუმის პეტრე ჯაფარიძის სამედიცინო კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 7 ივნისის №601 (სსმ III, 14.06.2006წ., №80, მუხ. 1040) ბრძანება.

3. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – თბილისის პოლიტექნიკური პროფესიული სწავლების ცენტრმა უზრუნველყოს რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების განხორციელება.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ნოდია