დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 243 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/10/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 155, 24/10/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 070.010.010.22.027.012.300 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 070.010.010.22.027.012.300
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №243
2008 წლის 24 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანებით (სსმ III, 30.09.2008წ., №143, მუხ. 1423) დამტკიცებულ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლის საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ან ბიუჯეტიდან აღსასრულებელ და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა აღსასრულებლად შექმნილ სპეციალურ ჯგუფში ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობას ახორციელებენ სპეციალური ჯგუფის უფროსი, სპეციალური ჯგუფის აღმასრულებელი და შესაბამისი ბუღალტერი.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები