,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 5 მაისის №156 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 5 მაისის №156 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 648
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 22/10/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 155, 24/10/2008
სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.012.298
  • Word
648
22/10/2008
სსმ, 155, 24/10/2008
120.340.000.22.026.012.298
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 5 მაისის №156 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს თავდაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.012.298

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №648

2008 წლის 22 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 5 მაისის №156 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 5 მაისის №156 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2005წ., №56, მუხლი 624) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და დეპარტამენტში მომუშავე მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს.“;

ბ) დებულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. მონიტორინგის სამმართველო.“.

2. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები და ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფი.

3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

    დ. კეზერაშვილი