დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 თებერვლის №145 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 795 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/10/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 155, 24/10/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.250.000.22.033.012.288 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.012.288
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №795
2008 წლის 20 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 თებერვლის №145 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 თებერვლის №145 ბრძანებით (სსმ III, 27.02.06, №26, მუხ. 307) დამტკიცებული ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი/საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული ორგანოს საგადასახადო შემოწმებების სამმართველო/საინფორმაციო-ანალიტიკური და საგადასახადო შემოწმებების სამმართველო/მომსახურების სამმართველო/გადამხდელთა მომსახურების სამმართველო:
ა) საგადასახადო შემოწმების დროს ახორციელებს საქართველოს საგადასახადო კოდექსით და ამ ბრძანებით განსაზღვრულ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურებს და გამოვლენილ დარღვევებს ასახავს შემოწმების მასალებში;
ბ) შემოწმების მასალებს დადგენილი წესით წარუდგენს შესაბამის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას)/საგადასახადო ინსპექციას შემდგომი რეაგირებისათვის.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 ნოემბრიდან.
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები