დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №41/2008 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 49/2008 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 17/10/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 153, 20/10/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.190.020.15.008.012.275 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.012.275
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №49/2008
2008 წლის 17 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის� №41/2008 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის �თ� ქვეპუნქტის, 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
��� მუხლი 1
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №41/2008 დადგენილებას მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს 31 მუხლი შემდეგი რედაქციით:
�31. აუცილებლობის შემთხვევაში, არჩევნების მომზადებისა და ჩატარების ეფექტური ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ ამ დადგენილების დანართით განსაზღვრული ფულადი სახსრების განაწილება შესაძლებელია საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსის� 35-ე მუხლის პირველი პუნქტის �დ� ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში�.
��� მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასა�მართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) მისი მიღებიდან 1 კალენ�დარული დღის ვადაში.
��� მუხლი 3
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ლ. თარხნიშვილი
კომისიის მდივანი��� გ. მჭედლიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები