დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2005 წლის 8 აგვისტოს №7/2005 „საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 46/2008 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 17/10/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 153, 20/10/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.190.020.15.008.012.272 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.012.272
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №46/2008
2008 წლის 17 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2005 წლის 8 აგვისტოს №7/2005 �საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე� დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ� ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2005 წლის 8 აგვისტოს №7/2005 დადგენილებით დამტკიცებულ ,,საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტში� შეტანილ იქნეს შემდეგი სახის დამატება:
რეგლამენტის პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
,,4. არასაარჩევნო პერიოდში, საოლქო საარჩევნო კომისია მუშაობს კვირაში ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში, სა�მუ�შაო დღის 10 საათიდან 18 საათამდე (შესვენება 13 საათიდან 14 საათამდე).�.
მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ლ. თარხნიშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები