,,სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, მათზე დაქვემდებარებული უწყებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებების, რომელთა ფინანსირება ხორციელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ჩამოწერის და ჩამოწერის შედეგად მიღებული ჯართის რეალიზაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №1-3/77 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1-1/2210
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 13/10/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 155, 24/10/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 29/03/2010
სარეგისტრაციო კოდი 300.230.000.22.024.012.268
  • Word
1-1/2210
13/10/2008
სსმ, 155, 24/10/2008
300.230.000.22.024.012.268
,,სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, მათზე დაქვემდებარებული უწყებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებების, რომელთა ფინანსირება ხორციელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ჩამოწერის და ჩამოწერის შედეგად მიღებული ჯართის რეალიზაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №1-3/77 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.230.000.22.024.012.268

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/2210

2008 წლის 13 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, მათზე დაქვემდებარებული უწყებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებების, რომელთა ფინანსირება ხორციელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ჩამოწერის და ჩამოწერის შედეგად მიღებული ჯართის რეალიზაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №1-3/77 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების“ მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,რ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, მათი ბალანსიდან ამორტიზებული და/ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ჩამოწერის შედეგად მიღებული ჯართის რეალიზაციის ოპერატიულად განხორციელების მიზნით, ვბრძანებ:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, მათზე დაქვემდებარებული უწყებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებების, რომელთა დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტებიდან, ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ჩამოწერის და ჩამოწერის შედეგად მიღებული ჯართის რეალიზაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე.“.

2. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანებულების და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების“ მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:“.

3. ბრძანებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, მათზე დაქვემდებარებული უწყებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებების, რომელთა დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტებიდან, ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ჩამოწერის და ჩამოწერის შედეგად მიღებული ჯართის რეალიზაციის წესის შესახებ დებულება“.

4. დებულების IV თავის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ბალანსიდან ჩამოწერისა და შემდგომში რეალიზაციის მიზნით, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირის წარდგინებით და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით იქმნება საინვენტარიზაციო კომისია. საინვენტარიზაციო კომისია სწავლობს ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, ასაბუთებს მათი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას, ამზადებს ამ დებულებაზე თანდართული ჩამოსაწერი ძირითადი საშუალებების შეფასების ტიპურ აქტებს (დანართი: №1; №2; №3 და №4) და სალიკვიდაციო აქტს (დანართი №4) თითოეულ ძირითად საშუალებაზე ცალ-ცალკე. აფასებს ბალანსიდან ქონების ჩამოწერის შედეგად მიღებულ ვარგის ნაწილებს და საწარმოო მარაგების სახით აჰყავს ბალანსზე. განსაზღვრავს ვარგისი ნაწილების (მასალების, კონსტრუქციების და ა.შ.) და ჯართის ოდენობას. ასევე, ჯართის რეალიზაციის მიზნით ახორციელებს აუქციონის ორგანიზებას.“.

5. დებულების IV თავის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსიდან ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ჩამოწერის შედეგად მიღებული ჯართის რეალიზაცია უნდა განხორციელდეს ინფორმაციის საჯარო გამოქვეყნებით, აუქციონის წესით. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს ამ დებულების IV თავის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომისია.“.

6. დებულების IV თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

,,31. იმ ადგილსამყოფელ ქვეყნებში, სადაც შეუძლებელია აუქციონის წესით საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსიდან ამორტიზებული და/ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ჩამოწერის შედეგად მიღებული ჯართის რეალიზაცია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით შექმნილი საინვენტარიზაციო კომისია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანხმობით, ახდენს ჯართის განკარგვას ადგილსამყოფელ ქვეყანაში არსებული კანონმდებლობისა და ქვეყნის სპეციფიკის გათვალისწინებით.“.

7. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ე. შარაშიძე