,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 30 ივლისის №96 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 30 ივლისის №96 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
მიღების თარიღი 10/10/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 8, 16/10/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 23/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 220.080.000.19.012.012.260
  • Word
8
10/10/2008
სსმ, 8, 16/10/2008
220.080.000.19.012.012.260
,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 30 ივლისის №96 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 30 ივლისის №96 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.080.000.19.012.260

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის

 ბრძანება №8

2008 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 30 ივლისის №96 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის გ“ ქვეპუნქტისა და ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 30 ივლისის №96 ბრძანებაში (სსმ III, 11.08.2004წ., №84, მუხლი 734) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ბრძანების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა, რომლებიც დაიწყებენ ფუნქციონირებას 2008 წლის 1 ნოემბრიდან, უნდა გაითვალისწინონ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების და საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნები და რეგისტრაციიდან ათი დღის ვადაში წარუდგინონ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ვალუტის გადამცვლელი პუნქტების აღრიცხვის ფორმა“ (დანართი №2).“.

2. ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების:

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება შემუშავებულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 23 აგვისტოს №483 ბრძანებულებისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.

2. ეს დებულება არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტების – ვალუტის გადამცვლელი პუნქტების (შემდგომში – ვალუტის გადამცვლელი პუნქტი) მიერ, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, ფინანსური მონიტორინგის განხორციელების პრინციპებსა და წესს.

3. ამ დებულების მოთხოვნები ვრცელდება საქართველოს რეზიდენტ და არარეზიდენტ პირებზე, მათ წარმომადგენლებზე, წარმომადგენლობებსა და ფილიალებზე.“.

ბ) მე-2 მუხლის ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) უკანონო შემოსავალი – პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება;“;

გ) მე-2 მუხლის “დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) საეჭვო გარიგება – ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა და ოპერაციის სახეობისა), რომელზედაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების მიზნით (ეჭვს იწვევს გარიგების მონაწილე პირი ან გარიგების თანხის წარმოშობა, ან არსებობს სხვა საფუძველი, რომლის გამოც იგი შეიძლება მიჩნეულ იქნეს საეჭვოდ), ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან;“.

დ) მე-2 მუხლის ზ“ და თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ზ) პირის იდენტიფიკაცია – პირის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იძლევა პირის მოკვლევისა და მისი სხვა პირებისგან გამორჩევის საშუალებას;

თ) არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონა – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარდგინებით საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. აღნიშნული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონად მიიჩნევა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ან თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მითითებულ ზონაში მოქმედებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმი;“;

ე) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1“ ქვეპუნქტი:

1) საეჭვო ზონა – ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე მიჩნეულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმის მქონედ;“;

ვ) ამოღებულ იქნეს მე-2 მუხლის ი“ ქვეპუნქტი;

ზ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. მონიტორინგს ექვემდებარება ამ დებულების მე-2 მუხლის დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფულადი სახსრები, მიუხედავად იმისა კანონიერი თუ უკანონო გზით იქნა იგი მოპოვებული, რომელიც შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ, ან/და თუ არსებობს ვარაუდი, რომ პირი, რომელიც ახორციელებს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციას, შეტანილია ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სიაში ან შესაძლოა დაკავშირებული იყოს ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან. ტერორისტი და ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ქვეყნდება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.“.“

თ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის შესაბამისად მიღებული ნორმატიული აქტების (მათ შორის ამ დებულების) შესრულებაზე კონტროლის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება ზემოაღნიშნული კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტით.“.

ი) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

კ) მე-5 მუხლის ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) უზრუნველყოს მის საკუთრებაში მყოფი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ დამტკიცებული ნორმატიული აქტით დადგენილი ნორმებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების შესრულება და შექმნას ამისათვის საჭირო პირობები (მათ შორის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის აღჭურვა შესაბამისი ტექნიკური და პროგრამული საშუალებებით, ინფორმაციისა და დოკუმენტების საიმედოდ შენახვის საშუალებებით და სხვა);“;

ლ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ვალდებულებანი კლიენტების იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით

1. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია მოახდინოს ყველა თავისი კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) იდენტიფიკაცია, როდესაც:

ა) გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება 3000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში);

ბ) გარიგება არის საეჭვო გარიგება ამ დებულების მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

2. ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის საეჭვოობის შესახებ ვარაუდის არსებობისა და ოპერაციის თანხის ოდენობის მიუხედავად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ახორციელებს კლიენტის მომსახურებას, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული შემთხვევებისა.

3. ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია უარი განაცხადოს კლიენტის მომსახურებაზე შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის კლიენტის ან/და მისი წარმომადგენლის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება;

ბ) თუ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის კლიენტი (ან მისი წარმომადგენელი) შეტანილია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებში ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია უარი განაცხადოს კლიენტის მომსახურებაზე. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული შემთხვევის საეჭვოდ მიჩნევისას და ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევაში ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ანგარიშგების შესაბამისი ფორმა, შედგენილი ამ ბრძანების №1 დანართის მიხედვით და/ან მის ხელთ არსებული შესაბამისი ინფორმაცია.

5. იდენტიფიკაციისათვის საჭირო დოკუმენტებია:

ა) თუ ფიზიკური პირი საქართველოს მოქალაქეა – პირადობის მოწმობა ან პასპორტი, ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სათანადო მონაცემებს;

ბ) თუ ფიზიკური პირი უცხო სახელმწიფოს მოქალაქეა – შესაბამისი ქვეყნის სათანადო ორგანოს მიერ გაცემული პასპორტი ან საქართველოს კანონმდებლობით მასთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სათანადო მონაცემებს;

გ) რეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, აგრეთვე იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს (თუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია სრულდება იურიდიული პირის ან ზემოაღნიშნული ორგანიზაციული წარმონაქმნის სახელით) – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი აქტი მისი შექმნის შესახებ ან ამონაწერი სამეწარმეო (სხვა შესაბამისი) რეესტრიდან.

6. ფიზიკური პირის იდენტიფიკაციისთვის პირადობის მოწმობის და პასპორტის (ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტის) გარდა პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ისეთ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც პირს არ შეიძლება გააჩნდეს პირადობის მოწმობა ან პასპორტი.

7. იდენტიფიკაციის შედეგად უნდა დადგინდეს შემდეგი მონაცემები:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:

ა.ა) სახელი და გვარი;

ა.ბ) მოქალაქეობა;

ა.გ) დაბადების თარიღი;

ა.დ) საცხოვრებელი ადგილი;

ა.ე) პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი და მოქალაქის პირადი ნომერი პირადობის მოწმობის (პასპორტის) მიხედვით;

ა.ვ) თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე – გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში:

ბ.ა) მისი წარმომადგენლის საიდენტიფიკაციო მონაცემები (ამ პუნქტის ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად);

ბ.ბ) სრული სახელწოდება;

ბ.გ) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი.

8. ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა უნდა დააფიქსიროს პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი დოკუმენტების გამცემი ქვეყანა, ორგანო, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა.

9. თუ ვალუტის გადამცვლელ პუნქტში წარმოდგენილი ან არსებული დოკუმენტები (ინფორმაცია) იძლევა საშუალებას, უნდა დაფიქსირდეს აგრეთვე ვალუტის გადამცვლელი პუნქტის კლიენტის საბანკო ანგარიშების რეკვიზიტები და ფაქტობრივი მისამართი, თუ ის განსხვავდება იურიდიული მისამართისგან (თუ კლიენტი არის იურიდიული პირი ან ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს).“;

მ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ვალდებულებანი ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით

1. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია აღრიცხოს ინფორმაცია ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ყოველი განხორციელებული ოპერაციის შესახებ.

2. ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა უნდა აღრიცხოს შემდეგი ინფორმაცია ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის შესახებ:

ა) ოპერაციის შესრულების თარიღი;

ბ) ვალუტის სახეობები, რომლებშიც ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია შესრულდა და შესაბამისი თანხები (ვალუტის თითოეული სახეობის მიხედვით);

გ) ვალუტის გაცვლითი კურსი (თუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია სრულდება რამდენიმე ვალუტაში, ვალუტის გაცვლითი კურსი უნდა დაფიქსირდეს ვალუტის სახეობების მიხედვით);

დ) ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში – ოპერაციის შესრულების მიზანი და/ან საფუძველი.

3. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის კლიენტების (მათი წარმომადგენლების) საიდენტიფიკაციო მონაცემები და ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ინფორმაცია უნდა აღირიცხოს და შენახულ იქნეს ელექტრონული სახით.“;

ნ) მე-8 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია კლიენტების (მათი წარმომადგენლების) საიდენტიფიკაციო მონაცემები, ასევე ინფორმაცია (დოკუმენტები) ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების შესახებ შეინახოს შესაბამისი ოპერაციის შესრულების დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული. ამასთან, ზემოაღნიშნული ვადით შენახვას ექვემდებარება როგორც კომპიუტერის საშუალებით დაფიქსირებული ინფორმაცია (მაგალითად, მონაცემთა ელექტრონული ბაზის სახით), ასევე ვალუტის გადამცვლელ პუნქტში დოკუმენტების (მათი ასლების) სახით არსებული მასალები.

2. 6 წლის ვადით შენახვას აგრეთვე ექვემდებარება:

ა) ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ქვითრების მეორე ეგზემპლარები (მონიტორინგს დაქვემდებარებულ ოპერაციებზე);

ბ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლისა და ამ დებულების მე-9 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენილი ანგარიშგების ფორმები (როგორც ნაბეჭდი (ან ხელით შევსებული), ასევე ელექტრონული სახით).

3.იმ შემთხვევაში, თუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის, ანდა ოპერაციის თანხის დანაწევრების მიზნით შესრულებულ ოპერაციათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია ოპერაციის განხორციელებიდან 6 წლის ვადით (თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული) შეინახოს შესაბამისი კლიენტის (მისი წარმომადგენლის) საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. ამასთან, ასლები უნდა იყოს დამოწმებული ნოტარიუსის ან ვალუტის გადამცვლელი პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ იმგვარად, რომ ნათლად ჩანდეს, ვის მიერ არის იგი დამოწმებული და დამოწმების თარიღი. ამ უკანასკნელის უზრუნველსაყოფად ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელმა სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით უნდა განსაზღვროს თანამშრომელი (თანამშრომლები), რომელსაც მიენიჭება ასლის დამოწმების უფლება.“;

ო) მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ანგარიშგების ფორმები უნდა მიეწოდოს (შეივსოს და გაიგზავნოს) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს როგორც ნაბეჭდი (ან ხელით შევსებული), ასევე ელექტრონული ფორმით.“;

პ) მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის ა“, ბ“ და გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) თუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის თანხა აღემატება 30 000 ლარს, ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში – მისი შესრულებიდან ან გარიგების დადებიდან (ან ასეთი გარიგების, ოპერაციათა (გარიგებათა) ერთობლიობის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან) არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა;

ბ) თუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია ან საიდენტიფიკაციო მონაცემები მიჩნეულია საეჭვოდ ან არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ოპერაცია წარმოადგენს დანაწევრების მიზნით განხორციელებული ოპერაციების ერთობლიობის შემადგენელ ნაწილს – შესაბამისი ეჭვის ან ვარაუდის წარმოშობიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა;

გ) თუ ოპერაციის მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტი ან ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ – შესაბამისი ინფორმაციის მიღების დღესვე. ამასთან, ამ უკანასკნელ შემთხვევაში ანგარიშგების ფორმასთან ერთად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა მიეწოდოს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ხელთ არსებული ყველა სათანადო მასალა და დოკუმენტი.“;

ჟ) მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. ნაბეჭდი (ან ხელით შევსებული) ანგარიშგების ფორმის (აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში, თანადართული მასალების) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის მიწოდება ხდება სათანადოდ დაბეჭდილი კონვერტით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ან ფოსტის საშუალებით შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს მისი გამომგზავნი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მისამართი და მფლობელის ვინაობა, ადრესატი – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური“, მისი მისამართი: 0105, საქართველო, თბილისი, გ. ლეონიძის ქ. №3/5, და კონფიდენციალური ინფორმაციის გრიფი.“;

რ) მე-9 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. ინფორმაცია მონიტორინგს დაქვემდებარებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების შესახებ შეიძლება მიეწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ტელეფონისა და ფაქსის შემდეგ ნომერზე: ტელეფონი/ფაქსი: (+995 32) 31 27 03.“;

ს) მე-9 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

9. ანგარიშგების ფორმა უნდა დაიბეჭდოს (ხელით შეივსოს) ორ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეული უნდა დამოწმდეს იმ პირის ხელმოწერით, რომელსაც ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელის სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს ანგარიშგების ფორმების ხელმოწერის უფლებამოსილება. ფორმის ერთი ეგზემპლარი წარედგინება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ხოლო მეორე რჩება ვალუტის გადამცვლელ პუნქტში და ექვემდებარება შენახვას არანაკლებ 6 წლის განმავლობაში.“;

ტ) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11. მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა

1. ზედამხედველობას ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დაცვაზე ახორციელებს საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო.

2. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დარღვევისათვის ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიმართ გამოყენებული იქნება სანქციები საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით.“;

უ) დანართი №2-ის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 ნოემბრიდან.

მ. როინიშვილი

 

 

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის

სამსახურის უფროსის 2004 წლის 30 ივლისის №96 

ბრძანებით დამტკიცებული დებულების

დანართი №2

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ვალუტის გადამცვლელი პუნქტების აღრიცხვის ფორმა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნაწილი 1

ფორმის სახე: პირველადი ---------- შეცვლილი-------------

1. საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ მინიჭებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის ნომერი:

 

 

2. რეგისტრაციის თარიღი:

3. იურიდიული მისამართი:

 

 

4. ფაქტობრივი მისამართი:

 

 

5. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელი:

6. მარეგისტრირებელი ორგანო:

 

7. რეგისტრაციის თარიღი:

8. რეგისტრაციის ნომერი:

9. გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი:

(1) ივსება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ