დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 778 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/10/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 152, 17/10/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.250.000.22.033.012.258 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.012.258
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №778
2008 წლის 10 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანებით (სსმ III, 28.12.07წ., №186, მუხ. 2103) დამტკიცებული ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მივლინების ხარჯებზე ვალდებულების დოკუმენტის საფუძველია საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება ან ორგანიზაციის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მივლინების დროს მგზავრობის და საცხოვრებელი ადგილის მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებზე ვალდებულების დოკუმენტის საფუძველი, გარდა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების ან ორგანიზაციის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა, ასევე შეიძლება იყოს მომსახურე ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულება.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2008 წლის 11 სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები