,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 თებერვლის №34/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 თებერვლის №34/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 215/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 01/10/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 148, 09/10/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2010
სარეგისტრაციო კოდი 280.010.000.22.035.012.250
  • Word
215/ნ
01/10/2008
სსმ, 148, 09/10/2008
280.010.000.22.035.012.250
,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 თებერვლის №34/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.010.000.22.035.012.250

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №215/ნ

2008 წლის 1 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 თებერვლის №34/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 თებერვლის №34/ნ ბრძანებით (სსმ III., 2006 წ., №21, მუხ. 253) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მოწმობის ფორმა“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (დანართი №1).

2. ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული  „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების მოწმობის გაცემის წესის (დანართი №2):

ა) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ახალი მოწმობის გაცემისთანავე ძალას კარგავს ძველი მოწმობა.“.

ბ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. მოწმობის რეკვიზიტები

მოწმობა შეიცავს შემდეგი სახის რეკვიზიტებს:

ა) ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდი;

ბ) ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი;

გ) ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;

დ) ოჯახის სარეიტინგო ქულა;

ე) ოჯახის წევრთა რაოდენობა;

ვ) ოჯახის ყველა წევრის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ოჯახის ყველა 16 წლის და უფროსი ასაკის მქონე წევრის პირადი ნომერი;

ზ) მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის განაცხადის ჩაბარების თარიღი;

თ) „ოჯახის დეკლარაციის“ შევსების თარიღი;

ი) შევსებული დეკლარაციების ოდენობა;

კ) მოწმობის გაცემის თარიღი;

ლ) სააგენტოს პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა და ბეჭედი.“.

    მუხლი 2

ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ა. კვიტაშვილი

დანართი №1

 

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

 

 

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის

 

მ ო წ მ ო ბ ა

 

(ემბლემის ადგილი)

 

 

სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტო

 

 

ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდი __________________

ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის

მისამართი _______________________________________

 

ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი:

_________________________________________________

სახელი, გვარი

_________________________________________________

პირადი ნომერი

 

ოჯახის სარეიტინგო ქულა  ________________________

 

ოჯახის წევრთა რაოდენობა _______________________

 

მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის განაცხადის ჩაბარების თარიღი _______________________________

                                                  რიცხვი, თვე, წელი

ოჯახის დეკლარაციის შევსების თარიღი _________________________________________________

შევსებული დეკლარაციების ოდენობა ______________

მოწმობის გაცემის თარიღი ________________________

                                                               რიცხვი, თვე, წელი

                                      

სააგენტოს პასუხისმგებელი პირი _________________

                                                                       ხელმოწერა

                          ბ.ა.

 

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

სახელი, გვარი

დაბადების თარიღი

პირადი ნომერი