,,უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის ფორმისა და რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“

  • Word
,,უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის ფორმისა და რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 840
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 06/10/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 149, 10/10/2008
სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.012.248
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
840
06/10/2008
სსმ, 149, 10/10/2008
430.210.000.22.022.012.248
,,უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის ფორმისა და რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/10/2008 - 20/04/2010)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.012.248

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის ბრძანება №840

2008 წლის 6 ოქტომბერი

ქ. თბილისი

უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის ფორმისა და რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „მ“ და „რ“ ქვეპუნქტების, 41 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის ფორმა დანართი №1-ის შესაბამისად.

2. დამტკიცდეს უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის წარმოების წესი დანართი №2-ის შესაბამისად.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ნოდია

 

 


დანართი№1 

უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის ფორმა

ლიცენზიის მფლობელის

საფირმო სახელწოდება

ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა

საიდენტიფიკაციო კოდი

სარეგისტრაციო მონაცემები

მისამართი

იურიდიული

ფაქტობრივი

ფილიალის

1

2

3

4

5

6

7

8

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ლიცენზიის

ცვლილებები ლიცენზიის მფლობელის სარეგისტრაციო მონაცემებში

ლიცენზიის გაუქმება

სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატის გაცემის თარიღი

შენიშვნა

სახე

ნომერი

გაცემის საფუძველი

გაცემის თარიღი

საფუძველი

თარიღი

9

10

11

12

13

14

15

16

17

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


დანართი №2

უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის წარმოების წესი

    მუხლი 1. უწყებრივი სალიცენზიო რეესტრი

უწყებრივი სალიცენზიო რეესტრი წარმოადგენს დანომრილ, აკინძულ, ზონარგაყრილ, ლიცენზირების სამსახურის უფროსის ხელმოწერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ბეჭდით დამოწმებულ წიგნს, რომელშიც შეიტანება ინფორმაცია ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის, ლიცენზიის გაუქმების, სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატის გაცემისა და ლიცენზიის მფლობელის შესახებ.

    მუხლი 2. უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შესატანი ინფორმაცია

უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში რეგისტრირდება შემდეგი მონაცემები:

ა) რიგითი (რეგისტრაციის) ნომერი;

ბ) ლიცენზიის მფლობელის საფირმო სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო მონაცემები;

გ) ლიცენზიის მფლობელის იურიდიული, ფაქტობრივი და ფილიალის მისამართი;

დ) ლიცენზიის სახე, ნომერი, გაცემის საფუძველი და გაცემის თარიღი;

ე) ცვლილებები ლიცენზიის მფლობელის სარეგისტრაციო მონაცემებში;

ვ) ლიცენზიის გაუქმების საფუძველი და თარიღი;

ზ) სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატის გაცემის თარიღი;

თ) შენიშვნა.

    მუხლი 3. უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის ნუმერაცია

უწყებრივი სალიცენზიო რეესტრი წარმოებს უწყვეტი ნუმერაციით, არაბული ციფრებით, არანაკლებ სამი ციფრისა.

    მუხლი 4. უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის წარმოება და შენახვა

1. უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის წარმოებას და შენახვას უზრუნველყოფს სამინისტროს ლიცენზირების სამსახურის უფროსის დავალებით ლიცენზირების სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი.

2. რეესტრის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი ახორციელებს ხელმოწერას უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის თითოეულ გვერდზე ფურცლის მარჯვენა ქვედა კუთხეში. აღნიშნული ხელმოწერა მოწმდება სამინისტროს ბეჭდით.

3. უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორებას უზრუნველყოფს რეესტრის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი. შეცდომის დაშვების შემთხვევაში შესაბამისი გრაფა უქმდება და ჩასწორება ხდება რეგისტრაციის განმახორციელებელი პირის მიერ მომდევნო ქვედა გრაფაში, რაც მოწმდება მისი ხელმოწერით და მიეთითება შეცდომის შესახებ ჩანაწერის განხორციელების თარიღი.

4. რეესტრი ინახება სამინისტროს ლიცენზირების სამსახურში, ცეცხლგამძლე სეიფში.