დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 753 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/10/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 148, 09/10/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.150.070.22.033.012.246 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.070.22.033.012.246
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №753
2008 წლის 3 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში (სსმ III, 22.12.06, №172, მუხ. 2330) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დამტკიცდეს ინსტრუქცია ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ“ თანდართულ დანართებთან ერთად.“;
2. ბრძანებით დამტკიცებულ ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) ინსტრუქციის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1. საბაჟო კონტროლისა და აღრიცხვის დოკუმენტი
საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო საზღვარზე შემოტანის, ასევე საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილების დროს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით“ (შემდგომში – მოწმობა დანართი №1).“;
ბ) ინსტრუქციის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) სასაქონლო პარტია – გამგზავნ საბაჟო ორგანოდან ერთი სატრანსპორტო საშუალებით გადასაადგილებელი, ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი (სარკინიგზო ტრანსპორტის შემთხვევაში – გამგზავნ საბაჟო ორგანოში წარდგენილი ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, რომელიც გამგზავნ საბაჟო ორგანოში წარდგენილი სატრანსპორტო დოკუმენტაციის საფუძველზე ერთი გამგზავნის მიერ გაგზავნილია ერთი მიმღების მისამართით და ერთდროულად, ერთი შემადგენლობით უნდა წარედგინოს დანიშნულების ადგილზე, ან დანიშნულების საბაჟოში);“;
გ) ინსტრუქციის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) გამგზავნი საბაჟო ორგანო – მოწმობის გამომწერი საბაჟო ორგანო:
გ.ა) საიდანაც იწყება საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებაზე (მათ შორის საზღვაო ტრანსპორტიდან გადმოტვირთული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებასა ან სატრანსპორტო საშუალების სახეობის შეცვლაზე) კონტროლი;
გ.ბ) ან რომელიც ახორციელებს წინმსწრები მოწმობის დახურვას (ან კონტროლიდან მოხსნას) და ახალი მოწმობის (მოწმობების) გამოწერას;“;
დ) ინსტრუქციის მე-2 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ) მოწმობის გამოწერა – საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა – ASYCUDA-ს (შემდგომში – სისტემა) მეშვეობით ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით ელექტრონულად შევსებული, საბაჟო ორგანოს მოხელის მიერ დარეგისტრირებული ელექტრონული ფორმატის მოწმობის ქაღალდზე ამობეჭდვა. საზღვაო ნავსადგურიდან 10 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში, ასევე საბაჟო საწყობიდან საზღვაო ნავსადგურში საქონლის გადაადგილების შემთხვევაში მოწმობის გამოწერად აგრეთვე ჩაითვლება სისტემაში დაშვებული პირის მიერ ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით შევსებული და ქაღალდზე ამობეჭდილი მოწმობის საბაჟო ორგანოში წარდგენა და ამავე საბაჟო ორგანოს მოხელის მიერ ამ მოწმობის დარეგისტრირება;“;
ე) ინსტრუქციის მე-2 მუხლს დაემატოს ,,ი“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,ი) მისაბმელი – მოძრაობისთვის განკუთვნილი საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებების შემადგენელი სატრანსპორტო საშუალება ძრავის გარეშე, აგრეთვე ნახევარმისაბმელი და მისაბმელ-სახსნელი.“;
ვ) ინსტრუქციის მე-3 მუხლის ,,კ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,კ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ უკან დაბრუნებული საქონლის საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა;
ლ) საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის შესაბამისად, იმპორტის გადასახდელებისაგან (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) გათავისუფლებული დაბრუნებული საქონლის საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა;“;
ზ) ინსტრუქციის მე-3 მუხლს დაემატოს ,,მ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,მ) სასაზღვრო საბაჟო ორგანოს გავლით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი უბაჟო ვაჭრობის პუნქტში რეალიზაციისთვის განკუთვნილი საქონლის კონტროლი, რომელიც გადაადგილდება იმავე სასაზღვრო საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე განთავსებულ უბაჟო ვაჭრობის პუნქტში.“;
თ) ინსტრუქციის მე-4 მუხლის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) საქონლის გარეშე გადაადგილებულ სარკინიგზო ან საქართველოში რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებებზე;
გ) TIR წიგნაკით გადაადგილებულ საქონელსა ან/და სატრანსპორტო საშუალებებზე, გარდა საზღვაო ნავსადგურიდან ათი კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში და საბაჟო საწყობიდან საზღვაო ნავსადგურში TIR-კარნეტით გადაადგილებული საქონლისა;“;
ი) ამოღებულ იქნეს ინსტრუქციის მე-4 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტი;
კ) ინსტრუქციის მე-4 მუხლის ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ, საქონლის გარეშე გადაადგილებულ, უცხოეთში რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე;
ზ) უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ, საქონლის გარეშე, გადაადგილებულ საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8712, 8713 სასაქონლო პოზიციაში შემავალ, მიწისზედა სატრანსპორტო საშუალებებზე (ძრავის გარეშე);“;
ლ) ინსტრუქციის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. მოწმობის გამოწერას ახორციელებს გამგზავნი საბაჟო ორგანო.
2. საზღვაო ნავსადგურიდან 10 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში, ასევე საწყობიდან საზღვაო ნავსადგურში გადაადგილებულ საქონელზე მოწმობა აგრეთვე შესაძლებელია გამოიწეროს ამ პუნქტით დადგენილი წესით. სისტემაში დაშვებული პირის მიერ ქაღალდზე ამობეჭდილი მოწმობა წარედგინება საბაჟო ორგანოს. იმ შემთხვევაში, თუ არ არის ცნობილი შესაბამისი საქონლის (კონტეინერის, მისაბმელის) გადამაადგილებელი (გამწევი) საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებების რეკვიზიტები, საბაჟო მოხელე ვალდებულია განახორციელოს ქვემოთ მითითებული პროცედურა შემდეგი თანმიმდევრობით, კერძოდ იგი:
ა) იძახებს სერვერზე შენახულ მოწმობას უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომრის მეშვეობით;
ბ) ელექტრონულად შეაქვს სისტემაში საქონლის (კონტეინერის, მისაბმელის) გადამაადგილებელი (გამწევი) საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებების სანომრე ნიშანი, ან/და მისამბელის სანომრე (სარეგისტრაციო) ნიშანი მოწმობის ელექტრონული ფორმატის მე-18 გრაფის პირველ ნაწილში და არეგისტრირებს მონაცემის ცვლილებას;
გ) არეგისტრირებს მოწმობას, რომლის შედეგად სისტემის მიერ ავტომატურად ივსება გრაფა ,,მოწმობის ნომერი“, და მას ენიჭება ,,D“ ნომერი;
დ) ხელით აწერს ,,D“ ნომერს სისტემაში დაშვებული პირის მიერ საბაჟო ორგანოში უკვე წარდგენილი მოწმობის გრაფაში – ,,მოწმობის ნომერი“, ან ქაღალდზე ამობეჭდავს დარეგისტრირებულ მოწმობას.“;
მ) ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. გამგზავნი საბაჟო ორგანო საქონლის საავტომობილო ტრანსპორტით (მ.შ. მისაბმელით) შემოტანისას (მათ შორის, საზღვაო ტრანსპორტით შემოტანილი საქონლის ავტოსატრანსპორტო საშუალებით საზღვაო ნავსადგურიდან 10 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში გადაადგილებისას) ახორციელებს აღნიშნული საავტომობილო სატრანსპორტო საშუალების, აგრეთვე მისაბმელის, კონტეინერის დამატებით სავალდებულო დალუქვას ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილებული საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის მიმართ კონტროლის გაძლიერების მიზნით. იმ შემთხვევაში, როცა სატრანსპორტო საშუალებაზე, აგრეთვე მისაბმელზე, კონტეინერზე დადებული ლუქი უზრუნველყოფს საქონლის ხელშეუხებლობას, ან დამატებითი დალუქვის შედეგად შესაძლებელია არსებითად გაუარესდეს უკვე დადებული ლუქის ხარისხი ან მდგომარეობა, დამატებითი დალუქვა არ ხორციელდება. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, მოწმობაში მიეთითება უკვე დადებული ლუქის რეკვიზიტები ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით.“;
ნ) ინსტრუქციის მე-5 მუხლს დაემატოს მე-9 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,9. ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით გამოწერილი მოწმობის მე-17 გრაფის ქვევით არსებულ ცარიელ ადგილზე გამგზავნი საბაჟო ორგანოს მოხელის მიერ დაისმება საბაჟო დამღა ,,აყვანილია კონტროლზე“ და ხელმოწერა. აღნიშნული დამღისა და ხელმოწერის გარეშე აკრძალულია ამ მოწმობაში ასახული საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების დაწყება საბაჟო კონტროლის ზონის ფარგლებს მიღმა.“;
ო) ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) დანიშნულების საბაჟოს მიერ, სადაც მთავრდება საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება, ან გადაადგილებაზე კონტროლი, ან სადაც მოხდა საქონლის სხვა სატრანსპორტო საშუალებაში გადატვირთვა, ან როცა დანიშნულების ადგილზე გამოცხადებულ სასაქონლო პარტიაზე იწერება ახალი მოწმობა (რამდენიმე მოწმობის გამოწერისას (სასაქონლო პარტიის დანაწევრების შემთხვევაში) წინმსწრები მოწმობა შესაძლებელია კონტროლიდან მოიხსნას მხოლოდ სასაქონლო პარტიის ბოლო ნაწილზე მოწმობის გამოწერისას);“;
პ) ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტს დაემატოს ,,ვ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,ვ) იმ შემთხვევაში, როცა დანიშნულების საბაჟოში – სასაზღვრო საბაჟო ორგანოში არ არის წარმოდგენილი მოწმობის კონტროლიდან მოხსნის დამადასტურებელი მოწმობის შესაბამისი პირი და მოწმობის კონტროლიდან მოხსნა არ არის დარეგისტრირებული სისტემაში – საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტების (წერილობითი დასტური საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან; ან/და საბაჟო ორგანოს უფროსის მიერ დამოწმებული ჩანაწერი საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლის/ტერიტორიიდან გასვლის აღრიცხვის ჟურნალში; ან/და საერთაშორისო შეთანხმების ფარგლებში უცხო ქვეყნის საბაჟო ორგანოდან მიღებული ინფორმაცია ან/და საგამოძიებო და სხვა უფლებამოსილი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაცია) საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) წერილობითი მომართვის შემდგომ შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ ხორციელდება მოწმობის კონტროლიდან მოხსნის რეგისტრაცია სისტემაში.“;
ჟ) ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. მოწმობაში არასწორი ინფორმაციის გამოვლენისას საბაჟო ორგანო ვალდებულია მოწმობის გამოწერის შემდეგ შეცვალოს არასწორი მონაცემები. შესწორებას ახორციელებს გამგზავნი საბაჟო ორგანო, აგრეთვე დანიშნულების საბაჟო. შესწორება ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ – მოწმობის ელექტრონულ ფორმატში არსებულ 56-ე გრაფაში, სადაც აღინიშნება:
ა.ა) გრაფის ნომერი ან/და განყოფილების სათაური, რომელშიც შეტანილია არასწორი მონაცემები;
ა.ბ) სწორი მონაცემი;
ა.გ) სწორი მონაცემის შეტანის საფუძველი – მოწმობის 44-ე გრაფაში მითითებული დოკუმენტის კოდი და დოკუმენტის ინდივიდუალური ნომერი ან სხვა;
ბ) დანიშნულების საბაჟოს მიერ – მოწმობის ელექტრონულ ფორმატში მოწმობის ,,I“ გრაფის განყოფილებაში ,,შენიშვნა“, სადაც აღინიშნება (გარდა იმ შემთხვევისა, როცა არასწორი მონაცემის შესახებ უკვე შეტანილია ინფორმაცია გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ 56-ე გრაფაში):
ბ.ა) გრაფის ნომერი, განყოფილების სათაური, რომელშიც შეტანილია არასწორი მონაცემები;
ბ.ბ) სწორი მონაცემი;
ბ.გ) სწორი მონაცემის შეტანის საფუძველი – მოწმობის 44-ე გრაფაში მითითებული დოკუმენტის კოდი და დოკუმენტის ინდივიდუალური ნომერი ან სხვა;
ბ.დ) მოწმობის შესაბამის გრაფაში იშლება არასწორი მონაცემი და მიეთითება სწორი მონაცემი.“;
რ) ინსტრუქციის მე-7 მუხლს დაემატოს 81 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,81. არასწორად გამოწერილი მოწმობის გამგზავნ საბაჟო ორგანოში გაუქმების აუცილებლობისას გამგზავნი საბაჟო ორგანოს მოხელე ვალდებულია:
ა) მოწმობის ელექტრონულ ფორმატში შევიდეს ,,ინციდენტის“ მეშვეობით და შეიტანოს მოწმობის 56-ე გრაფაში გაუქმების თაობაზე მოკლე ინფორმაცია და მიუთითოს გაუქმებული მოწმობის ნაცვლად გამოწერილი ახალი მოწმობის ,,D“ ნომერი;
ბ) გამოწერილ მოწმობაზე დაუსვას საბაჟო დამღა ,,ანულირებულია“, რომელიც მოწმდება მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით;
გ) შეადგინოს აქტი (სადაც აისახება მოწმობის გაუქმების მიზეზი), რომელიც გაუქმებულ მოწმობასთან ერთად სათანადო რეესტრით იგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიერ შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში.“;
ს) ამოღებულ იქნეს ინსტრუქციის მე-8 მუხლი;
ტ) ინსტრუქციას დაემატოს 81 მუხლი შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 81. საზღვაო ნავსადგურიდან 10 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობის დანიშნულებით და საზღვაო ნავსადგურიდან 10 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობიდან საზღვაო ნავსადგურის დანიშნულებით საქონლის გადაადგილების შემთხვევაში მოწმობის შევსებასთან დაკავშირებული ზოგადი დებულებები
1. მოწმობა ივსება სისტემის მეშვეობით ელექტრონულად საბაჟო ორგანოს მოხელის მიერ საბაჟო ორგანოში, ან სისტემაში დაშვებული პირის მიერ, რომელიც წარმოადგენს საქონლის გადამზიდველს. სისტემაში დაშვებულ პირს უფლება აქვს, წინასწარ ელექტრონულად შეავსოს მოწმობა. პირის სისტემაში დაშვება ხორციელდება ,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებით დამტკიცებული ,,საბაჟო რეჟიმების (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისა და საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის მიერ ან მისი დანიშნულებით შემოტანილი საქონლისა, რომლის მიმართაც დადგენილი წესით ხორციელდება გამარტივებული საბაჟო კონტროლი), აგრეთვე რეექსპორტის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) მე-4 მუხლით განსაზღვრული წესით.
2. მოწმობა ივსება სატრანსპორტო დოკუმენტების, ხოლო საქონლის გატანისას – აგრეთვე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე.
3. ერთი მოწმობა ივსება ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე.
4. მოწმობის გამოწერამდე სისტემაში დაშვებული პირი ან საბაჟო ორგანოს მოხელე უფლებამოსილია შეიტანოს ცვლილება მოწმობის ელექტრონულ ფორმატში მოწმობის შევსებისას მოწმობის შევსების რეგისტრაციამდე, ან მოწმობის შევსების რეგისტრაციიდან მის საბაჟო ორგანოში წარდგენამდე, ან საბაჟო ორგანოში წარდგენიდან მოწმობის რეგისტრაციამდე. მოწმობის შევსების რეგისტრაციის შემდეგ მონაცემების შეცვლის ცალკეული შემთხვევა რეგისტრირდება სისტემის მიერ.
5. მოწმობა იბეჭდება 3 ეგზემპლიარად და ნაწილდება შემდეგნაირად:
ა) პირველი ეგზემპლარი თან მიყვება საქონელს ან/და სატრანსპორტო საშუალებას დანიშნულების საბაჟომდე და მოწმობის კონტროლიდან მოხსნის შემდეგ 7 დღის ვადაში ეგზავნება ზემდგომ საბაჟო ორგანოს დადგენილი წესით;
ბ) მეორე ეგზემპლარი რჩება დანიშნულების ადგილზე (საბაჟო საწყობში ან საზღვაო ნავსადგურში);
გ) მესამე ეგზემპლარი რჩება გადამზიდველს.
6. მოწმობის უკანა გვერდი გამოიყენება სხვადასხვა მაკონტროლებელი ორგანოების შენიშვნების, აღნიშვნებისა და დამღებისათვის, ხოლო საქონლის დაბრუნებისას საბაჟო ორგანოს მიერ დამღის – ,,დაბრუნებულია საქონელი“ დასმისთვის.
7. მოწმობაში არასწორი ინფორმაციის გამოვლენისას საბაჟო ორგანო ვალდებულია მოწმობის გამოწერის შემდეგ შეცვალოს არასწორი მონაცემები. შესწორებას ახორციელებს გამზავნი საბაჟო ორგანო, აგრეთვე დანიშნულების საბაჟო. შესწორება ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ – მოწმობის ელექტრონულ ფორმატში არსებულ 56-ე გრაფაში, სადაც აღინიშნება:
ა.ა) გრაფის ნომერი ან/და განყოფილების სათაური, რომელშიც შეტანილია არასწორი მონაცემები;
ა.ბ) სწორი მონაცემი;
ა.გ) სწორი მონაცემის შეტანის საფუძველი – მოწმობის 44-ე გრაფაში მითითებული დოკუმენტის კოდი და დოკუმენტის ინდივიდუალური ნომერი ან სხვა;
ბ) დანიშნულების საბაჟოს მიერ – მოწმობის ელექტრონულ ფორმატში მოწმობის ,,I“ გრაფის განყოფილებაში ,,შენიშვნა“, სადაც აღინიშნება (გარდა იმ შემთხვევისა, როცა არასწორი მონაცემის შესახებ უკვე შეტანილია ინფორმაცია გამგზავნი ორგანოს მიერ 56-ე გრაფაში):
ბ.ა) გრაფის ნომერი, განყოფილების სათაური, რომელშიც შეტანილია არასწორი მონაცემები;
ბ.ბ) სწორი მონაცემი;
ბ.გ) სწორი მონაცემის შეტანის საფუძველი – მოწმობის 44-ე გრაფაში მითითებული დოკუმენტის კოდი და დოკუმენტის ინდივიდუალური ნომერი ან სხვა.
ბ.დ) მოწმობის შესაბამის გრაფაში იშლება არასწორი მონაცემი და მიეთითება სწორი მონაცემი.
8. არასწორად გამოწერილი მოწმობის გამგზავნ საბაჟო ორგანოში გაუქმების აუცილებლობისას გამგზავნი საბაჟო ორგანოს მოხელე ვალდებულია:
ა) მოწმობის ელექტრონულ ფორმატში შევიდეს ,,ინციდენტის“ მეშვეობით და შეიტანოს მოწმობის 56-ე გრაფაში გაუქმების თაობაზე მოკლე ინფორმაცია და მიუთითოს გაუქმებული მოწმობის ნაცვლად გამოწერილი ახალი მოწმობის ,,D“ ნომერი;
ბ) გამოწერილ მოწმობაზე დაუსვას საბაჟო დამღა ,,ანულირებულია“, რომელიც მოწმდება მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით;
გ) შეადგინოს აქტი (სადაც აისახება მოწმობის გაუქმების მიზეზი), რომელიც გაუქმებულ მოწმობასთან ერთად სათანადო რეესტრით იგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიერ შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში.
9. მოწმობის შევსებისას ურთიერთშეუსაბამო მონაცემების შეტანის მცდელობისას სისტემის მიერ ეკრანზე გამოსული ელექტრონული შეტყობინების სახით ავტომატურად მიეთითება მოწმობის ის გრაფები, რომელშიც ტექნიკურად არასწორად არის შეტანილი მონაცემები.
10. შევსების დასრულებისას საბაჟო მოხელე ან სისტემაში დაშვებული პირი არეგისტრირებს მოწმობის შევსების ფაქტს სისტემაში. შევსებულ მოწმობას ენიჭება უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი.
11. შევსებული მოწმობის უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომრის შესახებ ინფორმაცია სისტემაში დაშვებული პირის მიერ ინფორმაციის გადაცემის ნებისმიერი საშუალებით გადაეცემა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მფლობელს.
12. საბაჟო ორგანოში წარდგენილი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ან გადამზიდველი გადასცემს საბაჟო ორგანოს მოხელეს შესაბამის სატრანსპორტო დოკუმენტაციას და წერილობით (ქაღალდზე ამობეჭდილი ელექტროულად შევსებული მოწმობა) ან სიტყვიერად აწვდის შევსებული სტატუსის მქონე მოწმობის შესახებ ინფორმაციას.
13. გამგზავნი საბაჟოს ორგანოს მოხელე სისტემაში დაშვებული პირის მიერ რეგისტრირებული შევსებული მოწმობის ძებნის პარამეტრებში უთითებს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მფლობელის მიერ მიწოდებულ მონაცემს, აძლევს ძებნისა და შემდგომ მოწმობის გამოძახების (ეკრანზე გამოსახვის) ბრძანებას. მოწმობის ეკრანზე გამოძახების ბრძანების მიცემა ნიშნავს მოწმობის საბაჟო ორგანოში წარდგენის დადასტურებას.
14. გამგზავნი საბაჟო ორგანოს მოხელე მოწმობის გამოწერის მიზნით ახდენს:
ა) გამგზავნ საბაჟო ორგანოში წარდგენილი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირებას, სატრანსპორტო დოკუმენტაციაში მითითებულ მონაცემებთან ურთიერთშედარებას, რომელშიც ასევე აისახება საბაჟო ორგანოს მიერ განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგი, და მოწმობის გამოწერას;
ბ) მოწმობის ელექტრონულად წარდგენის შემთხვევაში, ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულთან ერთად, მოწმობის გრაფებში შეტანილი მონაცემების შედარებას წარდგენილ სატრანსპორტო დოკუმენტაციასთან, ცდომილების აღმოჩენის შემთხვევაში კი მონაცემების შეცვლას მოწმობის ელექტრონულ ფორმატში;
გ) იმ შემთხვევაში, თუ სისტემაში დაშვებული პირის – გადამზიდველის მიერ ელექტრონულად შევსებულ მოწმობაში, რომელიც ქაღალდზე ამობეჭდილი სახით წარედგინა საბაჟო ორგანოს არ არის მითითებული შესაბამისი საქონლის (კონტეინერის მისაბმელის) გადამაადგილებელი (გამწევი) საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებების რეკვიზიტები საბაჟო მოხელე ვალდებულია განახორციელოს ქვემოთ მითითებული პროცედურა შემდეგი თანმიმდევრობით, კერძოდ:
გ.ა) იძახებს სერვერზე შენახულ მოწმობას უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომრის მეშვეობით;
გ.ბ) ელექტრონულად შეაქვს სისტემაში საქონლის (კონტეინერის, მისაბმელის) გადამაადგილებელი (გამწევი) საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებების სანომრე ნიშანი, აგრეთვე მისამბელის სანომრე (სარეგისტრაციო) ნიშანი მოწმობის ელექტრონული ფორმატის მე-18 გრაფის პირველ ნაწილში და არეგისტრირებს მონაცემის ცვლილებას;
გ.გ) არეგისტრირებს მოწმობას, რომლის შედეგად სისტემის მიერ ავტომატურად ივსება გრაფა ,,მოწმობის ნომერი“ და მას ენიჭება ,,D“ ნომერი;
გ.დ) ხელით წერს ,,D“ ნომერს, სისტემაში დაშვებული პირის მიერ საბაჟო ორგანოში უკვე წარდგენილ მოწმობის გრაფაში – ,,მოწმობის ნომერი“ ან ქაღალდზე ამობეჭდავს დარეგისტრირებულ მოწმობას.
15. გამოწერილი მოწმობის ყველა ეგზემპლარი წარედგინება საბაჟო მოხელეს, რომელიც ამოწმებს პირადნომრიანი ბეჭდით და ხელმოწერით.“;
უ) ინსტრუქციის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 9. მოწმობისა და მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების შენახვა
საბაჟო ორგანოს მიერ მოწმობისა და TIR წიგნაკის რეგისტრაცია და კონტროლიდან მოხსნა რეგისტრირდება სპეციალურ რეგისტრაციის ჟურნალში. შემოსვლაზე იწარმოება ცალკე ჟურნალი, ხოლო გასვლაზე – ცალკე. ამ ინსტრუქციის მე-7 და 81 მუხლებით გათვალისწინებული მოწმობა და TIR-ის წიგნაკის ფურცლები (თეთრი და მწვანე) საბაჟო გამშვები პუნქტებიდან (საბაჟო საგუშაგოებიდან), საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილებიდან, სისტემატიზებული სახით კონტროლზე აყვანიდან და კონტროლიდან მოხსნიდან 7 დღის ვადაში იგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალურ ცენტრებში (საგადასახადო ინსპექციებში). საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) უზრუნველყოფს TIR-ის წიგნაკის ფურცლების (თეთრი და მწვანე) მიღების რეგისტრაციიდან ორი დღის ვადაში შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადაგზავნას. მოწმობაში და ინფორმაციის პროგრამა ASYCUDA-ს მონაცემთა ბაზაში ნებისმიერი ცვლილების შეტანისას დგება აქტი, რომელიც შესაბამის მოწმობასთან ერთად იგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალურ ცენტრებში (საგადასახადო ინსპექციებში).“;
ფ) ინსტრუქციის თავი II-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თავი II. მოწმობის შევსების წესი’’;
ქ) ინსტრუქციის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. გრაფა 5 – ,,საქ. რაოდ.“ – სისტემის მიერ ავტომატურად ეთითება მოწმობის 31-ე გრაფაში მითითებული საქონლის რიგითი ნომრების საერთო რაოდენობა. სარკინიგზო ტრანსპორტით საქონლის გადაადგილებისას თითოეული სარკინიგზო ვაგონის მიხედვით დამატებითი ფურცლების საერთო რაოდენობა.“;
ღ) ინსტრუქციის მე-11 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9. გრაფა 14 – ,,დეკლარანტი/წარმომადგენელი“:
ა) გრაფა არ ივსება საბაჟო ორგანოს მიერ მოწმობის შევსებისას;
ბ) სისტემაში დაშვებული პირის მიერ მოწმობის შევსებისას გრაფაში მიეთითება ამ პირის სრული სახელწოდება და მისამართი. გრაფის ზედა ნაწილში ,,№“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება პირის – გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი.“;
ყ) ინსტრუქციის მე-11 მუხლის მე-12 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) პირველ განყოფილებაში ეთითება:
ა.ა) გამწევი საავტომობილო სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშანი;
ა.ბ) სხვა სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში – გამწევი საშუალების სარეგისტრაციო ნომერი. სარკინიგზო ტრანსპორტის შემთხვევაში – ეთითება რკინიგზის ვაგონების რაოდენობა.“;
შ) ინსტრუქციის მე-11 მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,14. გრაფა 21 ,,სატრანსპორტო საშუალება გამგზავნ საბაჟო ორგანოში“ – გრაფაში აღინიშნება იმ სატრანსპორტო საშუალების (სტაციონარული სატრანსპორტო მოწყობილობის (კონტეინერი, მისაბმელი, ნახევარმისაბმელის) გარდა) მონაცემები, რომლითაც საქონელი წარდგენილ იქნა გამგზავნ საბაჟო ორგანოში, გრაფის:
ა) პირველ ნაწილში მიეთითება სარეგისტრაციო მონაცემი (ავტოტრანსპორტის მარკა, მოდელი, საზღვაო, საჰაერო ხომალდის დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის, ბორტის ნომერი, მისაბმელის (ნახევარმისაბმელი) ნომერი) (არ მიეთითება სარკინიგზო ვაგონის ნომერი);
ბ) მეორე ნაწილში მიეთითება სატრანსპორტო საშუალების (რკინიგზის ვაგონების გარდა) რეგისტრაციის/მფლობელი ქვეყნის კოდი კლასიფიკატორის ნაწილი №3-ის – ,,ქვეყნების, ტერიტორიებისა და ვალუტების კლასიფიკატორის“ მიხედვით. იმ შემთხვევაში, როცა საავტომობილო სატრანსპორტო საშუალება მოხსნილია რეგისტრაციიდან – დროებითი სანომრე ნიშნის გამცემი ქვეყნის კოდი.
15. გრაფა 25 ,,ტრანსპორტის სახე“ – გრაფაში ეთითება მე-18 გრაფაში მითითებული სატრანსპორტო საშუალების კოდი კლასიფიკატორის ნაწილი №10-ის – ,,ტრანსპორტის სახეობების კლასიფიკატორის“ მიხედვით.’’;
ჩ) ინსტრუქციის მე-11 მუხლის მე-17 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) ,,საქონლის აღწერა“ – ეთითება:
ა.ა) გრაფის პირველ ნაწილში მოწმობის 33-ე გრაფაში მითითებული თითოეული სასაქონლო კოდის შესაბამისად საქონლის სავაჭრო ნიშანი, ხოლო სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში – ივსება რკინიგზის თითოეულ ვაგონზე და მიეთითება მხოლოდ ვაგონის ნომერი, რომელშიც განთავსებულია ეს საქონელი;
ა.ბ) მოწმობის 33-ე გრაფაში ხუთზე მეტი სასაქონლო კოდის მითითების აუცილებლობისას, როცა მოწმობა ივსება საბაჟო ორგანოს მოხელის მიერ, პირველ ფურცელზე გრაფის პირველ ნაწილში მიეთითება სიტყვა ,,სხვადასხვა“, ხოლო სატრანსპორტო ზედდებულში მითითებული პირველი ხუთი საქონლის სასაქონლო კოდი მიეთითება დამატებით ფურცლებზე (სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებულის გარდა);
ა.გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტით დადგენილ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი საქონლის გადამაადგილებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოსვლისას (მ.შ. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებულ უცხოეთში რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე) პირველ განყოფილებაში სიტყვა ,,სხვადასხვა“, ხოლო მეორე განყოფილებაში მიეთითება შეფუთვის – ,,ტომრის“ შესატყვისი კოდი;
ა.დ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოში არარეგისტრირებული, ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების თავის სვლით გადაადგილებისას მიეთითება ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაცემები (მარკა, მოდელი, გამოშვების წელი და სხვა).“;
ც) ინსტრუქციის მე-11 მუხლის მე-17 პუნქტის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) საქონლის რამდენიმე კოდის (სარკინიგზო ტრანსპორტის შემთხვევაში აგრეთვე ერთზე მეტი ვაგონის) მითითების შემთხვევაში სისტემაში დაშვებული პირი ან საბაჟო ორგანოს მოხელე (მხოლოდ საქონლის ხუთი კოდის) პროგრამაში ,,ერთეულის დამატება“ ბრძანების მიცემის მეშვეობით ამატებს დამატებით ფურცელს, რომელიც შეიცავს მხოლოდ 31-ე, 32-ე, 33-ე, 35-ე, 38-ე, მე-40 და 44-ე გრაფებს. აღნიშნული გრაფები ივსება ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით;
ე) გრაფის ქვედა განყოფილებაში ეთითება საქონლის დასახელება და სხვა მონაცემები, რაც იძლევა საქონლის იდენტიფიცირების საშუალებას. ხოლო საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოში არარეგისტრირებული, ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების თავის სვლით გადაადგილებისას მიეთითება ავტოსატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN).“;
ძ) ინსტრუქციის მე-11 მუხლის მე-19 და მე-20 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,19. გრაფა 33 – ,,საქონლის კოდი“ – გრაფაში ეთითება 31-ე გრაფაში მითითებული საქონლის კოდი საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად:
ა) ორნიშნა დონეზე, ამასთან, შესაბამისი ჯგუფის ორნიშნა რიცხვის მითითების შემდგომ ეთითება ორი ციფრი ,,00“;
ბ) ოთხნიშნა დონეზე – იმ საქონლის შემთხვევაში, რომლის შემოტანისთვის ან/და გატანისათვის საქართველოს კანონმდებლობით მოითხოვება ლიცენზია ან/და ნებართვა;
გ) ,,0000“ – 31-ე გრაფაში სიტყვა ,,სხვადასხვა“ მითითებისას;
დ) რვანიშნა დონეზე – აქციზური საქონლის (მსუბუქი ავტომანქანის შემთხვევაში ოთხნიშნა), აგრეთვე ნავთობის მსუბუქი, საშუალო, მძიმე დისტილატების შემთხვევაში.“;
20. გრაფა 35 – ,,ბრუტო წონა“ – გრაფაში ეთითება 31-ე გრაფაში მითითებული საქონლის მთლიანი წონა კილოგრამებში სატრანსპორტო დოკუმენტაციის მიხედვით (სატრანსპორტო დოკუმენტაციაში ბრუტო წონის შესახებ სხვადასხვა მონაცემის არსებობისას მიეთითება უმცირესი მონაცემი), რომელიც მოიცავს საქონლის საერთო წონას ყველა სახის შეფუთვასთან ერთად. ამასთან, გრაფაში მონაცემი აღინიშნება მთელი რიცხვის სახით (0,001-დან 0,499 ჩათვლით მრგვალდება – 0, ხოლო 0,500-დან 0,999 ჩათვლით მრგვალდება – 1). მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სატრანსპორტო დოკუმენტაცია არ შეიცავს საქონლის ბრუტო წონის შესახებ ინფორმაციას, აღნიშნულ გრაფაში მიეთითება საერთო წონა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ფიზიკური აწონვის მონაცემის საფუძველზე. ამ შემთხვევაში მოწმობის 44-ე გრაფაში ,,სატრ. დოკუმენტები“ სავალდებულოა მიეთითოს შესაბამისი კოდი კლასიფიკატორის ნაწილი 11-ის – ,,საქონლის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელებისათვის საბაჟო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტებისა და საქონელთან დაკავშირებით სხვა საჭირო ინფორმაციის კლასიფიკატორის“ მიხედვით.“;
წ) ინსტრუქციის მე-11 მუხლის 24-ე და 25-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,24. გრაფა 50 – გრაფის:
ა) განყოფილებაში ,,პრინციპალი“ მიეთითება ,,000“, სისტემის მიერ ავტომატურად ეთითება სიტყვა ,,საერთაშორისო გადაზიდვა“;
ბ) განყოფილებაში ,,წარმდგენი“ მიეთითება სატრანსპორტო დოკუმენტების გამგზავნ საბაჟო ორგანოში წარმდგენი ფიზიკური პირის სახელი, გვარი;
გ) განყოფილებაში ,,თარიღი“ მიეთითება ამ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ფიზიკური პირის პირადი ნომერი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში მიეთითება პასპორტის ნომერი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პასპორტში არ ფიქსირდება პირადი ნომერი;
დ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისას TIR წიგნაკის წარდგენის შემთხვევაში:
დ.ა) განყოფილებაში ,,პრინციპალი“ მიეთითება ,,111“, სისტემის მიერ ავტომატურად ეთითება სიტყვა ,,TIR წიგნაკი“;
დ.ბ) განყოფილებაში ,,წარმდგენი“ მიეთითება TIR წიგნაკის გამგზავნ საბაჟო ორგანოში წარმდგენი ფიზიკური პირის სახელი, გვარი;
დ.გ) განყოფილების ,,თარიღი“ პირველ ნაწილში მიეთითება ამ პუნქტის ,,დ.ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ფიზიკური პირის პირადი ნომერი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში მიეთითება პასპორტის ნომერი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პასპორტში არ ფიქსირდება პირადი ნომერი;
დ.დ) განყოფილების ,,თარიღი“ მეორე ნაწილში ეთითება TIR წიგნაკის გაცემის თარიღი, სისტემაში ინტეგრირებული ,,კალენდრიდან’’ თარიღის არჩევის მეშვეობით;
ე) განყოფილებაში ,,პრინციპალი“:
ე.ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის საჰაერო ან საზღვაო ტრანსპორტით გადაადგილების შემთხვევაში მიეთითება ,,222“, სისტემის მიერ ავტომატურად ეთითება სიტყვა ,,საჰაერო ან საზღვაო;
ე.ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილების შემთხვევაში მიეთითება ,,333“, სისტემის მიერ ავტომატურად ეთითება სიტყვა ,,რკინიგზა“;
ე.გ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისას, როცა საქონლის მიმღები პირი, რომელსაც წარმოეშვა ან შეიძლება წარმოეშვას საბაჟო ვალდებულება, სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოა მიეთითება ,,444“, სისტემის მიერ ავტომატურად ეთითება სიტყვა ,,სახ. ორგანო“;
ე.დ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ნებისმიერი საბაჟო დამუშავების ოპერაციის ქვეშ მოქცეული ან მისთვის განკუთვნილი, აგრეთვე საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრამდე 20-დღიანი ვადით შემოტანილი სეს ესნ-ის 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 კოდებით გათვალისწინებული საქონლის თავისი სვლით გადაადგილების ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვის შემთხვევაში მიეთითება ,,777“, სისტემის მიერ ავტომატურად ეთითება სიტყვა ,,სატრ. საშუალება“;
ე.ე) ჰუმანიტარული, გრანტის ან დიპლომატიური საქონლის სტატუსით საქონლის გადაადგილების შემთხვევაში მიეთითება ,,888“, სისტემის მიერ ავტომატურად ეთითება სიტყვა ,,ჰუმ. გრანტ. დიპ.“;
ე.ვ) საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებისას, იმ შემთხვევაში, როცა საქონლის მიმღები არის საბაჟო გადასახდელებისაგან (მათ შორის, საბაჟო მოსაკრებლის გარეშე) საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად გათავისუფლებული პირი მიეთითება ,,999“, სისტემის მიერ ავტომატურად ეთითება სიტყვა ,,საერთაშ.“;
ე.ზ) ექსპორტის საბაჟო რეჟიმით საქონლის გადაადგილების შემთხვევაში მიეთითება ,,10000“, სისტემის მიერ ავტომატურად ეთითება სიტყვა ,,ექსპორტი.“;
ე.თ) ,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანებით დამტკიცებული ,,ნედლი ნავთობისა და მისი გადამუშავებით მიღებული საქონლის (გარდა ნედლი ნავთობისა, რომელიც გადაადგილდება მილსადენი ტრანსპორტით ან ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით) ნუსხით“ (დანართი №12) გათვალისწინებულ საქონლის გადაადგილებისას მიეთითება ,,20000“, სისტემის მიერ ავტომატურად ეთითება სიტყვა ,,წინასწარი“;
ე.ი) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ფიზიკური პირის მიერ მსუბუქი ავტომანქანით პირადი სარგებლობის ნივთების გადაადგილების შემთხვევაში მიეთითება ,,40000“, სისტემის მიერ ავტომატურად ეთითება სიტყვა ,,პირ. სარგ’’.
25. გრაფა 52 ,,გარანტია“ – გრაფაში:
ა) გამგზავნ საბაჟო ორგანოში საბაჟო ვალდებულების წარმოშობის შემთხვევაში ამ საბაჟო ვალდებულების შესრულების მიზნით ინდივიდუალური გარანტიის წარდგენის შემთხვევაში:
ა.ა) პირველ განყოფილებაში მიეთითება გარანტიის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი;
ა.ბ) მეორე განყოფილებაში მიეთითება გარანტიის სახეობის კოდი ,,გარანტიის სახეობისა და გარანტიის წარდგენისაგან გათავისუფლების კლასიფიკატორის“ (დანართი №4) მიხედვით;
ა.გ) მესამე განყოფილებაში – გარანტიის გამცემი პირის გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისათვის TIR წიგნაკის წარდგენის შემთხვევაში:
ბ.ა) პირველ განყოფილებაში მიეთითება TIR წიგნაკის სერია და ნომერი (სასვენი ნიშნების, შორისის და დეფისის გარეშე);
ბ.ბ) მეორე განყოფილებაში TIR წიგნაკის იმ მოსახევი ფურცლის (ვაუჩერის) რიგითი ნომერი (მითითებულია ფურცლის მარცხენა კიდეზე წითელი შრიფტით PAGE), რომლითაც ხორციელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის კონტროლზე აყვანა;
ბ.გ) მესამე განყოფილებაში – TIR წიგნაკის ყდის მე-2 და მე-3 გრაფების ან მოსახევი ფურცლის მე-4 გრაფაში დასმული სატრანსპორტო ფირმის გარანტიის სახეობის ან გარანტიის წარდგენისაგან გათავისუფლების კოდი ,,გარანტიის სახეობისა და გარანტიის წარდგენისაგან გათავისუფლების კლასიფიკატორის“ (დანართი №4) მიხედვით;
გ) სხვა შემთხვევაში მიეთითება გარანტიის წარდგენისაგან გათავისუფლების კოდი ,,გარანტიის სახეობისა და გარანტიის წარდგენისაგან გათავისუფლების კლასიფიკატორის“ (დანართი N4) მიხედვით.“;
ჭ) ინსტრუქციის მე-11 მუხლის 27-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,27. გრაფა 54 – ,,პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა“ – გრაფაში:
ა) საქონლის რკინიგზით გადაადგილების დროს მიეთითება საქართველოს რკინიგზა, გამოწერილ მოწმობაზე დაესმება რკინიგზის დამღა (ბეჭედი) და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;
ბ) მიეთითება მონაცემები გადამზიდველის შესახებ:
ბ.ა) საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული გადამზიდველის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ.ბ) იმ შემთხვევაში, როცა გადამზიდველი არ არის რეგისტრირებული საქართველოში, გადასახადის გადამხდელად მიეთითება გადამზიდველის დასახელება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სასაზღვრო საბაჟო ორგანოში რჩება სატრანსპორტო ზედდებულის ასლი მოწმობის პირველ ეგზემპლართან ერთად;
ბ.გ) იმ შემთხვევაში, როცა საერთაშორისო გადაზიდვის დამადასტურებელ დოკუმენტში გადამზიდველის გრაფა ცარიელია ან სხვა გრაფაში არ არის მითითებული გადამზიდველის თაობაზე ინფორმაცია, მიეთითება მძღოლის სახელი და გვარი;
გ) აწერს ხელს სატრანსპორტო საშუალების გადამაადგილებელი პასუხისმგებელი პირი.“;
ხ) ინსტრუქციის 111 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 111. გამგზავნ საბაჟო ორგანოში კონტროლის შედეგებთან დაკავშირებით მოწმობის გრაფების შევსების წესი
1. გრაფა ,,მოწმობის ნომერი“ – ავტომატურად ივსება სისტემის მიერ, გამგზავნ საბაჟო ორგანოში მოწმობის რეგისტრაციისას და ენიჭება ,,D“ ნომერი და მიეთითება მოწმობის გამოწერის თარიღი.
2. გრაფა A – ,,გამგზავნი საბაჟო ორგანო“ – ეთითება გამგზავნი საბაჟო ორგანოს კოდი კლასიფიკატორის ნაწილი №2-ის ,,საბაჟო ორგანოებისა და საბაჟო დამუშავების ოპერაციების ადგილების კლასიფიკატორის“ მიხედვით (საბაჟო ორგანოს შესაბამისი კოდის სისტემაში ინტეგრირებული მზა მონაცემებიდან ამორჩევისას სისტემის მიერ ავტომატურად ეთითება საბაჟო ორგანოს დასახელება).
3. გრაფა D – ,,გამგზავნი საბაჟო ორგანოს კონტროლი“ – გრაფა ივსება გაგზავნის საბაჟო ორგანოში, სადაც აისახება საბაჟო კონტროლის შედეგები, კერძოდ:
ა) გრაფის განყოფილებაში ,,შედეგი“ – მიეთითება:
ა.ა) A1 (ამასთან, ლათინური ასო A სავალდებულოა მიეთითოს დიდი შრიფტით), როცა სასაზღვრო საბაჟო ორგანოში განხორციელებული სატრანსპორტო საშუალების გარეგანი (ვიზუალური) დათვალიერების შედეგად საბაჟო კონტროლის შედეგი დამაკმაყოფილებელია;
ა.ბ) A3 (ამასთან, ლათინური ასო A სავალდებულოა მიეთითოს დიდი შრიფტით) – ,,ექვემდებარება დათვალიერებას“;
ა.გ) ექვსციფრა კოდი ,,სამართალდარღვევათა კლასიფიკატორის“ (დანართი №3) მიხედვით და შემდეგ მიეთითება სამართალდარღვევის ოქმის ნომერი (სერიის მითითების გარეშე), იმ შემთხვევაში, როცა გამგზავნ საბაჟო ორგანოში განხორციელებული საბაჟო კონტროლის შედეგად გამოვლენილია საბაჟო ორგანოს ქვემდებარე სამართალდარღვევის ფაქტი. ექვსციფრა კოდი და სამართალდარღვევის ოქმის ნომერი ერთმანეთისგან მძიმით გამოიყოფა;
ბ) გრაფის განყოფილება ,,ლუქი“ – ეთითება:
ბ.ა) შემდეგი კოდირებული მონაცემები:
ბ.ა.ა) 0 – იმ შემთხვევაში, როცა არ არის საჭირო ლუქების დადება;
ბ.ა.ბ) 1 – მხოლოდ სარკინიგზო გადაზიდვის შემთხვევაში, როცა სარკინიგზო ზედნადებში არ არის მითითებული ლუქების შესახებ ინფორმაცია;
ბ.ა.გ) 2 – მხოლოდ სარკინიგზო გადაზიდვის შემთხვევაში, როცა სარკინიგზო ზედნადებში მითითებულია ლუქების შესახებ ინფორმაცია;
ბ.ა.დ) 3 – იმ შემთხვევაში, როცა გამგზავნ საბაჟო ორგანოში წარდგენილ სატრანსპორტო საშუალებაზე უკვე დადებულია ლუქები და გამგზავნი საბაჟო ორგანოს მოხელის მიერ არ ხდება სატრანსპორტო საშუალების გადალუქვა;
ბ.ა.ე) 4 – იმ შემთხვევაში, როცა გამგზავნ საბაჟო ორგანოში წარდგენილ სატრანსპორტო საშუალებაზე არ არის დადებული ლუქები და გამგზავნი საბაჟო ორგანოს მოხელის მიერ ხდება სატრანსპორტო საშუალების დალუქვა;
ბ.ა.ვ) 5 – იმ შემთხვევაში, როცა გამგზავნ საბაჟო ორგანოში წარდგენილ სატრანსპორტო საშუალებაზე დადებულია ლუქები და გამგზავნი საბაჟო ორგანოს მოხელის მიერ ხდება სატრანსპორტო საშუალების დამატებით დალუქვა;
გ) განყოფილება ,,იდენტ“ ივსება განყოფილებაში ,,ლუქი“ კოდირებული მონაცემის ,,4“ ან ,,5“ მითითების შემთხვევაში. ეთითება გამგზავნი საბაჟო ორგანოს მოხელის მიერ დადებული ლუქების რაოდენობა (ციფრებით) და მძიმის შემდეგ მიეთითება ლუქის ნომერი (რამდენიმე ლუქის შემთხვევაში – პირველი და ბოლო ნომერი, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა მძიმით);
დ) გრაფის განყოფილებაში ,,ვადა“ – ეთითება გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ დანიშნულების საბაჟოში, ან დანიშნულების ადგილზე გამოცხადების თარიღი. სისტემაში ინტეგრირებული კალენდრიდან გამგზავნი საბაჟო ორგანოს მოხელე ირჩევს თარიღს და დროს. იმ შემთხვევაში, როცა გამოცხადების ვადა აღემატება ერთ დღეს, გამოცხადების დროდ ჩაითვლება გამოცხადების დღის 24.00 საათი. იმ შემთხვევაში, როცა გამოცხადების ვადა არ აღემატება ერთ დღეს, გამგზავნი საბაჟო ორგანოს მოხელე ვალდებულია მიუთითოს დანიშნულების საბაჟოში, ან დანიშნულების ადგილზე გამოცხადების ზუსტი დრო.“;
ჯ) ამოღებულ იქნეს ინსტრუქციის მე-12 მუხლი;
ჰ) ინსტრუქციის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) რეგისტრაცია ხორციელდება:
გ.ა) სრული დახურვის მეშვეობით, როცა ხდება მოწმობით გადაადგილებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების სასაზღვრო საბაჟო ორგანოს გავლით საზღვრის გადაკვეთა ან მოწმობით გადაადგილებული საქონლის უბაჟო ვაჭრობის პუნქტში წარდგენა და მოწმობას ენიჭება დახურვის ნომერი ,,R“;
გ.ბ) არასრული დახურვის მეშვეობით, როცა ხდება საზღვაო ნავსადგურიდან 10 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში ან/და პირიქით (გარდა იმ საქონლისა, რომლის საქართველოს ტერიტორიიდან გატანა ხორციელდება საზღვაო ტრანსპორტის საშუალებით) საქონლის გადაადგილება და მოწმობას ენიჭება დახურვის ნომერი ,,R“. მოწმობაში მითითებულ საქონლის მთლიან რაოდენობაზე საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმსაზღვრელი სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ან მოწმობის საბაჟო ორგანოში რეგისტრაციისას საბაჟო ორგანოს მოხელე ვალდებულია ელექტრონულად დახუროს მოწმობა;
გ.გ) სრული დახურვის მეშვეობით, როცა ხდება საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოში მოწმობის და მოწმობაში მითითებული საქონლის მთლიან რაოდენობაზე საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმსაზღვრელი სატვირთო საბაჟო დეკლარაციის წარდგენა. ამ შემთხვევაში მოწმობის ,,I“ გრაფის განყოფილებაში ,,შენიშვნა“ საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელი საბაჟო ორგანოს მიერ მიეთითება სატვირთო საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის ნომერი;
გ.დ) არასრული დახურვის მეშვეობით, როცა ხდება საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოში ან სხვა დანიშნულების ადგილზე წარდგენა და მოწმობას ენიჭება დახურვის ნომერი ,,R“. მოწმობაში მითითებული საქონლის მთლიან რაოდენობაზე საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმსაზღვრელი სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ან მოწმობის საბაჟო ორგანოში რეგისტრაციისას საბაჟო ორგანოს მოხელე ვალდებულია ელექტრონულად დახუროს მოწმობა;“;
ჰ1) ინსტრუქციის მე-13 მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,4. მოწმობის ,,C’’ გრაფაში დანიშნულების საბაჟოს მიერ დაესმება საბაჟო დამღა – ,,მოხსნილია კონტროლიდან“. დამღაში მითითებულ ადგილზე პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს და უთითებს კონტროლიდან მოხსნის თარიღს. ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით, სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს დამღის ნომერი და წარწერა.“;
ჰ2) ინსტრუქციის მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 14. საზღვაო ნავსადგურიდან 10 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში, ასევე საბაჟო საწყობიდან საზღვაო ნავსადგურში საქონლის გადაადგილების შემთხვევაში მოწმობის შევსების წესი
1. გრაფა 1 – ,,მოწმობა“ – სისტემის მიერ ავტომატურად ივსება მხოლოდ გრაფის მესამე ნაწილი და ეთითება სიმბოლო – T1.
2. გრაფა 2 – ,,ექსპორტიორი“ – მიეთითება:
ა) საქონლის გამგზავნის/ექსპორტიორის, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობისას), სრული სახელწოდება (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პირადი ნომერი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში მიეთითება პასპორტის ნომერი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პასპორტში არ ფიქსირდება პირადი ნომერი) და მისამართი. თუ გამგზავნი ერთ პირზე მეტია, გრაფის პირველ რიგში აღინიშნება ,,სხვადასხვა“, ქვედა რიგში – გამგზავნის/ექსპორტიორის შესახებ ინფორმაცია, რომელშიც აისახება გადასახადის გადამხდელის სრული სახელწოდება (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პირადი ნომერი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში მიეთითება პასპორტის ნომერი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პასპორტში არ ფიქსირდება პირადი ნომერი) და მისამართი (ამ შემთხვევაში არ მიეთითება მხოლოდ გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი). სახელწოდება და მისამართი ერთმანეთისგან მძიმით გამოიყოფა;
ბ) ,,უცნობი“ თუ ზოგადი დეკლარირებისთვის წარდგენილ დოკუმენტებში არ არის მითითებული საქონლის გამგზავნი/ექსპორტიორი.
3. გრაფა 3 – ,,ფორმა“ – გრაფის პირველ ნაწილში სისტემის მიერ ავტომატურად ეთითება ფურცლის რიგითი ნომერი, ხოლო მეორე ნაწილში – მოწმობის ძირითადი და დამატებითი ფურცლების საერთო რაოდენობა.
4. გრაფა 4 – გრაფაში მიეთითება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ან გასატანი, ან გადაადგილებული საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენების განზრახვის, ან სავარაუდოდ გამოსაყენებელი საბაჟო პროცედურის შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
ა) საზღვაო ნავსადგურიდან 10 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობის დანიშნულებით საზღვაო ნავსადგურიდან საქონლის გადაადგილების შემთხვევაში – ,,03“;
ბ) საზღვაო ნავსადგურიდან 10 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობიდან საზღვაო ნავსადგურის დანიშნულებით საქონლის გადაადგილების შემთხვევაში – ,,13“.
5. გრაფა 5 – ,,საქ. რაოდ.“ – სისტემის მიერ ავტომატურად ეთითება მოწმობის 31-ე გრაფაში მითითებული საქონლის რიგითი ნომრების საერთო რაოდენობა.
6. გრაფა 6 – ,,ადგ. რაოდენობა“ – ეთითება 31-ე გრაფაში მითითებული საქონლის სატვირთო ადგილების (ყუთები, ქვეში და ა.შ. ეთითება მთლიანი რაოდენობა იმ უმცირესი შეფუთვისა, რომელიც მოცემულია სატრანსპორტო დოკუმენტებში, როგორც სატვირთო ადგილი) საერთო რაოდენობა, რომელიც მოცემულია სატრანსპორტო დოკუმენტებში.
7. გრაფა 7 – ,,საცნობარო ნომერი“ – ეთითება მოწმობის უნიკალური ნომერი, რომელიც ენიჭება სისტემაში დაშვებული თითოეული პირის ან თითოეული საბაჟო ორგანოს მიერ სისტემაში დაშვებული პირის ან საბაჟო ორგანოს მოხელის მიერ მოწმობის ელექტრონულად შევსების რეგისტრაციისას.
8. გრაფა 8 – ,,იმპორტიორი“ – გრაფაში ეთითება:
ა) საქონლის მიმღების:
ა.ა) იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის – სრული სახელწოდება, მისამართი, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობისას);
ა.ბ) ფიზიკური პირის – სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში მიეთითება პასპორტის ნომერი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პასპორტში არ ფიქსირდება პირადი ნომერი. ინდივიდუალური საწარმოს შემთხვევაში – გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ) თუ საქონლის მიმღები ერთ პირზე მეტია, გრაფის პირველ რიგში აღინიშნება ,,სხვადასხვა“, მომდევნო რიგში მიმღების შესახებ ინფორმაცია, რომელშიც აისახება მათი სრული სახელწოდება (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პირადი ნომერი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში მიეთითება პასპორტის ნომერი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პასპორტში არ ფიქსირდება პირადი ნომერი) და მისამართი (ამ შემთხვევაში არ მიეთითება მხოლოდ გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი). სახელწოდება და მისამართი ერთმანეთისგან მძიმით გამოიყოფა;
გ) თუ ზოგადი დეკლარირებისთვის წარდგენილ დოკუმენტებში არ არის მითითებული საქონლის იმპორტიორი, მიეთითება ,,უცნობი“.
9. გრაფა 14 – ,,დეკლარანტი/წარმომადგენელი“:
ა) გრაფა არ ივსება საბაჟო ორგანოს მიერ მოწმობის შევსებისას;
ბ) სისტემაში დაშვებული პირის მიერ მოწმობის შევსებისას გრაფაში მიეთითება ამ პირის სრული სახელწოდება და მისამართი. გრაფის ზედა ნაწილში ,, №“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება პირის გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი.
10. გრაფა 15 – ,,გამომგზავნი ქვეყანა“ – მიეთითება იმ ქვეყნის დასახელება და კოდი კლასიფიკატორის ნაწილი №3-ის – ,,ქვეყნების, ტერიტორიებისა და ვალუტების კლასიფიკატორის“ შესაბამისად, საიდანაც გამოგზავნილია საქონელი სატრანსპორტო დოკუმენტების მიხედვით.
11. გრაფა 17 – ,,დანიშნულების ქვეყანა“ – ეთითება იმ ქვეყნის დასახელება და კოდი, კლასიფიკატორის ნაწილი №3-ის – ,,ქვეყნების, ტერიტორიებისა და ვალუტების კლასიფიკატორის“ შესაბამისად, სადაც სატრანსპორტო დოკუმენტაციაში დაფიქსირებული ინფორმაციით დასრულდება ან შეჩერდება საქონლის საერთაშორისო გადაზიდვა (რამდენიმე დანიშნულების ქვეყნის არსებობის შემთხვევაში მიეთითება პირველი).
12. გრაფა 18 – ,,გამწევი სატრ. საშ. ნომერი გამგზავნ საბაჟო ორგანოში“ – გრაფის:
ა) პირველ განყოფილებაში ეთითება გამწევი საავტომობილო სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშანი;
ბ) მეორე განყოფილებაში ეთითება ამ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის/მფლობელი ქვეყნის კოდი კლასიფიკატორის ნაწილი №3-ის – ,,ქვეყნების, ტერიტორიებისა და ვალუტების კლასიფიკატორის“ შესაბამისად. იმ შემთხვევაში, როცა:
ბ.ა) სატრანსპორტო საშუალება შედგება რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებისგან, მიეთითება გამწევი სატრანსპორტო საშუალების (საწევარას) რეგისტრაციის/მფლობელი ქვეყნის კოდი (მაგ., რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებისგან შემდგარი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მითითებისას ეთითება საწევარას სანომრე ნიშანი და რეგისტრაციის ქვეყნის კოდი);
ბ.ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალება მოხსნილია რეგისტრაციიდან, დროებითი სანომრე ნიშნის გამცემი ქვეყნის კოდი.
13. გრაფა 19 – ,,კტ.“ – როცა საქონელი:
ა) არ გადაიზიდება კონტეინერით, გრაფა რჩება ცარიელი;
ბ) გადაიზიდება კონტეინერით, შემვსები პირის მიერ გრაფაში მონაცემის შეტანისას ავტომატურად ეთითება შესაბამისი სიმბოლო, რომლის შედეგად შესაძლებელი გახდება 31-ე გრაფის, კონტეინერის შესახებ მონაცემის შესატან სპეციალურ ნაწილში, ინფორმაციის შეტანა.
14. გრაფა 21 – ,,სატრანსპორტო საშუალება გამგზავნ საბაჟო ორგანოში“ – გრაფაში აღინიშნება იმ სატრანსპორტო საშუალების (სტაციონარული სატრანსპორტო მოწყობილობის (კონტეინერი, მისაბმელი, ნახევარმისაბმელის) გარდა) მონაცემები, რომლითაც საქონელი წარდგენილ იქნა გამზავნ საბაჟო ორგანოში, გრაფის:
ა) პირველ ნაწილში მიეთითება:
ა.ა) სახეობა (ავტოსატრანსპორტო საშუალება; რკინიგზა, საზღვაო, საჰაერო);
ა.ბ) სარეგისტრაციო მონაცემი (ავტოტრანსპორტის მარკა, მოდელი, საზღვაო, საჰაერო ხომალდის დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის, ბორტის ნომერი (არ მიეთითება სარკინიგზო ვაგონის ნომერი);
ბ) მეორე ნაწილში მიეთითება სატრანსპორტო საშუალების (რკინიგზის ვაგონების გარდა) რეგისტრაციის/მფლობელი ქვეყნის კოდი კლასიფიკატორის ნაწილი №3-ის – ,,ქვეყნების, ტერიტორიებისა და ვალუტების კლასიფიკატორის“ მიხედვით. იმ შემთხვევაში, როცა საავტომობილო სატრანსპორტო საშუალება მოხსნილია რეგისტრაციიდან – დროებითი სანომრე ნიშნის გამცემი ქვეყნის კოდი.
15. გრაფა 25 – ,,ტრანსპორტის სახე“ – გრაფაში ეთითება მე-18 გრაფაში მითითებული სატრანსპორტო საშუალების კოდი კლასიფიკატორის ნაწილი №10-ის– ,,ტრანსპორტის სახეობების კლასიფიკატორის“ მიხედვით.
16. გრაფა 27 – ,,დანიშნულების ადგილი“ – გრაფაში ეთითება საზღვაო ნავსადგურიდან 10 კილომეტრის რადიუსში მდებარე საბაჟო საწყობის ხუთნიშნა ციფრული კოდი დანიშნულების ადგილის კლასიფიკატორის მიხედვით, რომელიც მტკიცდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და ცხადდება საჯაროდ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 57-ე მუხლის შესაბამისად ან ეთითება საზღვაო ნავსადგურის ციფრული კოდი კლასიფიკატორის ნაწილი №13-ის – ,,საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მოქმედი საბაჟო საწყობების, (ღია ან დახურული), დროებითი შენახვის საწყობების (ღია ან დახურული), უბაჟო ვაჭრობის პუნქტებისა და შენახვის სხვა ადგილების კლასიფიკატორის“ მიხედვით.
17. გრაფა 31 – ,,ადგილების აღწერა და რაოდ.“ – გრაფაში:
ა) ,,საქონლის აღწერა“ – ეთითება:
ა.ა) მოწმობის 33-ე გრაფაში მითითებული თითოეული სასაქონლო კოდის შესაბამისად საქონლის სავაჭრო ნიშანი;
ა.ბ) სიტყვა ,,სხვადასხვა“ – მოწმობის 33-ე გრაფაში ხუთზე მეტი სასაქონლო კოდის მითითების აუცილებლობისას, როცა მოწმობა ივსება საბაჟო ორგანოს მოხელის მიერ;
ა.გ) მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია საქონლის შესახებ ზუსტი მონაცემების არარსებობისას, რაც არ იძლევა საქონლის საბაჟო მიზნით იდენტიფიცირების შესაძლებლობას;
ბ) ,,სატვირთო ადგილების რაოდენობა, სახეობა“ – შემდეგი რიგითობით ეთითება მონაცემები:
ბ.ა) პირველ განყოფილებაში – სატვირთო ადგილების რაოდენობა;
ბ.ბ) მეორე განყოფილებაში – სისტემაში ინტეგრირებული მზა მონაცემებიდან ამორჩეული საქონლის შეფუთვის კოდი კლასიფიკატორის ნაწილი №12-ის – ,,საქონლის შეფუთვის მდგომარეობის კლასიფიკატორის“ მიხედვით (იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო დოკუმენტში არ არის მითითებული შეფუთვის თაობაზე ინფორმაცია, ეთითება შეფუთვის სახეობის სხვა შესაბამისი კოდი);
ბ.გ) მესამე განყოფილებაში – მეორე განყოფილებაში ამორჩეული კოდის შესაბამისი შეფუთვის დასახელება (ივსება სისტემის მიერ ავტომატურად);
გ) ,,კონტეინერის №“ – შესაძლებელია მიეთითოს მხოლოდ 2 კონტეინერის საიდენტიფიკაციო ნომერი;
დ) საქონლის რამდენიმე კოდის მითითების შემთხვევაში დეკლარანტი ან საბაჟო ორგანოს მოხელე (მხოლოდ საქონლის ხუთი კოდის) პროგრამაში ,,ერთეულის დამატება“ ბრძანების მიცემის მეშვეობით ამატებს დამატებით ფურცელს, რომელიც შეიცავს მხოლოდ 31-ე, 32-ე, 33-ე, 35-ე, 38-ე, მე-40 და 44-ე გრაფებს. აღნიშნული გრაფები ივსება ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით;
ე) გრაფის ქვედა განყოფილებაში ეთითება საქონლის დასახელება და სხვა მონაცემები, რაც იძლევა საქონლის იდენტიფიცირების საშუალებას.
18. გრაფა 32 – ,,საქ.№“ – სისტემის მიერ ავტომატურად ეთითება 31-ე გრაფაში მითითებული საქონლის რიგითი ნომერი.
19. გრაფა 33 – ,,საქონლის კოდი“ – გრაფაში ეთითება 31-ე გრაფაში მითითებული საქონლის კოდი საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად:
ა) ორნიშნა დონეზე, ამასთან შესაბამისი ჯგუფის ორნიშნა რიცხვის მითითების შემდგომ, ეთითება ორი ციფრი ,,00“;
ბ) ოთხიშნა დონეზე – იმ საქონლის შემთხვევაში, რომლის შემოტანისთვის ან/და გატანისათვის საქართველოს კანონმდებლობით მოითხოვება ლიცენზია ან/და ნებართვა;
გ) რვანიშნა დონეზე – აქციზური საქონლის (მსუბუქი ავტომანქანის შემთხვევაში ოთხნიშნა), აგრეთვე ნავთობის მსუბუქი, საშუალო, მძიმე დისტილატების შემთხვევაში;
დ) როცა საქონლის თაობაზე საბაჟო ორგანოში წარდგენილი ინფორმაცია არ არის საკმარისი აღნიშნული გრაფის შესავსებად მიეთითება ,,0000.“
20. გრაფა 35 – ,,ბრუტო წონა“ – გრაფაში ეთითება 31ე გრაფაში მითითებული საქონლის მთლიანი წონა კილოგრამებში სატრანსპორტო დოკუმენტაციის მიხედვით (სატრანსპორტო დოკუმენტაციაში ბრუტო წონის შესახებ სხვადასხვა მონაცემის არსებობისას მიეთითება უმცირესი მონაცემი), რომელიც მოიცავს საქონლის საერთო წონას ყველა სახის შეფუთვასთან ერთად. ამასთან, გრაფაში მონაცემი აღინიშნება მთელი რიცხვის სახით (0,001-დან 0,499-ის ჩათვლით მრგვალდება – 0, ხოლო 0,500-დან 0,999-ის ჩათვლით მრგვალდება – 1). მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სატრანსპორტო დოკუმენტაცია არ შეიცავს საქონლის ბრუტო წონის შესახებ ინფორმაციას, აღნიშნულ გრაფაში მიეთითება საერთო წონა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ფიზიკური აწონვის მონაცემის საფუძველზე. ამ შემთხვევაში სავალდებულოა მიეთითოს შესაბამისი კოდი კლასიფიკატორის ნაწილი №11-ის – ,,საქონლის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელებისათვის საბაჟო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტებისა და საქონელთან დაკავშირებით სხვა საჭირო ინფორმაციის კლასიფიკატორის“ მიხედვით. ამასთან, ნავსადგურში აწონვის შეუძლებლობისას გრაფაში მიეთითება ციფრი ,,1“.
21. გრაფა 38 – ,,ნეტო წონა“ – გრაფაში ეთითება 31-ე გრაფაში მითითებული საქონლის ნეტო წონა კილოგრამებში, სატრანსპორტო დოკუმენტაციის მიხედვით (სატრანსპორტო დოკუმენტაციაში ნეტო წონის შესახებ სხვადასხვა მონაცემის არსებობისას მიეთითება უმცირესი მონაცემი), რომელიც მოიცავს საქონლის წონას ყველა სახის შეფუთვის გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის წონა 1 კგ-ზე ნაკლებია (მაგ. ძვირფასი ლითონები), 38-ე გრაფაში ჩაიწერება – 1. იმ შემთხვევაში, როცა სატრანსპორტო დოკუმენტაციაში არ არის მითითებული ნეტო წონის შესახებ ინფორმაცია, აღნიშნული გრაფა არ ივსება.
22. გრაფა 40 – ,,საერთო დეკლარაცია/წინმსწრები დოკუმენტი“ – გრაფაში ეთითება წინმსწრები მოწმობის (დეკლარაციის) სარეგისტრაციო ნომერი.
23. გრაფა 44 – ,,სატრ. დოკუმენტები“ – გრაფის:
ა) პირველ განყოფილებაში მიეთითება სისტემაში ინტეგრირებული მზა მონაცემებიდან ამორჩეული, მოწმობასთან ერთად საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის, ან ტერიტორიიდან გატანის, ან ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის სავალდებულოდ (ლიცენზია, ნებართვა, სერტიფიკატი ან სხვა) წარსადგენი, აგრეთვე საბაჟო ორგანოში წარდგენილი სხვა დოკუმენტების კოდები კლასიფიკატორის ნაწილი №11-ის – ,,საქონლის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელებისათვის საბაჟო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტებისა და საქონელთან დაკავშირებით სხვა საჭირო ინფორმაციის კლასიფიკატორის“ მიხედვით;
ბ) მეორე განყოფილებაში:
ბ.ა) სისტემის მიერ ავტომატურად ეთითება ამორჩეული კოდის შესაბამისი დოკუმენტის დასახელება. მოწმობის შემვსები ვალდებულია წაშალოს ავტომატურად გამოსახული მონაცემი და მიუთითოს დოკუმენტის ინდივიდუალური ნომერი. სატრანსპორტო საშუალების გამგზავნ საბაჟო ორგანოში აწონვის შემთხვევაში მიეთითება წონა ციფრებით კგ-ში;
ბ.ბ) საბაჟო ორგანოს მოხელის მიერ მიეთითება საქონლის გადაადგილების საბაჟო მარშრუტი იმ შემთხვევაში, როცა ავტოსატრანსპორტო საშუალების საგაბარიტო პარამეტრები ან/და დატვირთვა აღემატება კანონმდებლობით ნებადართულ მაჩვენებლებს და შეუძლებელია ასეთი პარამეტრების კორექტირება ან/და ტვირთი არ ექვემდებარება დაშლა-დანაწილებას გამგზავნ საბაჟო ორგანოში;
გ) მესამე განყოფილებაში მოწმობის შემვსების მიერ მიეთითება მეორე განყოფილებაში მითითებული დოკუმენტის გაცემის (რეგისტრაციის) თარიღი, სისტემაში ინტეგრირებული კალენდრის მეშვეობით.
24. გრაფა 50 – ,,პრინციპალი“ – გრაფის:
ა) განყოფილებაში ,,პრინციპალი“ მიეთითება ციფრი ,,50000“, სისტემის მიერ ავტომატურად ეთითება სიტყვა ,,10 კმ რადიუსი“;
ბ) გრაფის განყოფილებაში ,,წარმდგენი“ მიეთითება გამწევი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ფიზიკური პირის სახელი და გვარი;
გ) გრაფის განყოფილებაში ,,თარიღი“ მიეთითება ამ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ფიზიკური პირის პირადი ნომერი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში მიეთითება პასპორტის ნომერი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პასპორტში არ ფიქსირდება პირადი ნომერი;
25. გრაფა 52 – ,,გარანტია“ – გრაფაში მიეთითება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისათვის გარანტიის წარდგენისაგან გათავისუფლების კოდი ,,გარანტიის სახეობისა და გარანტიის წარდგენისაგან გათავისუფლების კლასიფიკატორის“ (დანართი №4) მიხედვით;
26. გრაფა 53 – ,,დანიშნულების საბაჟო და ქვეყანა“ – გრაფაში გამგზავნი საბაჟო ორგანოს მოხელის მიერ მიეთითება:
ა) დანიშნულების საბაჟოს კოდი კლასიფიკატორის ნაწილი №2-ის – ,,საბაჟო ორგანოებისა და საბაჟო დამუშავების ოპერაციების ადგილების კლასიფიკატორის“ მიხედვით (საბაჟო ორგანოს შესაბამისი კოდის სისტემაში ინტეგრირებული მზა მონაცემებიდან ამორჩევისას სისტემის მიერ ავტომატურად ეთითება საბაჟო ორგანოს დასახელება);
ბ) დანიშნულების ქვეყანა – ეთითება იმ ქვეყნის კოდი კლასიფიკატორის ნაწილი №3-ის – ,,ქვეყნების, ტერიტორიებისა და ვალუტების კლასიფიკატორის“ მიხედვით, სადაც სატრანსპორტო დოკუმენტაციაში დაფიქსირებული ინფორმაციით დასრულდება საქონლის საერთაშორისო გადაზიდვა. საქართველოს შემთხვევაში აღნიშნული გრაფა არ ივსება.
27. გრაფა 54 – ,,პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა“ – გრაფაში:
ა) საქონლის რკინიგზით გადაადგილების დროს მიეთითება საქართველოს რკინიგზა, გამოწერილ მოწმობაზე დაესმება რკინიგზის დამღა (ბეჭედი) და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;
ბ) მიეთითება მონაცემები გადამზიდველის შესახებ:
ბ.ა) საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული გადამზიდველის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ.ბ) იმ შემთხვევაში, როცა გადამზიდველი არ არის რეგისტრირებული საქართველოში გადასახადის გადამხდელად, მიეთითება გადამზიდველის დასახელება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევაში სასაზღვრო საბაჟო ორგანოში რჩება სატრანსპორტო ზედდებულის ასლი მოწმობის პირველ ეგზემპლართან ერთად;
ბ.გ) იმ შემთხვევაში, როცა საერთაშორისო გადაზიდვის დამადასტურებელ დოკუმენტში გადამზიდველის გრაფა ცარიელია ან სხვა გრაფაში არ არის მითითებული გადამზიდველის თაობაზე ინფორმაცია, მიეთითება მძღოლის სახელი და გვარი;
გ) აწერს ხელს სატრანსპორტო საშუალების გადამაადგილებელი პასუხისმგებელი პირი.
28. გრაფა 55 – ,,გადატვირთვა“ – საქართველოს საბაჟო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქონლის მფლობელის/მესაკუთრის მოთხოვნის საფუძველზე საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია საქონლის ერთი სატრანსპორტო საშუალებიდან სხვა სატრანსპორტო საშუალებაში, ან/და კონტეინერიდან კონტეინერში საბაჟო ზედამხედველობით გადატვირთვის ოპერაციის დასრულებისთანავე, გამოწერილ მოწმობაში ხელით, ხოლო მომდევნო სამუშაო დღის 12 საათამდე სისტემაში, შეიტანოს გადატვირთვის შესახებ ამ პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“, ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებში მითითებული მონაცემები, კერძოდ:
ა) ,,ადგილი და ქვეყანა“ – მიეთითება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულისა და დასახლებული პუნქტის (თუ გადატვირთვის აუცილებლობა წარმოიშვა დასახლებული პუნქტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე) დასახელება;
ბ) ,,ახალი სატრანს. საშ. იდენტ.“ ახალი სატრანსპორტო საშუალების შესახებ მოწმობის მე-18 გრაფაში მონაცემების შეტანისთვის დადგენილი წესით;
გ) ,,კტ“ ახალ კონტეინერში საქონლის გადატვირთვისას კონტეინერის ველის გასააქტიურებელ კვადრატში დასვას ციფრი ,,1“ და მეორე ნაწილში მიუთითოს კონტეინერის ნომერი. იმ შემთხვევაში, თუ არ ხდება ახალ კონტეინერში საქონლის ჩატვირთვა, აღნიშნულ კვადრატში ეთითება ,,0“;
დ) ,,ახალი კონტეინ. იდენტ“ ივსება, როცა განყოფილებაში ,,კტ“ მითითებულია კოდირებული მონაცემი ,,1“, ასეთ დროს ეთითება გამგზავნი საბაჟო ორგანოს მოხელის მიერ დადებული ლუქების რაოდენობა (ციფრებით);
ე) ,,ლუქის ახალი №“:
ე.ა) ეთითება შემდეგი კოდირებული ციფრული მონაცემები:
ე.ა.ა) 0 – იმ შემთხვევაში, როცა არ არის საჭირო ლუქების დადება;
ე.ა.ბ) 1 – მხოლოდ სარკინიგზო გადაზიდვის შემთხვევაში, როცა სარკინიგზო ზედნადებში არ არის მითითებული ლუქების შესახებ ინფორმაცია;
ე.ა.გ) 2 – მხოლოდ სარკინიგზო გადაზიდვის შემთხვევაში, როცა სარკინიგზო ზედნადებში მითითებულია ლუქების შესახებ ინფორმაცია;
ე.ა.დ) 5 – იმ შემთხვევაში, როცა სატრანსპორტო საშუალებაზე იდება ლუქები;
ე.ბ.) ,,იდენტ.“ – გრაფის განყოფილებაში ,,ლუქის ახალი №“ კოდირებული მონაცემის ,,5“ მითითებისას ეთითება გამგზავნი საბაჟო ორგანოს მოხელის მიერ დადებული ლუქების რაოდენობა (ციფრებით) და მძიმის შემდეგ მიეთითება ლუქის ნომერი (რამდენიმე ლუქის შემთხვევაში – პირველი და ბოლო ნომერი, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა მძიმით);
ვ) ,,ხელმოწერა“, ,,ბეჭედი“ – მონაცემების სინამდვილის დადასტურებისთვის მოაწეროს ხელი და დასვას პირადნომრიანი ბეჭედი.
29. მოწმობის ელექტრონული ფორმატის 56-ე გრაფაში – ,,გადაადგილებისას მომხდარი ინციდენტი“ – 55-ე გრაფის შევსების შემთხვევაში ან სხვა საჭიროებისას ელექტრონულად საბაჟო ორგანოს მოხელის მიერ ეთითება მოკლე ინფორმაცია (მ.შ. საბაჟო ორგანოში აღნიშნულის შესახებ შეტყობინების მიღების თარიღი და დრო) გადაადგილებისას მომხდარი ავარიის ან სხვა დაუძლეველი ძალის თაობაზე, აგრეთვე მოწმობის დახურვის არასწორად რეგისტრირების შემთხვევაში მოწმობის დახურვის რეგისტრაციის გაუქმებისას.“;
ჰ3) ინსტრუქციას დაემატოს მე-17 მუხლი შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 17. საბაჟო კონტროლის სპეციალური საშუალება
საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ამსახველი ელექტრონული ფორმატის სურათის ელექტრონულ მოწმობაში სავალდებულო ასახვის მიზნით, გამგზავნ ან დანიშნულების საბაჟოში ტვირთის X-Ray რენტგენული ინსპექტირების სისტემების ან სხვა ელექტრონული სისტემების დანერგვა განხორციელდეს ერთი წლის განმავლობაში ეტაპობრივად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ საბაჟო ორგანოში. ტვირთის X-Ray რენტგენული ინსპექტირების სისტემების ან სხვა ელექტრონული სისტემების მეშვეობით პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე ამ სისტემების მეშვეობით მიღებული სურათის ელექტრონულ მოწმობაში ასახვის წესი განისაზღვროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.
3. ბრძანებიდან ამოღებულ იქნეს ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა №2“ (დანართი №2).
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები