,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ფონდ ,,ირმის ნახტომის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №426 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ფონდ ,,ირმის ნახტომის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №426 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 831
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 01/10/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 149, 10/10/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 30/01/2009
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.242
831
01/10/2008
სსმ, 149, 10/10/2008
040.030.000.22.022.012.242
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ფონდ ,,ირმის ნახტომის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №426 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.242

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №831

2008 წლის 1 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფონდ „ირმის ნახტომის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №426 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფონდ „ირმის ნახტომის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №426 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ანგარიშვალდებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის და სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე.“;

ბ) ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლს დაემატოს 21 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. აღმასრულებელი დირექტორის მიერ უფლე-ბამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. დირექტორის მოადგილის კომპეტენცია განისაზღვრება აღმასრულე-ბელი დირექტორის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

გ) ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ„ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფონდის თანამშრომლებს, აფორმებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს;“;

 ე) განკარგავს ფონდის თანხებს, ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად;“;

დ) ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „ი“, „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს ფონდის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ;

კ) უფლება აქვს მოიწვიოს სპეციალისტები, ხელშეკრულების საფუძველზე, კონკრეტული საქმიანობის განსახორციელებლად;

ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

მ) ამტკიცებს ფონდის შინაგანაწესს;

ნ) ახორციელებს ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებულ, კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“;

ე) ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ფონდის საქმიანობის განხორციელებას უზრუნველყოფს ფონდის ადმინისტრაცია. ადმინისტრაციის სტრუქტურას და საშტატო განრიგს ამტკიცებს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი                                                ა. ჩიკვაიძე