,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 227
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 30/09/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 143, 30/09/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.22.027.012.231
  • Word
227
30/09/2008
სსმ, 143, 30/09/2008
010.240.020.22.027.012.231
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.22.027.012.231

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №227

2008 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებით (სსმ III, 2008 წ., №40, მუხ. 457) დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 15.

1. გენერალური ინსპექცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ თანამდებობის პირს მიმართავს წარდგინებით კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების, მათი გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების აღმოფხვრის თაობაზე.

2. გენერალური ინსპექცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით, მინისტრს მიმართავს წარდგინებით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.

3. გენერალური ინსპექცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს წარუდგენს მოთხოვნას დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ. გენერალური ინსპექციის მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა.“.

მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) შიმშილობის დროს ბრალდებულთა, განსასჯელთა და მსჯავრდებულთა სამედიცინო მომსახურებასა და მოშიმშილეთა პირად საქმისწარმოებაზე ზედამხედველობას;“;

ბ) ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) ბრალდებულთა, განსასჯელთა და მსჯავრდებულთა კვების რაციონის მონიტორინგს;“

გ) ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ვ) ბრალდებულთა, განსასჯელთა და მსჯავრდებულთა საკარანტინო, სამედიცინო და კომპლექსური სანიტარიული დამუშავების მონიტორინგს;“;

დ) ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ზ) დაავადებულ ბრალდებულთა, განსასჯელთა და მსჯავრდებულთა დროული ჰოსპიტალიზაციის ორგანიზებისა და გამოჯანმრთელებულთა სამედიცინო დაწესებულებიდან დროულად გაწერის მონიტორინგს;“;

ე) თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თ) სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ბრალდებულთა, განსასჯელთა და მსჯავრდებულთა პროფილაქტიკური გამოკვლევებითა და აცრებით უზრუნველყოფის მონიტორინგს;“.

    მუხლი 2

დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში საქართველოს იუსტიციის მინისტრს წარუდგინონ წინადადებები შესაბამისი აქტების ამ ბრძანებასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

    მუხლი 3

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გვარამია