დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამდებობრივი სარგოების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის №12 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 225 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/09/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 143, 30/09/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/01/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.320.010.22.027.012.229 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.027.012.229
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №225
2008 წლის 30 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამდებობრივი სარგოების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის №12 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამდებობრივი სარგოების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის №12 (სსმ III, 18.01.2008 წ., №7, მუხ. 82) ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდგი ცვლილებები:
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის (სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის გარდა) საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები (დანართი №1, დანართი №3).“.
2. ბრძანების დანართი №2 ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 ოქტომბრიდან.
ნ. გვარამია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები