დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ,,მზღვეველის ფინანსური ანგარიშგების ფორმებისა და მათი საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოში წარდგენის ვადის განსაზღვრის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | სხვა ადმინისტრაციული ორგანო |
| მიღების თარიღი | 19/09/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 145, 02/10/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/03/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 290.160.000.40.036.012.217 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/10/2008 - 09/03/2010)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 290.160.000.40.036.012.217
საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის
ბრძანება №7
2008 წლის 19 სექტემბერი
ქ. თბილისი
მზღვეველის ფინანსური ანგარიშგების ფორმებისა და მათი საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოში წარდგენის ვადის განსაზღვრის შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის, მე-20 მუხლის „გ“ პუქტისა და „საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს დროებითი რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2008 წლის 24 აპრილის №1 ბრძანების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა.დ“ და „ა.ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს მზღვეველის ფინანსური ანგარიშგების თანდართული ფორმები.
2. საქართველოში მოქმედმა თითოეულმა ლიცენზირებულმა მზღვეველმა უზრუნველყოს ფინანსური ანგარიშგების საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოსთვის წარდგენა ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით ყოველი კალენდარული კვარტალის დასრულებიდან 25 დღის ვადაში.
3. მზღვეველი პასუხისმგებელია ანგარიშგების დროულად წარდგენაზე და წარდგენილი ანგარიშგების სისწორეზე.
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთნავე.
გ. ქადაგიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები