დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საავტომობილო, სპეციალური და ჯავშანსატანკო კოლონების გაცილების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის, სამხედრო პატრულის სამმართველოსა და რეგიონალური სამმართველოების საპატრულო სამსახურების, ეკიპაჟების მოქმედებების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 2 ივლისის №365 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 538 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/09/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 142, 26/09/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.340.000.22.026.012.213 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.012.213
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №538
2008 წლის 23 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საავტომობილო, სპეციალური და ჯავშანსატანკო კოლონების გაცილების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის, სამხედრო პატრულის სამმართველოსა და რეგიონალური სამმართველოების საპატრულო სამსახურების, ეკიპაჟების მოქმედებების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 2 ივლისის №365 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „საავტომობილო, სპეციალური და ჯავშანსატანკო კოლონების გაცილების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის, სამხედრო პატრულის სამმართველოსა და რეგიონალური სამმართველოების საპატრულო სამსახურების, ეკიპაჟების მოქმედებების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 2 ივლისის №365 ბრძანებაში (სსმ III, 08.07.2008წ., №96, მუხ. 1061) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ინსტრუქციის მე-5 მუხლის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) თუ კოლონას ორი საპატრულო ეკიპაჟი აცილებს, ერთ-ერთის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში მიმმართველი ხდება გამართული საპატრულო ავტომანქანა, ხოლო კოლონის ბოლო მანქანაში ხელის რადიოსადგურით გადაჯდება ამ საპატრულო ავტომანქანის ეკიპაჟის მესამე წევრი და მოქმედებს ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის შესაბამისად.“.
ბ) ინსტრუქციის მე-7 და მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7
საპატრულო ეკიპაჟი სამზე ნაკლები რაოდენობის ტექნიკის გაცილებისას უნდა ემორჩილებოდეს საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნებს, ხოლო გადასაზიდი ტვირთის მნიშვნელობიდან გამომდინარე იმოქმედოს ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის „კ“ ქვეპუნქტით და ტექნიკის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით მოსთხოვოს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს მოძრაობის შეჩერება.
მუხლი 8
თუ საპატრულო ავტომობილი აცილებს სპეციალურ ტექნიკას, რომელსაც გადაჰყავს ავადმყოფი სამკურნალო დაწესებულებაში, რომლის სისცოცხლეს საფრთხე ემუქრება, საპატრულო ავტომობილი სარგებლობს „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პრიორიტეტით სარგებლობის უფლებით.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. კეზერაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები