დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის ნორმატივის – ადამიანური რესურსების ნორმატივის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 ივლისის №727 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 813 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/09/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 144, 01/10/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430.050.000.22.022.012.212 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.050.000.22.022.012.212
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის ბრძანება №813
2008 წლის 25 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის ნორმატივის – ადამიანური რესურსების ნორმატივის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 ივლისის №727 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის ნორმატივის – ადამიანური რესურსების ნორმატივის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 ივლისის №727 ბრძანებაში (სსმ III, 02.08.06. №102, მუხ. 1382) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საქართველოს საჯარო სკოლებში 2008–2009 სასწავლო წელს პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 კლასებში მოსწავლეთა რეკომენდებული რაოდენობა განისაზღვროს 25, ხოლო მაქსიმალური – 30 მოსწავლით.“;
ბ) ბრძანებას დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,11. პირველი პუნქტით დადგენილი მოსწავლეთა რეკომენდებული მაქსიმალური რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს არა უმეტეს 45 მოსწავლემდე იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს საჯარო სკოლას სწავლის გაგრძელების მიზნით მიმართავენ პირები, რომლებიც 2008 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად განხორციელებული საომარი მოქმედებების შედეგების გამო ვერ ახერხებენ სწავლის გაგრძელებას იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც სწავლობდნენ საომარი მოქმედებების განხორციელებამდე.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ნოდია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები