„საქართველოს ტყის ფონდის აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 2 ოქტომბრის №1440 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს ტყის ფონდის აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 2 ოქტომბრის №1440 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 664
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 23/09/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 144, 01/10/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 19/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.012.207
  • Word
664
23/09/2008
სსმ, 144, 01/10/2008
360.160.000.22.023.012.207
„საქართველოს ტყის ფონდის აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 2 ოქტომბრის №1440 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.012.207

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №664

2008 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ტყის ფონდის აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 2 ოქტომბრის №1440 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

  „საქართველოს ტყის ფონდის აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 2 ოქტომბრის №1440 ბრძანებაში (სსმ III, 10.10.2007წ., №141, მუხ. 1562) და ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანების სათაურში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ.“

ბ) ბრძანების პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს თანდართული „სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის წესი.“.    

გ) ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის წესის“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ტექნიკურ დავალებას ითანხმებს ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ცენტრალური ორგანო (საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტი, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცული ტერიტორიების სააგენტო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები).

    მუხლი 2.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. ღვალაძე