,,კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშების და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივნისის №138 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშების და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივნისის №138 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 261
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 23/09/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 143, 30/09/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 14/02/2011
სარეგისტრაციო კოდი 220.020.000.18.011.012.205
  • Word
261
23/09/2008
სსმ, 143, 30/09/2008
220.020.000.18.011.012.205
,,კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშების და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივნისის №138 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.020.000.18.011.012.205

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №261

2008 წლის 23 სექტემბერი

 ქ. თბილისი

„კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშების და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივნისის 138 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის, 27-ე მუხლის და 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივნისის №138 ბრძანებაში „კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ (სსმ III, 04.06.2008, №80, მუხ. 859) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მინიმალური სარეზერვო ნორმა ეროვნული ან/და უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის (მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი საბალანსო ანგარიშების მიხედვით), გარდა არარეზიდენტებისაგან ნასესხები სახსრებისა, არის 5%. არარეზიდენტებისაგან ნასესხები სახსრებისათვის (მე-3 მუხლის 21 პუნქტში და მე-4 მუხლის 21 პუნქტში ჩამოთვლილი საბალანსო ანგარიშების მიხედვით) მინიმალური სარეზერვო ნორმა არის 2%.“.

2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ფორმის ბანკის მიერ დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ბანკს დააკისრებს ფულად ჯარიმას 1000 ლარის ოდენობით.“.

3. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ყოველდღიური მოზიდული სახსრების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო მოზიდული სახსრების არასწორად გაანგარიშების ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ბანკს დააკისრებს ფულად ჯარიმას 10000 ლარის ოდენობით.“.

4. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. დაცვის პერიოდში, დასაცავი ნაშთების შესახებ როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში არაზუსტი ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე ეროვნული ბანკი ბანკს დააჯარიმებს 1000 ლარის ოდენობით.“.

5. მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ფულადი ჯარიმის, როგორც სანქციის, დაკისრების შემთხვევში, გააუქმოს შეფარდებული საჯარიმო სანქცია და ბანკი გაათავისუფლოს ფულადი ჯარიმის გადახდისაგან;“.

6. მე-6 მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. 2009 წლის 8 იანვრამდე მინიმალური სარეზერვო ნორმა ეროვნული ან/და უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის (მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი საბალანსო ანგარიშების მიხედვით), გარდა არარეზიდენტებისაგან ნასესხები სახსრებისა, არის 5%. არარეზიდენტებისაგან ნასესხები სახსრებისათვის (მე-3 მუხლის 21 პუნქტში და მე-4 მუხლის 21 პუნქტში ჩამოთვლილი საბალანსო ანგარიშების მიხედვით) მინიმალური სარეზერვო ნორმა არის 0%.“.

    მუხლი 2

ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება გამოწვეულია საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისათვის დამატებითი ლიკვიდური სახსრების გამოთავისუფლების აუცილებლობით.

    მუხლი 3

1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს მიმდინარე წლის 2 ოქტომბრიდან.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის 8 იანვრიდან.

პრეზიდენტის მოვალეობის

შემსრულებელი     დ. ამაღლობელი