,,გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №513 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 642
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 18/09/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 141, 24/09/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 30/11/2010
სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.012.193
  • Word
642
18/09/2008
სსმ, 141, 24/09/2008
360.160.000.22.023.012.193
,,გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №513 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.012.193

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №642

2008 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის     7 დეკემბრის №513 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №513 ბრძანებით (სსმ III, 12.12.2005წ., №144 მუხ. 1603) დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით.

2. დაევალოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექციის (შემდეგში – გარემოს დაცვის ინსპექცია) უფროსს ამ ბრძანების შესასრულებლად ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.

3. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს 2008 წლის 15 დეკემბრიდან.

ი. ღვალაძე

დანართი№1

გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუში

1. გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის სპეციალურ ტანსაცმელს (უნიფორმას) წარმოადგენს:

ა) მუქი ხაკისფერი კეპი;

ბ) მუქი ხაკისფერი დათბუნებული ქურთუკი;

გ) მუქი ხაკისფერი პიჯაკი;

დ) მუქი ხაკისფერი ჟილეტი;

ე) ხაკისფერი პულოვერი;

ვ) მუქი კრემისფერი პერანგი;

ზ) მუქი კრემისფერი მაისური;

თ) შავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი;

ი) შავი დაბალყელიანი ფეხსაცმელი

კ) შავი შარვალი (ზაფხულის და ზამთრის);

ლ) შავი ქვედაბოლო.

2. გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის ქურთუკისა და ჟილეტის უკანა (ზურგის) მხარეს ამოტვიფრულია ასო-ნიშნები ,,გ დ ი“ (სიტყვების ,,გარემოს დაცვის ინსპექცია“ აბრევიატურა), ხოლო წინა (მკერდის) მარცხენა მხარეს გააჩნია დანაკერი, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ გეომეტრიულ ფიგურას (ნიმუში თან ახლავს), რომლის მწვანე ველზე გამოსახულია ფრთაგაშლილი არწივი და ,,ელვა“, როგორც სიმბოლო ძლიერებისა და სამართლიანობისა. გეომეტრიულ ფიგურაში ამოტვიფრულია წარწერა: ,,გარემოს დაცვის ინსპექცია“.

3. გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის პულოვერის წინა (მკერდის) მარცხენა მხარეს ამოტვიფრულია სიტყვები ,,გარემოს დაცვის დაცვის ინსპექცია“.

4. გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის მაისურის წინა (მკერდის) მარცხენა მხარეს გააჩნია დანაკერი, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ გეომეტრიულ ფიგურას (ნიმუში თან ახლავს), რომლის მწვანე ველზე გამოსახულია ფრთაგაშლილი არწივი და ,,ელვა“, როგორც სიმბოლო ძლიერებისა და სამართლიანობისა. გეომეტრიულ ფიგურაში ამოტვიფრულია წარწერა: ,,გარემოს დაცვის ინსპექცია“.

5. გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის პიჯაკის წინა (მკერდის) მარცხენა მხარეს გააჩნია დანაკერი, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ გეომეტრიულ ფიგურას (ნიმუში თან ახლავს), რომლის მწვანე ველზე გამოსახულია ფრთაგაშლილი არწივი და ,,ელვა“, როგორც სიმბოლო ძლიერებისა და სამართლიანობისა. გეომეტრიულ ფიგურაში ამოტვიფრულია წარწერა: ,,გარემოს დაცვის ინსპექცია“.

 6. გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლის კეპს გააჩნია დანაკერი, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ გეომეტრიულ ფიგურას (ნიმუში თან ახლავს), რომლის მწვანე ველზე გამოსახულია ფრთაგაშლილი არწივი და ,,ელვა“, როგორც სიმბოლო ძლიერებისა და სამართლიანობისა. გეომეტრიულ ფიგურაში ამოტვიფრულია წარწერა: ,,გარემოს დაცვის ინსპექცია“.