„ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის შესახებ“

  • Word
„ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 18/09/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 140, 22/09/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.012.192
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
21
18/09/2008
სსმ, 140, 22/09/2008
300.280.000.16.009.012.192
„ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის შესახებ“
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/09/2008 - 16/11/2011)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.012.192

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება �21

2008 წლის 18 სექტემბერი

ქ. ქუთაისი

ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის შესახებ

მომხმარებელთა უფლებების დაცვის, გამანაწილე�ბელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების შესრუ�ლებისას წარმოქმნილი სამართლებრივი ურთიერ��თობების მოწესრიგების მიზნით, �ელექტრო�ენერგე�ტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ� საქართვე�ლოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის და 462 მუხლის შესაბამისად, ვადგენთ:

1. გამანაწილებელი ქსელის 380/220 ვ. ძაბვაზე ახა��ლი მომხმარებლის მიერთების საფასურში შედის ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ელექ�ტრუ��ლი ქსელის) მიერთებასთან დაკავშირებული ყველა სამუშაო და ხარჯი (სრული ტექნოლოგიური ციკლი) ელექტროენერგიის აღრიცხვის საანგარიშსწორებო ხელ��საწყოს (მრიცხველის) ჩათვლით (გარდა ამ დად�გენილების მე-2 პუნქტის �ა� ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა).

2. გამანაწილებელი ქსელის 380/220 ვ. ძაბვაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური 1 კვტ. მი�საერ��თებელ სიმძლავრეზე დღგ-ის ჩათვლით, განისაზ�ღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) 0 კვტ-დან და 6 კვტ-ის ჩათვლით � 0 ლარი;

ბ) 6 კვტ-დან 20 კვტ-ის ჩათვლით � 20 ლარი;

გ) 20 კვტ-დან 50 კვტ-ის ჩათვლით � 70 ლარი;

დ) 50 კვტ-დან 100 კვტ-ის ჩათვლით � 120 ლარი;

ე) 100 კვტ-დან ზევით � 170 ლარი.

3. გამანაწილებელი ქსელის 380/220 ვ. ძაბვაზე მი�საერთებელი სიმძლავრის ახალი მომხმარებლის (ახა���ლი მომხმარებლის ელექტრული ქსელის) მიერ�თე�ბი�სას, ამ მომხმარებლის კუთვნილი ტერიტორიიდან, არსებულ გამანაწილებელ ქსელამდე 100 მ-ზე ზევით ქსელის გაყვანის შემთხვევაში, სხვაობას იხდის მომ�ხმარებელი. ასევე ამ მომხმარებლის მიერ უნდა ანაზ�ღაურდეს მისი მოხმარების, ინდივიდუალური აღრიც�ხვის სამფაზა მრიცხველის ღირებულება (ასეთის არსე�ბობის შემთხვევაში). მომხმარებლის მიერ ამ პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული გადასახდელი ასევე წარმოადგენს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმა�რებლის მიერთების საფასურს.

4. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადა�კარგულად გამოცხადდეს �ელექტროენერგიის გამანაწი�ლებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის შესახებ� საქართველოს ენერგეტიკისა და წყალ�მომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომი�სიის 2008 წლის 13 მარტის �7 დადგენილება (სსმ III, 20.03.2008წ., �42, მუხლი 483).

5. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

თავმჯდომარე გ. ჩალაგაშვილი