დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე შევსებული კაპიტალის მინიმალური ოდენობის დამტკიცების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | სხვა ადმინისტრაციული ორგანო |
| მიღების თარიღი | 19/09/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | სხვა ადმინისტრაციული ორგანო |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 140, 22/09/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 29016000040036012185 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (22/09/2008 - 11/10/2010)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 290.160.000.40.036.012.185
საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს
უფროსის ბრძანება №6
2008 წლის 19 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე შევსებული კაპიტალის მინიმალური ოდენობის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 და მე-20 მუხლებისა და საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს დროებითი რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა.დ.“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვრბძანებ:
1. საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისათვის ლიცენზიის მაძიებელი კომპანიებისათვის წერილობითი განცხადების წარდგენის მომენტიდან და მზღვეველისათვის სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე შევსებული კაპიტალის მინიმალური ოდენობა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) სიცოცხლის დაზღვევა – 1 500 000 ლარი;
ბ) დაზღვევა (არა სიცოცხლის) – 1 000 000 ლარი;
გ) გადაზღვევა – 1 500 000 ლარი.
2. ლიცენზიის მაძიებელი კომპანია წერილობითი განცხადების წარდგენის მომენტიდან და მზღვეველი სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე უნდა ფლობდეს მინიმალური კაპიტალის 80%-ს ფულადი ფორმით. მინიმალური კაპიტალის ფულადი ფორმით შევსებული ნაწილი განთავსებული უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში (დაწესებულებებში), რისი რეალობის დამადასტურებელ დოკუმენტად ლიცენზიის მაძიებელმა კომპანიამ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უნდა წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტი საბანკო დაწესებულებიდან (დაწესებულებებიდან) საწესდებო კაპიტალის ფულადი ნაწილის საბანკო ანგარიშზე (ანგარიშებზე) განთავსების თაობაზე. კომპანიის მინიმალური კაპიტალის არაფულადი ნაწილის არსებობის შემთხვევაში, ლიცენზიის მაძიებელმა კომპანიამ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს აგრეთვე უნდა წარუდგინოს მინიმალური კაპიტალის არაფულადი ნაწილის არსებობის დამადასტურებელი აუდიტორის (აუდიტორული ფირმის) მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი.
3. მზღვეველი აგრეთვე ვალდებულია, ყოველი კვარტალის დასრულებიდან არა უგვიანეს მომდევნო თვის 25 რიცხვისა წარუდგინოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბანკო დაწესებულებ(ებ)ის მიერ დადასტურებული კვარტალური ამონაწერი ყოველდღიური ნაშთების შესახებ იმ ანგარიშიდან (ანგარიშებიდან), რომელზეც განთავსებულია მზღვეველის კაპიტალის ფულადი ფორმით შევსებული ნაწილი ან ცნობა საბანკო დაწესებულებ(ებ)იდან (რომელიც წარმოდგენილ უნდა იქნეს საბანკო დაწესებულების ბლანკზე), სადაც მითითებულია კვარტალის განმავლობაში ამ ანგარიშზე (ანგარიშებზე) არსებული მინიმალური ნაშთის ოდენობა (წინამდებარე წესის დანართ №1-ში მოცემული ფორმის შესაბამისად).
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 1999 წლის 2 სექტემბრის №40 ბრძანება „საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე შევსებული საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობის დამტკიცების შესახებ“.
5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქადაგიძე
დანართი №1
ცნობა
კვარტალის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიის ანგარიშზე არსებული მინიმალური ნაშთის ოდენობის შესახებ
ცნობა ეძლევა __________________________ მასზედ, რომ 200_ წლის _________–დან
ორგანიზაციის დასახელება
200_ წლის ___________მდე მის ანგარიშზე №__________ მინიმალური ნაშთის ოდენობა შეადგენდა ___ლარს.
ცნობა ეძლევა საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოში წარსადგენად.
____________________________________ ________________________
უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა ხელმოწერა და ბეჭედი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები